31 ოქტომბერი


კალენდარი უკვე 31 ოქტომბერს აჩვენებს. რამდენი მნიშვნელოვანი თარიღი იცით ამ დღესთან დაკავშირებით?

მინდა გითხრათ, რომ რევოლუციური დღეა. მასთან რამდენიმე ისეთი მოვლენაა დაკავშირებული, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

 – დავიწყებ ყველაზე სასიამოვნოთი. თქვენი არ ვიცი და მე ბავშვობიდან მოყოლებული მრავალი საათი მაქვს გატარებული ბეიკერსტრიტის ბინადრების არაორდინალურ სამყაროში. ბევრი წიგნისთვის არ მიერთგულია ისე, როგორც შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორი ოუტსონის განუყრელი წყვილის თავგადასავლებისთვის. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ მის სხვადასხვა გამოცემებს საპატიო ადგილი უჭირავს ჩემი წიგნების თაროზეც და ქინდლშიც. მოკლედ, 1892 წელს არტურ კონან დოილს “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების” გამოქვეყნება რომ არ დაეწყო, მსოფლიო კინოინდუსტრიას უამრავი ფილმი, მულტფილმი თუ სერიალი მოაკლდებოდა, სკოტლანდ-იარდს – გამოძიების ახალი მეთოდები.

– პროტესტანტული რეფორმაციის დაბადების დღე: 1517 წელს მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა (დიახ, მიაჭედა!) 95 თეზისი! დუელში გამოიწვია იმ დროისათვის უმძლავრესი კათოლიკური ეკლესია! ამ დღეს დაიწყო პროცესები, რომლებმაც ერთგვაროვანი ევროპა მრავალფეროვნად აქცია! 95 თეზისმა ბიძგი მისცა რელიგიური და პოლიტიკური რეფორმების პროცესებს ევროპის რიგ ქვეყნებში….

– კიდევ უამრავი ამბავი, როგორიც არის 1984 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ინდირა განდის მკვლელობა, 1956-ში სუეცის კრიზისი, ან 1961 წელს სტალინის გამოხვენება მავზოლეუმიდან (🙂 ), დაბადების დღეები, გარდაცვალების თარიღები და, რაც მთავარია

ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე იდუმალი, ყველაზე გიჟური და გადარეული ამერიკული ტრადიციული დღესასწაული

ღამე, როცა ყველა მაქცია, ქაჯი, კუდიანი, დევი, ვამპირი, ჯადოქარი, ბაჯბაჯა ჰიპოპოტამი და ნებისმიერ არსება, რისი წარმოდგენაც კი ადამიანის ფანტაზიას შეუძლია, სანადიროდ გამოდის! ჰელლოუინის ტრადიცია მთელ რიგ აქტივობებს მოიცავს, როგორიც არის trick-or-treat, გოგრების “მორთვა”, ამოჭრა, ჭიაკოკონა, საშიში ისტორიების მოყოლა და ა.შ.

წეღან კალენდარს რომ შევხედე, ამერიკაში გაკეთებული პოსტები დავათვალიერე და  ძალიან გამიკვირდა რომ ამ დღესასწაულზე პოსტი ვერ ვიპოვე. გამახსენდა: ძალიან მინდოდა მენახა რა ხდებოდა ამ დღეს ამერიკაში…. ალბათ რამდენიმე ფოტოსაც გადავიღებდი დღე რომ არ აგვრეოდა მე და კენტის უნივერსიტეტში იმ წელს ჩასულ მასკელებს. აღმოჩნდა, რომ ჰელლოუინი “გუშინ ყოფილიყო”, არ დაგველოდნენ🙂

სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსენდება “საშინელებათა სახლი”, უამრავი მოჩვენებით სავსე. სიბნელეში, იდუმალი მუსიკის ატმოსფეროში ძნელია გაარჩიო ძველი კარადიდან მარიონეტი ხტება თუ ნამდვილი მოჩვენება. “საშინელებათა სახლში” სუსტი ნერვების მქონეთა და ორსულთათვის შესვლა რეკომენდირებული არ არის. მაგრამ თუ ჩათვლით რომ ვიწრო დერეფნებში გვამებთან “შეხვედრას” გაუძლებთ, მხიარულება არ მოგაკლდებათ!

ენივეი, უკვე 31 ოქტომბერია, ამერიკას ვიხსენებ და ჰელოუინს გილოცავთ ყველას, ვისაც ეს ქვეყანა გიყვართ, ან არ გიყვართ. და ვინც უბრალოდ კალენდარზე მნიშვნელოვან (ან უმნიშვნელო) მოვლენებს ამჩნევს🙂

2 thoughts on “31 ოქტომბერი

  1. საინტერესო პოსტია, მაგრამ უფრო ვრცლად უნდა დაგეწერა, კაციშვილი არ წერს ასეთ საინტერესო თემებზე და კარგად გამოგივიდოდა ძალიან.

    ეს ლუთერი ხომ საერთოდ, ყოჩაღ მაგას!😀 ვიყავი (ლუთერშტადტ)ვიტენბერგში წელს, უფრო სწორად, ამ ქალაქთან ახლოს მდებარე ტყეში ვისვენებდით, ერთი ციცქნა ქალაქია და ყველაფერს, ხეს, ბუჩქს, შენობას, ჭიშკარს, ქუჩას, მოედანს, ლუთერის საპატივსაცემო სახელი ჰქვია ლამის.

    • ნახევრადმძინარემ დავწერე, მეტი ვერ გავქაჩე :)) სხვა დროს, ან სხვა პოსტში განვავრცობ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s