ფოტო განწყობისათვის


უუუგემრიელესი ფოტოა. შარშან შემოდგომას გადავიღე ჭერემში.

ჭერემი ისეთი ადგილია, რომელსაც ერთი პოსტი არ ეყოფა. ვახტან გორგასლის რეზიდენცია, უძველესი ეკლესიები, ისტორიული ადგილები და, ამავე დროს, მოსახლეობა დენისა და კომუნიკაციების გარეშე (იმედია მალე ეშველებათ). ყველა მობილური ოპერატორი ყველა ადგილას ვერ იჭერს. უნდა მიაგნო იმ კუთხეს, საიდანაც დარეკვა ან დამესიჯება, ან ორივეს ერთად გაკეთება შეიძლება.

ჭერემი ცენტრალური გზიდან 18 კილომეტრით დაშორებული სოფელია კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ამ 18-დან 12 მაინც ფეხით გავიარეთ იმ დღეს, დანარჩენი ნაწილი – მანქანით. უფრო სწორად ჯერ მანქანით და მერე ფეხით. მერე სოფელში შევედით, შემდეგ სოფელსაც გავცდით, ტყეში ვიარეთ რომ ვახტანგის ნამოსახლარისთვის მიგვეგნო… ეს ცალკე თავგადასავალია…🙂 და შუაღამისას, დაქანცულებმა, თითქოს სპეციალურად ჩვენთვის გამზადებული შეშა და საბანაკე ადგილი რომ ვიპოვეთ, მსოფლიოში ყველაზე გემრიელად შემწვარი კარტოფილი გეახელით.🙂

ღამეა, ცეცხლი ქრება, ჩვენ კი კარვამდე მისვლის თავი აღარ გვაქვს…🙂

cheremi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s