3-დან 8-მდე. I. წარმატებული ქალი


გაზაფხულია, ყვავილებია, საჩუქრების და ხმამაღალი  სადღეგრძელოების დრო მოდის. 3 მარტი – დედის დღე და 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღეა, თითქოს გვეზეიმება. ეს ფორმალური დღესასწაულებია, წელიწადში მხოლოდ 2 დღე. მაგრამ იმ პრობლემებს ვერ ჩქმალავს, რომლის წინაშე ყოველდღიურად დგანან ქალები – ვიღაცის დედები, დები, ცოლები, მიუხედავად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა.

3-დაბ 8 მარტამდე პერიოდში ბლოგზე რამდენიმე პოსტს დავდებ, რომელშიც ქალთა საკითხებს შევეხები.

გამოვიჩინოთ ქალური სოლიდარობა და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, აზრები, ისტორიები… მაშ ასე.

თავი I. წარმატებული ქალი – ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგი 1965 წლის 31 ივლისს დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა ექსეტერის უნივერსიტეტი.

წერა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. გამოსცადა გაჭირვება, მარტოხელა დედობა. “ჰარი პოტერმა” საყოველთაო აღიარება და სიმდიდრე მოუტანა. წიგნი, რომლის პირველი ნაწილიც ძველ საბეჭდ მანქანაზე დაწერა, მსოფლიო ბესტსელერად იქცა. უზარმაზარი ფინანსური მოგების შემდეგ ჯოან როულინგი აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაშჲ. იგი ყოველწლიურად 5 მილიონ ფuნტზე მეტს ხარჯავს სიღარიბის დააძლევად, მარტოხელა მშობლების დასახმარებლად. იგი მრავალმხრივ მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად გაჭირვებისა, პირადი ტრაგედიების (დედის გარდაცვალება,პირველი უიღბლო ქორწინება), მაინც მოახერხა ფეხზე დადგომა და წარმატების მღწევა.

ჯოან როულინგის ისტორია გვიჩვენებს, რომ სასწაულები ხდება, ცხოვრება იცვლება. რომ ქალი შეიძლება იყოს ერთდროულად დედაც, ცოლიც, პროფესიონალიც და ცვლილებების მომტანიც.

მის მიერ შექმნილმა ჯადოსნობითა და სასწაულებით სავსე სამყარომ (რომელიც ბებიის ზღაპრებში თვლემდა), ახალი ელვარებით გაიღვიძა და ბავშვები წიგნებს დაუბრუნა.

თუ ვინმეს წარმატებული და ბრწყინვალე ქალის მაგალითი დაგჭირდეთ, დაუფიქრებლად დაასახელეთ ჯოან როულინგი. იგი იმსახურებს ამას.

გილოცავთ დედის დღეს. გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას და ბევრ, ძალიან ბევრ წარმატებას.

პ.ს. სანამ როულინგზე შევაჩერებრი არჩევანს, ძალიან ბევრი ვიფიქრე გვყავდა თუ არა საქართველოში ასეთი ბრწყინვალე ქალები – ოჯახის დედები და რეალიზებული პროფესიონალები. არავინ გამახსენდა… ნუთუ ჩვენთან ქალს არ აქვს წარმატების შანსი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s