წარმატების შიში გამოგიცდია?


აი ისეთი, უკარგესი შეთავაზება რომ გაქვს და არ იცი აიღო თუ არა. მაგალითად მოგივიდა რომელიმე უნივერსიტეტში ჩაბარების დასტური, ან დაგამტკიცეს ძალიან საპასუხისმგებლო და მაღალშემოსავლიან თანამდებობაზე. ეს შენი ოცნების ხორცშესხმაა მაგრამ ვერ გაგიბედავს ხელი გაიწვდინო და აიღო. არადა რამდენს ფიქრობდი, შრომობდი… ახლა ერთი მარტივი მოძრაობა, ერთი წკაპ! – და შენია! მაგრამ რაღაც გაჩერებს.

ზიხარ და ფიქრობ: რომ ვერ შევძლო? იმედი რომ გამიცრუვდეს? ის რომ არ იყოს რაც მგონია? ბოლოსდაბოლოს – სიხარულმა რომ მომკლას?🙂 და ასე შემდეგ. ფიქრები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, სექსუალური, სტერეოტიპული, ფეხებზემკიდია, ათასნაირი იმნაირი და ამნაირი.  ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ხომ ერთია – ისინი გაფერხებენ, გასტოპებენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას.

ახლა გარემოს ვაკვირდები და 2 უკიდურესობას ვამჩნევ: ძალიან ბევრ ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანი წარმატების შიშით არის შეპყრობილი. ერთი ძველი ნაცნობი გამახსენდა, წიგნის ჭია იყო, რა უნდა გეკითხა რომ არ სცოდნოდა. მთელი დღე მეცადინეობდა, კითხულობდა, წერდა, სხვებსაც ეხმარებოდა. იყო ძალიან თბილი და ერთგული. მოკლედ ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც წარმატებული ადამიანს უნდა გააჩნდეს. სადღაც, უმნიშვნელო კომპანიაში დაიწყო მუშაობა შეუმჩნეველ თანამდებობაზე. ერთხელ ხელფასებზე, გეგმებზე, კარიერულ მოლოდინებზე ველაპარაკეთ.  აღმოჩნდა, რომ ამბიციები საერთოდ არ გააჩნდა და კარგი ალტერნატივა რომ შეეთავაზებინათ, სავარაუდოდ, უარს იტყოდა. რატომ? იმიტომ რომ იმ თითქმის უჩინარ ადგილას თავს კომფორტულად გრძნობდა.

მეორე უკიდურესობა – თავცარიელი თავხედები. რომ გაანჯღრევ და ჩალაც არ გადმოვარდება. თანამდებობებიც უნდათ, მაღალი შემოსავალიც, მაგარი ქალები და მანქანები, დასვენება საზღვარგარეთ და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი კვალიფიციური მუშაობის გარდა. ვზივარ, ვფიქრობ, ვადარებ და ვკითხულობ:

– სად არის ოქროს შუალედი?

– როგორ შეიძლება წარმატების შიშის გადალახვა, თუკი ასეთი არსებობს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s