ბლოგის იუბილე – 4 წელი


ვორდპრესმა შემახსენა – ბლოგის იუბილე მქონია, რეგისტრაციის 4 წლისთავი. ამ ხნის განმავლობაში:

– ბლოგზე დაიდო  325 პოსტი, 759 კომენტარი და გაუჩნდა რამდენიმე ასეული მიმდევარი (ბლოგი, ფეისბუქი, ტვიტერი).

– მოვახერხე შემექმნა ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი და, რაც მთავარია, უფასო ინტერნეტ რესურსი საზღვარგარეთ სწავლის შესახებ. აქ არის წლების განმალვობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უნივერსიტეტის მოძიება, ტესტები, პროცედურები, სამოტივაციო წერილი და ა.შ.

– პირადი კონსულტაციებით დავეხმარე ძალიან ბევრ ადამიანს აპლიკაციის სხვადასხვა ეტაპზე (იამაყე, ჩემო თავო🙂 )

– ვცდილობდი, ბლოგი ყოფილიყო საინტერესო და სასარგებლო, რამდენად გამომივიდა, თავად შეაფასეთ.

ამოიწურა ბლოგის მისია? არავითარ შემთხვევაში! ძალიან ბევრი დრო და ენერგია ჩავდე, მაგრამ გასაკეთებელი და დასაწერი კიდევ ბევრია.

ამჯერად ბლოგის განვითარებისათვის თანამონაწილეობა შემოგთავაზოთ:

გამომიგზავნეთ დაახლოებით 200-500 სიტყვიანი პოსტები საკუთარი გამოცდილების შესახებ საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. უფრო კონრეკტულად, შეგიძლიათ დაწეროთ რომელიმე ამ (ან სხვა თემაზე):

– ტოეფელი, GRE, GMAT, IELTS ან სხვა ტესტი, რომელიც ჩაგიბარებიათ

– საგამოცდო ან მოსამზადებელი ცენტრი, სადაც გამოცდაზე გასულხართ ან მომზადებულხართ

– საზღვარგარეთ საცხოვრებლის მოძებნა

– კონკრეტულ უნივერსიტეტში ჩაბარების პროცედურები, შთაბეჭდილებები, სასწავლო და საცხოვრებელი პირობები, გასართობი ცენტრები, სტუდენტური ცხოვრება და ა.შ.

– კონკრეტული გაცვლითი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები

– აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ვინაობა და სტატუსი (მაგ, პეტრე პავლიაშვილი, X უნივერსიტეტის სტუდენტი; ან Y სასწავლო ცენტრის განათლების მრჩეველი) ელფოსტაზე: gijmaj.press@gmail.com

———–

გარდა ამისა, აქვე, კომენტარებში, შეგიძლიათ მომწეროთ რამდენად დაგეხმარათ აქ გამოქვეყნებული ინფორმაცია და რა თემაზე ისურვებდით სტატიებს. ან, უბრალოდ, შეგიძლიათ იუბილე მომილოცოთ🙂

7 thoughts on “ბლოგის იუბილე – 4 წელი

  1. ახლა ველოდები UGRADის პასუხებს, მთელი გულით, თანაც, მთელი 50 დღეა :)) (ღმერთმა ქნას) დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველაფერს გაგიზიარებთ :)))) (keep fingers crossed) :))

  2. შენი პოსტები ძალიან დამეხმარა :)) მაგ: ტოიფელის გამოცდისთვის მოსამაზადებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა, 1 კვირა დაახლოებით, ლიტერატურა შენ პოსტებზე დაყრდნობით ავარჩიე და, საერთოდ, შენი ბევრი ბევრი რჩევა გამითვალისწინებია :)) მიყვარს ეს ბლოგი🙂

  3. პოსტები კი კარგია და სასარგებლო, მაგრამ ეს Pink Pantera-ს თაყვანისცემა როდიდან დაიწყე? ))))

    • სულ ცინცხალი ამბავია :)) მითხარი რომ არ უხდება და მერე ჩამხედე თვალებში🙂 ან პირიქით :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s