შენობები და ადამიანები


2000იანი წლების შუა პერიოდამდე რუსთაველზე, თბილისში TMS გალერეა ფუნქციონირებდა. გამჭვირვალე მინის კედელი ჰყოფდა ხელოვნების ნიმუშებს და ხმაურიან ქუჩას. გამვლელს შეეძლო დაენახა ახალი ნახატები, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, ქანდაკებები, რომელთა მაღალმხატვრულ ღირებულებას არაპროფესიონალის თვალიც კი შეამჩნევდა. ეს იყო ხალხისთვის თვალმისაწვდომი თანამედროვე ხელოვნება, ნებისმიერს შეეძლო შესვლა, ახალი ნამუშევრების ნახვა. TMS-ის ადგილას “ბეკოს” მაღაზია რომ გაიხსნა, ძალიან დამწყდა გული! ფაქტი ნათელი იყო: მატერიალიზმი მოერია სულიერებას, ფინანსები – მაღალ იდეალებს.

მაშინ ბევრს ვბუზღუნებდი, რომ ადამიანი მატერიალისტი ცხოველი ხდება და უფროდაუფრო არაჯანსაღ გარემოში აგრძელებს-მეთქი ცხოვრებას. რომ “გული, გონება და სულის” ჰარმონია ირღვევა; რომ პიროვნების განვითარებისთვის მხოლოდ საკვები და ტექნოლოგიები საკმარისი არ არის; რომ “ჯანმრთელობა” მხოლოდ წელიწადში ერთხელ აცრაზე სიარულს არ ნიშნავს… რომ ადამიანს თავისუფალი დროის თავისუფლად გატარება უნდა შეეძლოს იმ გარემოში, რომელიც მოსწონს და რომელიც მას უკეთესს გახდის… ბუზღუნი ბუზღუნად დარჩა, თუმცა იმატა კომერციულმა პროექტებმა, ქალაქს კუზებივით ამოეზარდა მრავალსართულიანი შენობები… სამაგიეროდ შემცირდა ის “კუნძულები”, სადაც ყოველდღიურობისგან დაქანცულ ადამიანებს რეალობა დროებით უნდა დაევიწყებინათ! 

ინდუსტრია VS დასვენება, საზოგადოებრივი VS კომერციული ინტერესები – ასე არ უნდა იდგეს საკითხი ქალაქში, სადაც ბავშვები იზრდებიან კორპუსებში შეკუნჭულ ოთახებში, მტვრიან ქუჩებში, ხმაურიან გზაჯვარედინებთან; სადაც მანქანებს მეტი ადგილი უკავიათ, ვიდრე ადამიანებს. დაითვალეთ პარკინგები, შემდეგ – ხეები. დაითვალეთ ახლად აშენებული კორპუსები, შემდეგ – ხეები. დაითვალეთ სახლები მოასფალტებული ეზოებით, შემდეგ – ხეები. დათვალეთ ქალაქში გაბნეული პარკები, სადაც სიწყნარე და სისუფთავეა და შემდეგ თქვით, რომ “გარემონტებული”, გაჩეხილი, ნაწილ-ნაწილ გაყიდული ვაკის პარკის ტერიტორია თბილისელების კეთილდღეობას ემსახურება! 

კვირას ვიყავი, ვნახე, გადავიღე. მთელი პარკი ათხრილია, საშინელი მტვერი და უწესრიგობაა. მეტყვიან, გვაცალეთ ბატონო ვაშენებთო მაგრამ განა პარკი ერქმევა ქვაფენილით მოპირკეთებულ სივრცეს?

მოქალაქეებს სჭირდებათ ადგილი, სადაც გაექცევიან გამონაბოლქვს, კომპიუტერებს, სარეცხის მანქანებს, მაცივრებს, ელექტრონულ მონსტრებს, გაიყვანენ ძაღლებს სასეირნოდ, სიარულს ასწავლიან ბავშვებს……. ვაკის პარკის დამცველებს კომერციული ფართი კი არა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო უნდათ.

ახლა კი:

ეს ის პარკი აღარ არის, ყველაფერი გადათხრილია:

DSCN2071

შადრევანიც მონგრეულია, მილები ამოყრილი. ხალხი კი მაინც დადის

DSCN2084

მტვერში, ქვიშაში, სამშენებლო მასალებთან ჩამომჯდარა ბებო და მყიდველს ელოდება. ნაღვლიანი სურათია…

DSCN2077

სამშენებლო სამუშაოები მაინც მიმდინარეობს

DSCN2083

მიდიან და მოდიან მანქანები

DSCN2169

აქაც მუშები, საქმეები, ქვაფენილები

DSCN2171

ეს ისაო… დასაჯდომებიო მაგრამ სად გინდა რომ დაჯდე, ამ აურზაურში?!

DSCN2097

ესეც ხალხი, რომელიც ვაკის პარკის გადარჩენის სურვილმა გარეთ გამოიყვანა. გვიან მივედი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრნი იყვნენ შემორჩენილი.

DSCN2127

გოგონები და ველოსიპედი. რა კარგია როცა იცი რომ სადღაც უსაფრთხოდ კატაობა შეგიძლია…. (თუ შეგეძლო?)

DSCN2138

ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია

DSCN2144

ბევრი ბევრი ბევრი სურვილები და პოზიციები ვაკის პარკის დასაცავად

DSCN2109

მე მიყვარს ხეებზე ცოცვა, მე მიყვარს ბუნება, მე მინდა სუნთქვა, მე მიყვარს მწვანე

DSCN2112

“ნუ წაგვართმევთ ვაკის პარკს”

DSCN2118

“ჩვენ დავბრუნდებით”🙂

DSCN2074

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s