აპრილის მარაზმები


სანამ აპრილის მარაზმების შესახებ წაიკითხავდეთ, გაიხსენეთ ჩემი ძველი პოსტი. ამჯერად მარაზმების ისტორიას ორ ეპიზოდს შევმატებ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისათვის.

1. საჯარო ბიბლიოთეკაში:

საჯარო ბიბლიოთეკის წესები გეცოდინებათ – გამოწერე წიგნი, დაჯექი, წყნარად იმუშავე. დარბაზში არ შეიძლება ტელეფონზე და ერთმანეთში საუბარი. გაგისკდა სიყვარულის ბუშტი – გარეთ დაიცალე. გინდა ვინმეს საქმეზე ელაპარაკო – მიბრძანდი გარეთ. მიეცი საშუალება სხვებს, იკითხონ.

შემთხვევა:

წკრრრრრ – ზარის ხმა ისმის. ესეც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო – ვიღაცამ არ იკადრა ტელეფონისთვის ხმა გამოერთო და ვიბრაციაზე დაეყენებინა.

არ განძრეულა, ისე უპასუხა და ლაპარაკი დაიწყო. 50+ ასაკის კაცი იყო.

– იცით აქ ლაპარაკი არ შეიძლება, – მიუბრუნდა წინ მჯდომი ახალგაზრდა.

– შენ დაბადებულიც არ იყავი მე რომ.. – რაღაც აზრი დაიწყო კაცმა.

არაადეკვატურობის პიკი! თურმე როგორ აკადრეს დამსახურებული შენიშვნა! მერე რა რომ სხვა მკითხველები ფეხებზე ჰკიდია და წესები მისთვის იმიტომ არის, რომ დაარღვიოს!

ვინ მეტყვის რომ ვცდები, როცა მგონია, რომ ადამიანი, რომელიც გაურკვეველ ღირებულებებზე აპელირებით უპასუხისმგებლობის გამართლებას ცდილობს, სახელმწიფოს ვერ ააშენებს.

2. გურჯაანის ტელევიზიის სიუჟეტი

არ მესმის, გურჯაანის ტელევიზია მასხარაობს თუ სერიოზულად ჰგონია, რომ ეს სიყვარულის რომანტიკული ისტორიაა:

თვითონ სიუჯეტი რამდენიმე დიდი სტატიის თემაა. თუმცა ამ კონკრეტულ პოსტში მოკლედ შევეხები ძირითად საკითხებს:

1. უვიცი მედია!

2. ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობა!

3. სამართალდამრღვევი სამართალდამცავები!

დავუშვათ ჟურნალისტს ახალგაზრდობა და გაზაფხული გონებას უბნელებს, ქალური სოლიდარობის გრძნობას უჩლუნგებს და თანაგრძნობისუუნაროს ხდის. მაგრამ რატომ არის გულქვაობის ვირუსი მოდებული მთელ ტელევიზიაში? დავიჯერო, რომ ერთი ადამიანიც არ მოიძებნა, რომელსაც ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა გაახსენდებოდა? ან უბრალოდ თავს იმ ქალის ადგილზე წარმოიდგენდა, ვისაც საკუთარი სურვილის წინააღმდეგ შეაქმნევინეს ოჯახი?! ეს სიუჟეტი გურჯაანის ტელევიზიის სირცხვილია – მათი, როგორც მედია საშუალებისა და მოქალაქეების!!! 

მსგავსი სიუჟეტებით ქალთა მიმართ სტრუქტურული ძალადობის წახალისება ხდება და ჟურნალისტების უვიცობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, მიუხედავად ქართული “დამოუკიდებელი” მედიის ხანგრძლივი არსებობისა, მათთვის ჩატარებული უამრავი ტრენინგ-კურსისა, ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ სასწავლი ქართველ ჟურნალისტებს!! 

ეს “სიყვარულის იდილია” არაპროფესიონალიზმისა და სამოქალაქო უპასუხისმგებლობის პიკია!  მამაკაცის მონოლოგი, რომელიც ქალს აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს! ანას ერთდროულად აჩუმებს ქმარი – თავისი “ბედნიერი” რეპლიკებით და ჟურნალისტი – “სასიყვარულო” უვიცი კითხვებით, მიკერძოებული სიუჟეტით.

ვუყურებ და ისეთი გრძნობა მრჩება, რომ არშემდგარ სახელმწიფოში ვცხოვრობ. და რომ პოლიციამ შეიძლება ჩემი დაცვის მაგივრად გაიცინოს და მოძალადეს სახლის კარამდე მხიარულად მიაცილოს….. ანუ ორგანო, რომელსაც წესირგის დაცვა  ევალება, თავად გახდეს ძალადობის წამქეზებელი.

ტეხავს!!!
უფრო მეტიც, ერის სირცხვილია, რომ
1. მოტაცება ჯერ კიდევ არსებობს!!! ეს არის ძალადობა!!!
2. რომ მოტაცებული ქალი მომტაცებელთან უნდა დარჩეს და არასასურველ კაცს ცოლობა გაუწიოს!!! ეს არის კიდევ უფრო მეტი ძალადობა!!! ოჯახის, თემის, საერთოდ – საზოგადოების. ამას სტრუქტურული ძალადობა ჰქვია! და ბევრი უბედურების მიზეზია.
3. რომ პოლიცია, რომელსაც მოქალაქეთა უფლებების დაცვა ევალება, თავისი გულგრილობით დანაშაულს უწყობს ხელს!!!
4. მედია, რომელიც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე უნდა იდგეს, სიყვარულის შირმით ძალადობის პროპაგადას ეწევა!!! აღმაშფოთებელია გურჯაანის ტელევიზიის ეს კონკრეტული სიუჟეტი და საკითხის მიმართ მიდგომა.

ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ შემახსენებს, რომ მოტაცების სტატისტიკა მოვძებნო. თუმცა საეჭვოა სადმე დაფიქსირებული იყოს მოტაცებით “გაბედნიერებული” ქალების რაოდენობა. ეს სენსიტიური საკითხია, რაზეც ოჯახები დუმილს ამჯობინებენ. როგორ ფიქრობთ, საშველი სად არის?

One thought on “აპრილის მარაზმები

  1. იქიდან დავიწყებ რომ ეს “რეპორტაჟი” არის სამარცხვინო, ქართველი “ჟურნალისტები” კიდევ უფრო ამაზრზენი. არ მესმი საიდან შეიძლება მოაფიქრდეს ადამიანს მსგავსი რამის გაკეთება და მერე ტელევიზიით ჩვენება. უკვე დიდი ხანია ქართველ მოსახლეობას(თბილისში და პერიფერიებში) სასაცილოდ იგდებენ მსგავსი ჟურნალისტები და გონიათ რომ პროფესიონალები არიან. რაც შეეხება მოტაცებას, ძალიან მტკივნეული თემაა და არანაკლებ სამარცხვინო(მეტად თუ არა). ეს ყველაფერი განათლების სისტემის ბრალია, იმ წიგნების საიდანაც რაღაც სისულელეებს გვასწავლიან და მასწავლებელთა არაკვალიფიციურობის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s