რა ვიცით თოვლის პაპის შესახებ


ახლახანს ლესლი ნილსენის ძველ ფილმს ვუყურე  – Santa Who? რომელიც მეხსიერებადაკარგული სანტას წინასაშობაო ამბავს გვიყვება. სანტას არ ახსოვს ვინ არის, გარშემომყოფებს მის სანტა-კლაუსობაში ეჭვი ეპარებათ, პატარა ბიჭი ზაქი (ზაქარიას შემოკლებული ვარიანტია, კამეჩის შვილი არ გეგონოთ) კი თავგამოდებით ცდილობს დაუმტკიცოს რომ ის ნამდვილი სანტაა. ეს ტიპიური ამერიკული საშობაო ფილმია, თავისი საზეიმო სამზადისით, ელფებით, ირმებით, მარხილით და, რაც  მთავარია, ჯადოსნური დასასრულით.

არ ვიცი რამდენი ათასი ფილმია ჰოლივუდში გადაღებული საშობაო სასწაულებზე, სანტა კლაუსზე, ბავშვების ასრულებულ ოცნებებზე… ამერიკულ ოჯახში, ხელოვნებაში, ცხოვრებაში სანტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მის შესახებ ბავშვებს უყვებიან, სიმღერებს ასმენინებენ, უკითხავენ… შედეგად მან იცის, რომ სანტა კლაუსი

  •  ცხოვრობს ლაპლანდიაში
  •  დადის ირმებშებმული მარხილით. უფრო სწორად დაფრინავს
  •  ხმამაღლა ამბობს: ჰო-ჰო-ჰო!!!
  •  მოაქვს საჩუქრები. ნებისმიერ რამ, რასაც ბავშვი ისურვებს.
  •  სახლში შედის საკვამურიდან
  •  ჰყავს უამრავი დამხმარე ელფი
  • აქვს უზარმაზარი ღიპი
  •  აცვია თეთრ-წითელი სამოსი
  •  აქვს თეთრი წვერ-ულვაში
  •  აუცილებლად საშობაოდ მოდის 

კიდევ ათასი დეტალი, ალბათ მისი ყოველდღიური მენიუც.

დღეს ფილმის ყურებისას ძალაუნებურად პარალელი გავავლე ჩვენებურ თოვლის პაპასთან და შევეცადე გამეხსენებინა მასთან დაკავშირებული ფაქტები 

  • აქვს  თეთრი წვერ-უკლვაშით
  • აცვია ნაბადი. თავზე როგორ ქუდი ახურავს არ მახსოვს
  • ახალი წლის ღამეს ჩუმად მოიპარება.
  • დააქვს ჩირი-ვაშლი-ჩურჩხელით სავსე ხურჯინი. 
  • პატარა რომ ვიყავი, კანფეტებს ბალიშის ქვეშ მიტოვებდა ხოლმე. ოღონდ არასოდეს მინახავს, ისე მოდიოდა და მიდიოდა ვერც კი ვიგებდი :D 

მეტი ღირსშესანიშნაობა არაფერი გამახსენდა, სამაგიეროდ  გამიჩნდა რიგი პასუხგაუცემელი კითხვები:

  • რით გადაადგილდება თოვლის პაპა? ეტლით? მარხილით? ხარებშებმული ურმით? ცხენით? ფრთიანი ვირებით? ფეხით?… ბავშვობაში არავის აუხსნია ჩემთვის, თუ რა ტრანსპორტს იყენებდა წვერფუმფულა პაპა. 
  • საიდან შემოდის სახლში? კარიდან? ფანჯრიდან? ბუხრიდან? თუ კედელში გადის?…
  • რატომ არ ჰყავს ელფებისმგავსი არსებები? მეცოდება საწყალი, სულ მარტო დადის, სიცივესა და ქარბუქში. ტვირთაკიდებული..
  • სად ცხოვრობს? ამ კითხვაზე რამდენიმე ადამიანისგან განსხვავებული პასუხები მივიღე. ერთმა მითხრა რომ სვანეთის მთებში ბინადრობს, მეორემ – აჭარა, მესამემ სულ სხვა მხარეს მიმითითა… ამის შემდეგ კიდევ ერთი კითხვა დამებადა:
  • ამ ჩვენს პატარა ქვეყანას რამდენიმე თოვლის პაპა რომ არ ჰყოფნის, როგორ ახერხებს ერთადერთი სანტა კლაუსი მთელ ევროპისა და ამერიკაში საჩუქრების დისტრიბუციას? გასგებია რომ სუპერსიჩქარიანი მარხილით დაფრინავს, ელფების არმიაც ემსახურება მაგრამ მაინც წარმოუდგენელია ერთ ღამეში ასეთი სამუშაოს შესრულება. და პირიქით – თუ ერთი სანტა ამდენი ხალხის მომსახურებას ახერხებს, ჩვენისთანა პატარა ერს რად უნდა ასე ბევრი, სხვადასხვა კუთხიდან წამოსული თოვლის პაპები?

——-

ახლა კივზივარ და ვფიქრობ – რატომ ვიცით უფრო მეტი სანტაზე, ვიდრე  ეროვნული წარმოების თოვლის პაპის შესახებ? ნუთუ ნაბდიანი ხალხი მოდიდან გადავიდა? ნუთუ ჭყეტელა სამოსი, ეჟვნები და სხვა ჟღრიალა ატრიბუტიკა ასე ძალიან იტაცებს ყურადღებას?… არის თუ არა ეს ღირებულებების ცვლის პროცესი? ანუ ტრადიციულიდან გლობალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

მეორე მხრივ, განა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ მოგიტანს საახალწლო ქრთამს კარგი ქცვისათვის? მთავარი ხომ მაინც ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაა. ანუ ბავშვისთვის იმის სწავლება თუ რა არის კარგი და ცუდი, პასუხისმგებლობის გაღვივება, ფანტაზიისა და ასრულებული ოცნებების კარის გახსნა…

პ.ს. და მაინც მრჩება ბევრი, ბევრი პასუხგაცემელი კითხვა თოვლის პაპის შესახებ. დამეხმარეთ, ერთად გავიხსენოთ ვინ არის, საიდან მოდის და რა უნდა. ბოლოსდაბოლოს ბავშვების გულუბრყვილო კითხვებზე პასუხი ხომ უნდა შეგვეძლოს🙂

One thought on “რა ვიცით თოვლის პაპის შესახებ

  1. ბავშვების გულუბრყვილო კითხვებზე ეს ფანტაზიები მათი კიდევ უფრო გულუბრყვილოდ გაზრდის ტოლფასია. გულუბრყვილო ზრდა – გულუბრყვილო საზოგადოება – გულუბრყვილო ერი. მგონი დროა სანამ სკოლაში მივა ბავშვი იქამდე იცოდეს რომ სინამდვილეში მშობლებს უფრო უყვართ, ვიდრე გამოგონილ თეთრწვერა ბაბუას (ეგეთი 1-იც საკმარისია, რომელსაც ვაღიარებთ უმეტესობა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s