3-დან 8-მდე. II. პატარა ქალი – დიდი ცვლილებები (დედა ტერეზა)


დედა ტერეზა

“თუ მართლა გვინდა დავიპყროთ მსოფლიო, ეს უნდა გავაკეთოთ არა ბომბებითა და სხვა გამანადგურებელი იარაღით. ჩვენ მსოფლიოს სიყვარულით დავიპყრობთ. ურთიერთგადავაწნათ ჩვენი სიცოცხლენი, მოვქსოვოთ ისინი სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის ძაფებით, და ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს დაპყრობას.”

ეს სიტყვები ერთ პატარა ალბანელ ქალს ეკუთვნის – აგნეს გონჯა ბოიაჯუს. ვინ იფიქრებდა რომ მაკედონიაში დაბადებული გოგონა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი გახდებოდა. მან მსახურება მძლავრ იარაღად აქცია და ყველას დაანახა, რომ თავდადებული შრომა და სიყვარული საკმარისია სასურველი ცვლილებების მისაღწევად.

აგნესა 1910 წლის 26 აგვისტოს დაიბადა მაკედონიაში, ქ. სკოპიეში. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა ირლანდიურ კათოლიკურ ორდენში “ლორეტის დების კონგრეგაცია”. ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა, სადაც მასწავლებლობა დაიწყო. დროთა განმავლობაში საქმიანობის არეალი გააფართოვა, დაუღალავად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მკურნალობდა ავადმყოფებს, თავშესაფარს უშენებდა უპატრონო ბავშვებს… არ თაკილობდა არანაირ სამუშაოს, მთელ დღეს ჯაფაში ატარებდა…

1950 წელს დააარსა მოწყალების ორდენი, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა და გაფართოვდა. იგი 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

1989 წლის 29 ივნისს დედა ტერეზამ “მოწყალების ორდენი” საქართველოშიც გახსნა.

 მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, საჩუქარი. მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში (1979), “თავისუფლების მედალი”, რომელიც შეერთებლი შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა 1985 წელს გადასცა. იგი ყველაფერს ყიდდა და მიღებული თანხით აშენებდა ჰოსპიტალებს, თავშებსაფრებს შიდსით დაავადებულებისა და უპატრონო ბავშვებისათვის, ეხმარებოდა გაჭირვებულებს…. დედა ტერეზა ჭეშმარიტი ჰუმანისტი იყო…

გარდაიცვალა 1997 წელს.

2003 წლის 19 ოქტომბერს კათოლიკურმა ეკლესიამ ნეტარად შერაცხა.

—————————–

დედა ტერეზა მხოლოდ ლამაზი გამონათქვამების ავტორი ან პოპულარული ადამიანი არ არის. იგი წარმატებული ქალია – არა-ჩვეულებრივი გაგებით: მიზანმიმართული, შრომისმოყვარე, ძლიერი… და ძალიან მამაცი… იგი იყო მივიწყებული ხალხის ხმა, გარიყულების ქომაგი და დამხმარე. მეძავები, შიდსით დაავადებულები, ქუჩაში უპატრონოდ მიყრილი ხალხი – ერთი შეხედვით “საზოგადოების ნაგავი”, რომელზეც არავინ ზრუნავს – დედა ტერეზას ფრთებქვეშ პოულობდა ნავთსაყუდელს…

დედა ტერეზამ თავისი მისიონერული საქმიანობით დაარღვია ტაბუები და სტერეოტიპები… ყურადღება მიაქცია მოწყვლადი ჯგუფებიი პრობლემებს, მისი ძალისხმევით ათასობით ადამიანმა მოიპოვა სიმშვიდე და ცხოვრების სახსარი…

თუ ოდესმე გაგიჩნდებათ პროტესტი გარემოს მიმართ და ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში – შეცვალოთ სამყარო, გაიხსენეთ აგნესა გონჯა ბოიაჯუ, იგივე დედა ტერეზა, რომელმაც მსოფლიოს სიკეთის ძალა აჩვენა.

—————

დედა ტერეზა: რომელია?

რომელია
ულამაზესი დღე?-დღევანდელი
უმარტივესი?-შეცდომა
უდიდესი წინააღმდეგობა?-შიში
უარესი ცდომილება?-ფარ-ხმლის დაყრა
ყველა ბოროტების მიზეზი?-ეგოიზმი
უკეთილშობილესი მომთენთველი?-შრომა
უარესი მარცხი?-დაძაბუნება
საუკეთესო მოძღვარნი?-ბავშვები…
უპირველესი მოთხოვნილება?-სხვებთან საუბარი
უდიდესი საიდუმლო?-სიკვდილი
უარესი ნაკლი?-ცუდი განწყობა
ყველაზე საშიში?-ცრუ
უმეტეს მავნე შეგრძნება?-სიძულვილი
ულამაზესი საჩუქარი?-შენდობა
რის გარეშედაც არ შეიძლება?-კერა
უმოკლესი სავალი?-მართებული გზა
უამესი შეგრძნება?-შინაგანი სიმშვიდე
უნაყოფიერესი ჟესტი?-ღიმილი.
საუკეთესო იარაღი?-ოპტიმიზმი
უდიდესი კმაყოფილება?-ვალმოხდილება
უძლიერესი ძალა?-რწმენა
უსაჭიროესი ადამიანები?-მშობლები
უმშვენიერესი?-სიყვარული…

წყარო: კონსტანტინე ვეკუა: თარგმანები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s