3-დან 8-მდე. III. მსუქანი ქალები


ცოტა ხნის წინ ერთი ნაცნობი შემხვდა და პირველივე წინადადების შემდეგ მომახალა: – იცი X როგორ გამხდარა…. შენზე მსუქანი იყო…. (ამ მხრივ როგორც ჩანს, ეტალონი ვარ🙂 ). თემის გაგრძელება უნდოდა, საოცრად გაფართოებული თვალებით მოყოლა თუ როგორ დაიკლო წონაში X-მა სასწაულებრივი დიეტით და ა.შ. მაგრამ ყურადღება აღარ მივაქციე და საუბარი აქ შეწყდა.

მაგრამ მივიხედ-მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ დიეტა სასაუბრო თემების დიდ ნაწილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ მეგობრები შევიკრიბეთ, მივედეთ-მოვედეთ რაღაცეებს და ყველაზე დიდხანს მაინც წონაში დაკლების საშუალებებზე ვისაუბრეთ. აღმოვაჩინე, რომ სიმსუქნე ქართველი ქალების ტრაგედია გახდა, მასზე საუბარი – მოდური. ყველას, სჭირდება თუ არა, 1-2 კილოგრამის დაკლება მაინც უნდა “ფორმაში ჩასადგომად”.

ეს “ფორმები” კი ქალებზე საზოგადოებრივი ძალადობის ერთ-ერთი საშუალებაა. აი მაგალითად, ჩემი მაღალუმსუქნებულესობა ყველა საქმიანისა და უსაქმურის შთაგონების წყაროა. მეზობელი, კლასელი, მეზობლის დეიდაშვილი, უბრალო ნაცნობიც რომელიც უკვე ასი წელია არ მინახავს, თავის წმინდა მოვალეობად რაცხს რომ შეხვედრისას გამომცდელი მზერით ამათვალიეროს, გამარჯობის შემდეგ კი უტაქტოდ მომახალოს:

– უი, როგორ გასუქებულხარ!

და შემდეგ თავისი ჭკუით ეფექტური დიეტის შეთავაზებას იწყებს! ზოგი მირჩევს რომ პურსა და ტკბილეულზე უარი ვთქვა, ან 6-ის შემდეგ არაფერი ვჭამო. სოფელში ჩემმა მეზობელმა კრემლის დიეტა მირჩია. მეორემ გვერდით უბნელის მაგალითი მომიყვანა რომელმაც “რაღაც სითხით” 3 თვეში 20 კილო დაიკლო და ფაშფაშა ქალიდან საცოდავი ძვალ-ტყავი დარჩა. მესამემ უგულავას დიეტა მიხსენა. მეოთხემ… მეოთხემ უკვე აღარც მახსოვს რა მითხრა… იმდენად მსგავსია ეს დიალოგები რომ “რჩევა-დარიგებებს” ყურადღებას აღარ ვაქცევ.

მაგრამ ყოველდღიურად ათასობით ქალი ხდება “საყოველთაო სტანდარტიზაციის” მსხვერპლი. სტერეოტიპები განსაზღვრავენ “კარგი ქალობის” კრიტერიუმებს:

– ქალი “უბორკებს” უნდა აკეთებდეს

– ქალი ისეთ საჭმელს უნდა ამზადებდეს, სტუმარი ბაღდადიდან მოდიოდეს.

– ქალი ოჯახს უნდა უვლიდეს, მთვრალი ქმარი რომ მოვა ნასკიც გახადოს და სხვა რამეც

– ქალმა “ბავშვების გამო” ყველაფერი უნდა მოითმინოს

– ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, ანუ მუდამ გამოწკეპილი, სხვების მოსაწონი და გამხდარი.

ზეწოლა რამდენიმე პირდაპირი და ირიბი ფორმით მიმდინარეობს:

– შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მეტსახელების დაძახება. “შე მსუქანა”, “ბომბა”, “ტანკი”, “ღორი”, “გასიებული”, “რას ჰგავხარ” – ყველაზე მსუბუქი ეპითეტებია მათ შორის, რასაც ჭარბწონიანი ქალები გარშემომყოფებისგან იღებენ. “მსუქანი” უარყოფით და შეურაცხმყოფელ მიმართვად გადაიქცა.

– დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხშირად გარეგნობის მიხედვით უფრო ხდება ვიდრე პროფესიონალიზმით. დამსაქმებელს ურჩევია პრეზენტაბელური და სიმპათიური გოგონები აიყვანოს, ვიდრე “ზომაზე მეტად” მოსუქებული.

– მედია-პროპაგანდა. შეხედეთ ტელევიზორს, შეხედეთ ქალაქში გამოფენილ ბილბორდებს, შეხედეთ რეკლამებს, რომლებიც ყოველწუთს თვალში გვეჩხირება. ყველგან სტანდარტულად გამხდარი ქალების სურათებია.

შედეგები კი… შედეგები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ექსპერიმენტული დიეტები წონის დასაკლებად ან შესანარჩუნებლად შეიძლება იწვევდეს

– თვითშეფასების დაქვეითებას შესაბამისი გვერდითი ეფექტებით (წარუმატებლობა პროფესიულ და პირად ცხოვრებაში).

– ფსიქოლოგიურ პრობლემებს

– ჯანმრთელობის გაუარესებას…

მოდით ცოტა ხანს გვერდზე გადავდოთ “ჯანმრთელობისა” და “ესთეტიკის” რიტორიკა. ეს გაცვეთილი დემაგოგიაა, რომლი საშუალებით სტრუქტურული ძალადობის გამართლება ხდება. ზედმეტი წონის მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს, დაწყებული ჯანმრთელობის პრობლემებიდან, დამთავრებული არასწორი ცხოვრების წესით. მიზეზის გაგებამდე საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება არ ღირს. არც სხვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა.

მსუქანო ქალებო, მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თუ ზედმეტი წონა პირადად თქვენ (და არა არამკითხე მოამბეებს უქმნის დისკომფორტს), შეცვალეთ ცხოვრების წესი. დიეტა დაიწყეთ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. შეიქმენით მოტივაცია, გახსოვდეთ რომ გარეგნობა არ არის წარმატების მიღწევის ერთადერთი საშუალება. თქვენ გაქვთ უამრავი კარგი თვისება, განათლება და ა.შ., რის გამოც სხვების პატივისცემას იმსახურებთ.

საზოგადოება უნდა შეეგუოს აგებულების მრავალფერვნებას. იმას რომ კვების რაციონის და მჯდომარე ცხოვრების წესის გამო ყველა ქალი ტანწეწეტა ვერ იქნება.

მედიამ უნდა შეამციროს არაპირდაპირი ზეწოლა და 90-60-90 სტანდარტების პოპულარიზაცია. დაე ტელეგადაცემები წაიყვანონ პატარამკერდიანმა და მსუქანმა ქალებმა, ელიტური რუჯის გარეშე.

მსოფლიოში ძალიან ბევრი მსუქანი და წარმატებული ქალია. გახსოვდეთ ისინი.

სილამაზის ეტალონად აღიარებული სამეგრელოს მთავრის ჩასუქებული მეუღლე, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა

ქალი, რომელიც სილამაზის არანაირ სტანდარტში არ ჯდება – ჰოლივუდის ვარსკვლავი ვუპი გოლდბერგი

უსაყვარლესი და უმსუქნესი ნინო ქათამაძე. ვინ იტყვის მასზე რომ წარუმატებელი ქალია?!

ოპერის მეგა-სუპერ-ჰიპერვარსკვლავი მონსერატ კაბალიე თავისი სუპერღაბაბით

ქეთი კანტიძე, მსახიობი

ფუმფულა და პოპულარული მომღერალი თამარ გვერდწითელი

5 thoughts on “3-დან 8-მდე. III. მსუქანი ქალები

  1. მე და შენ ვართ პუტკუნები დაიმახსოვრე :დ❤ ჩემო პუტკუნობელა ეს რა კარგი ბლოგი გქონია და როგორ არ ვიცოდი❤ მომენატრე ლოლზ :*

  2. კარგი პოსტია, ჩემთვის თემატური.
    მართალია, ყველაფერი საკუთარი თავის შეყვარებიდან იწყება და არა მრგვალი ფორმების შეზიზღებიდან…

  3. ისე ალბათ ტეხავს მარა ეკატერინე ჭავჭავაძე თუ ფაშფაშა ქალი იყო არ ვიცოდი😦

    • კი, საკმაოდ ფაშფაშა იყო, ახალგაზრდობაშიც. შემორჩენილ სურათებზე კარგად ეტყობა ღაბაბიც და ზედმეტი წონა. მიუხედავად ამისა, მაინც სილამაზის აღიარებულ ეტალონად ითვლება.
      დაგუგლე, რამდენიმე ფოტო ინტერნეტში დევს.
      თანამედროვე სტანდარტებს მისი და, ნინო უფრო შეესაბამება. უფრო თხელი და ნაზი აგებულების იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s