მიტინგობანას თამაში -2


პოსტის პირველი ნაწილი, გნებავთ შესავალი უწოდეთ, ჩემს ამერიკულ გამოცდილებას ეხება. 2011 წელს ვისკონსინის შტატში სტაჟირებისას აქციაზე დასწრება მომიხდა, რომელზეც ომის მოწინააღმდეგეები სამხედრო ხარჯების შემცირების სანაცვლოდ სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ითხოვდნენ. მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ეფექტური ღნისძიება იყო – რომელიც ერთნაირად იპყრობდა გამვლელებისა და მედიის ყურადღებას.

IMG_0786

ქართულ და ამერიკულ სამოქალაქო კულტურებს შორის პარალელს ვავლებ და ძალიან ბევრ განსხვავებას ვპოულობ. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის გამოსვლების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დაუგეგმავი და ქაოტურია ქართული სამოქალაქო აქტივობის მცდლობები.

ვისკონსინის ღონისძიება საოცრად ორგანიზებული და მოწესრიგებული  იყო, კარგად დაგეგმილი დეტალებით: დაწყებული კონკრეტული პასუხისმგებელი პირებიდან, დამთავრებული ადგილისა და დროის შერჩევით, მონაწილეთა ინფორმირებით თუ პარკირების წესით. ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მანქანას სად გააჩერებ, მაგრამ ამერიკელებისთვის კანონი კანონია, არ არსებობს უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი, ყველა ერთნაირად უნდა შესრულდეს.

ჩემთვის უჩვეულო იყო ორგანიზატორების თანამშრომლობა პოლიციასთან – თავადვე შეატყობინეს აქციის დრო, ადგილი და ხანგრძლივობა – არა ნებართვის ასაღებად, არამედ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ 2 საათის განმავლობაში, რაც აქცია მიმდინარეობდა, შორიახლოს მშვიდად იდგა 2 ცხენოსანი პოლიციელი და თვალყურს ადევნებდა მოვლენებს. ჩარევაზე საუბარი ზედმეტია, ადგილიდან არც კი განძრეულან.

სამოქალაქო სექტორისა და პოლიციის ამგვარი თანამშრომლობა ძალიან უცხოა საქართველოსთვის. უკანასკნელი წლების რამდენიმე პოპულარული თარიღის დასახელებაც კმარა, რომ დავინახოთ რამხელა უფსკრულია სამართალდამცველებსა და უფლებადამცველებს შორის.

1 მაისის მოვლენებს უკვე რამდენიმე დღეა თვალყურს ვადევნებ. შრომის საერთაშორისო დღეს ლაბორატორია 1918-ის მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან აქციას რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა. ზოგადად კი, რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა:

1. ქართველ სტუდენტებს, ამ შემთხვევაში ლაბორატორია 1918-ის წარმომადგენლებსა და მათ თანამოაზრეებს ძალიან ბევრი რამე აქვთ სასწავლი, დაწყებული პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლებიდან, დამთავრებული ადვოკატირების საშუალებებით. რაც მთავარია, მათ უნდა გაიაზრონ რას ნიშნავს მართლწესრიგი და კანონის პატივისცემა; რომ უფლებების დაცვა, სოლიდარობის გამოხატვა, პროტესტი ან სამოქალაქო აქტივიზმის სხვა ფორმები არ გულისხმობს სამართალდარღვევების ჩადენას. მაგალითად, რომ დაუშვებელია  კედლებზე წარწერების გაკეთება, სხვისი ქონების დაზიანება და ა.შ., რაც არ უნდა კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს ამ ქმედებას. და რომ ნებისმიერი კანონდარღვევა ისჯება.სტუდენტებმა 1 მაისს შესცოდეს. ამიტომ აგრესიული “უფლებადამცველი” კამპანიის მაგივრად ვურჩევდი, გაეანალიზებინათ, რატომ აირია მონასტერი მშვიდობიანი მსვლელობის დროს და შემდგომ აქციებში გაეთვალისწინებინათ.

ძალიან სასაცილოა “ქარხნები მუშებს” ტიპის მოთხოვნები XXI საუკუნეში, სერიოზულობას უკარგავს თუნდაც ყველაზე ჰუმანურ აქციას. ჩემთვის ეს მისი ავტორის პოლიტიკურ უვიცობაზე მეტყველებს, იმ ელემენტარული ცნებების არცოდნაზე, რასაც შრომის უფლება, სოციალიზმი, სოციალ-დემოკრატია, თანამედროვე რეალობა და გამოწვევები ჰქვია. ორგანიზაცია ან ჯგუფი, რომელსაც სერიოზულობის ამბიცია გააჩნია, მსგავს “ელემენტარულ” შეცდომებს არ უნდა უშვებდეს.

2. პოლიციას ტრადიციად ჩამოუყალიბდა ძალის არაადეკვატური გამოყენება. როგორც ჩანს, არავინ იწუხებს თავს, რომ პოლიციელებს საფრთხის შეაფსება ასწავლოს, რათა შემდეგ მისი შესაბამისი აღმკვეთი ზომები მიიღონ.

3. მედიაში ისევდაისევ მიკერძოებული სტატიები ქვეყნდება. მასმედიამ უნდა გააშუქოს მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტები მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი და ცალმხრივი. გამოქვეყნებული სტატიების უმეტესობა ბრალდებითი ხასიათის იყო და მხოლოდ პოლიციის აგრესიულ ქმედებას უსვამდა ხაზს. შსს-ს მიერ შესაბამისი ვიდეოს გამოქვეყნებამდე არავის მოსვლია აზრად პროვოკატორები და სამართალდამრღვევები სტუდენტებშიც ეძებნათ.  არ მინახავს არც ერთი გაწონასწორებული სიუჟეტი, სადაც ორივე მახრეს დაბალანსებულად გააშუქებდნენ. ჟუნალისტებს ავიწყდებათ, რომ ნებისმიერ კონფლიქტისას არ არსებობს მხოლოდ ერთი 100%-იანი დამნაშავე და მეორე 100%-იანი მართალი მხარე. ორივეს გარკვეული წვლილი აქვს ვითარების გამწვავებაში. სამართლიანობა კი ორივე მხარის შეცდომის აღიარებას მოითხოვს.

არ მახსოვს, პოლიციას ძალის გადამეტების გამო ბოდიში მოეხადოს, მაგრამ არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უცდიათ ოდესმე შეცდომების აღიარება. ესეც კიდევ ერთი დამაბრკოლებელია თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის საქმეში. და კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს სამართალდამცველებსა და უფლებადამცველებს შორის.

სტერეოტიპი, რომ უფლებათა დაცვა მხოლოდ ცალმხრივი ვალდებულებაა, უნდა დაინგრეს. მან, ვინც უფლებადამცველობას, დემოკრატიულობას იჩემებს, უნდა გაიაზროს აქტიური მოქალაქეობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. უნდა გაიგოს, რომ სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობის აღებაა საკუთარ ქმედებებზე.

4 thoughts on “მიტინგობანას თამაში -2

  1. astudenturiaqcia kanonierebis farglebshi:?:))) ravici zalian arastudentuia…rac sheexeba qarxnebi mushebs kaifi iyo.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s