ისევ განახლებული თელავის შესახებ


ეს-ეს არის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბლოგს წავაწყდი – თელავის ცენტრის სილამაზე, რომელიც რეაბილიტირებულ თელავს ეხება. გასულ შემოდგომას მე და კიდევ რამდენიმე ბლოგერი მსოფლიო ბანკმა კახეთში საინფორმაციო ტურში მიგვიწვია, ასე რომ კონკრეტულ ადგილებში კონრეტული შედეგები საკუთარი თვალით ვნახეთ, ბენეფიციარებს გავესაუბრეთ.

ბლოგზე რამდენიმე ფრაზა მომხვდა თვალში:

1. რემონტმა არაფერი შეცვალა თელაველთა პოლიტიკურ განწყობაში და ბევრი შენობა გაურემონტებელი დარჩა. მაგალითად, საბჭოთა საქართველოს დროინდელი სასტუმრო.

კახეთის რეაბილიტაციის პროექტის მიზანი, სადაც თელავი ერთ-ერთი კომპონენტია, ვინმეს პოლიტიკურ განწყობაზე გავლენის მოხდენა არ ყოფილა. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ჯგუფის პროგრამა, არამედ ეს არის გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ადგილობრივი მთავრობისა და მოსახლეობის თანამშრომლობით, ასევე ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, ხდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება. თავის მხრივ, ეს ზემოქმედებს სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადგილობრივი ბიზნეს-შესაძლებლობების გაფართოებაზე. ფოტოზე მოცემული სასტუმრო კერძო საკუთრებაა და მსოფლიო ბანკის დაფინანსება მის გარემონტებასთან არაფერ შუაშია. საკუთარი სახსრებით აშენებენ და აწყობენ, რათა ყოველწლიურად გაზრდილი ტურსიტული ნაკადის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

უფრო მარტივად რომ ვთქვა, იმის გამო რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გალამაზდა ქუჩები, მის მაცხოვრებებს, ადგილობრივ ბიზნესმენებს დასჭირდათ და მოუნდათ დამატებითი შესაძლებლობების გამოყენება. კერძოდ, საოჯახო ტიპის (ან მაღალი კლასის) სასტუმროების გახსნა, მცირე ბიზნესის დაწყება (საკონდიტრო, კაფე, სუვენიერების მაღაზია და ა.შ.). ანუ თელავში მიმდინარეობს პროცესები მრავალი დაინტერესებული პირების ჩართულობით (მსოფლიო ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობა, კულტურული ჯგუფები…) ან დამოუკიდებლად (ახალი ეკონომიკური ინიციატივები).

უფრო ვრცლად კახეთის განვითარების პროგრამის შესახებ იხილეთ ჩემი წინა პოსტი – “სოფლის მაშენებლები” და შესრულებული სამუშაოების შესახებ – კომბლე, ჩურჩხელები, აიპადი და ბევრი სიამოვნება კახეთში.

2. რემონტის დაუსრულებლობის გამო დახურულია ბატონის ციხე (მუზეუმი).

კი ბატონო, დახურულია, მაგრამ სარეაბილიტაციო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მუშავდება ისე, რომ თელაველების მოწონებაც დაიმსახუროს და ისტორიულ-არქიტექტურული მნიშვნელობაც შეინარჩუნოს. დეკემბრის ბოლოს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობაში კიდევ ერთხელ იმსჯელეს ბატონის ციხის ისტორიული კომპლექსის შესახებ. შეხვედრაში პროექტის გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ კულტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგგენლები, არქიტექტორები და ექსპერტები. ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვაც და შემდეგ ბატონის ციხის ტერიტორიაზე მშენებლებიც გამოჩნდებიან.

იმედია, ბატონის ციხის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. თელავში ვიზიტორების რაოდენობა თანდათან იზრდება და კიდევ უფრო მოიმატებს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თანდათან უფრო აქტიურად ჩნდება მსოფლიო ტურისტულ რეიტინგებში. ახლახანს იგი მოხვდა გავლენიანი ბრიტანული ტურისტული გზამკვლევებისა და ცნობარების გამოცემაში Rough Guides, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სამოგზაურო ადგილების ათეულს შორი მე-5 ადგილზე დასახელდა.

ჰოდა ასე. ვწეროთ, ვიკითხოთ, გავავრცელოთ ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. მცირე წვლილი ჩვენც შევიტანოთ ქვეყნის პოპულარიზაციაში🙂

2 thoughts on “ისევ განახლებული თელავის შესახებ

  1. აჯობებდა იქ დაგეწერათ კომენტარები სადაც პოსტი წაიკითხეთ, უფრო მარტივად გიპასუხებდით. მსოფლიო ბანკის მიწვევით მოგზაურობა ნამდვილად კარგია, მაგრამ საკუთარი თვალით როდესაც ნახავ ყველაფერს რეალობა ცოტა სხვაგვარად წარმოჩინდება.

    • კომენტარისთვის ძალიან გრძელი გამოვიდა და თან ფბ-ით არ მიყვარს დაკომენტარება. შემოდგომით ვიყავით, ვნახეთ თელავი, ყვარელი. ჩვეულებრივი მოგზაურობა არ იყო, ეს იყო საინფორმაციო ტური. ანუ ვნახეთ კონკრეტული ადგილები, ხალხს გავესაუბრეთ. კარგიც გვითხრეს და ცუდიც. უბრალოდ შეუძლებელი იყო ერთ პოსტში ყველაფრის მოქცევა, მერე უკვე ვეღარ მოვიცალე სხვა სტატიის დასაწერად. ჩვენს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის რომ იმ ტურის დროს ბევრი ინფორმაცია მივიღეთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s