ისევ “დამაჯარიმეს”!


წინა პოსტში დავწერე, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საიტზე ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ოქმი აღმოვაჩინე. ოქმი შედგენილია იმ დღეს, როდესაც თბილისში საერთოდ არ ვიყავი, თან გამოწერილია იმ ადგილას, რომელიც ჩემი მოძრაობის მარშრუტში არ შედის. შეშფოთება, პირველ რიგში, ბლოგზე გამოვთქვი, დანარჩენის გარკვევა თბილისში ჩამოსვლამდე გადავდე.

გასულ კვირას, დრო როგორც მომეცა, სატრანსპორტი კომპანიის ჯარიმების განყოფილებას მივაკითხე. ეს არის ვაგზლის (აწ უკვე სადგურის) მოედანზე, აწ დანგრეული ძველი კიდობანის პირდაპირ. გაივლით შლაგბაუმს, უკანა მხრიდან შებრძანდებით იქვე წამოჭიმულ მრავალსართულიან შენობაში და დაცვას მოახსენებთ თქვენი ვიზიტის მიზანს. დარეკავთ შიდა ნომერზე და აუხსნით სიტუაციას.

ამ პროცედურების შემდეგ მიიღებთ ოქმის ასლს და შეგიძლიათ

1. მიმართოთ პოლიციას, რომელიც გამოიძიებს ოქმის გაყალბების ფაქტს

2. დაწეროთ განცხადება სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის სახელზე, რომელიც ასევე ჩაატარებს გამოძიებას.

2012 წლის 6 დეკემბერს მეგობართან ვიყავი დიღომში, დაახლოებით 9:15-ზე გამოვედით სახლიდან და 10-ზე უკვე ვაგზალზე, სატრანსპორტო კომპანიის ოფისს მივაკითხე. დაცვამ მითხრა, 10-ის შემდეგ მოდიან ეგენიო, გავედი და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დავბრუნდი. დავრეკე შიდა ნომერზე, მიპასუხეს. ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე მოეცათ ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ოქმის ასლი. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა

1. გამოყენებულია ჩემი გვარი, სახელი და პირადი ნომერი

2. დაბადების თარიღი წერია არასწორად

3. საცხოვრებელი მისამართიც არასწორადაა მითითებული. იმ მისამართით ვსარგებლობდი 2012 წლის 7 ივლისამდე, შემდეგ სხვაგან გადავედი.

4. რაც მთავარია, ოქმზე მოთავსებული ხელმოწერა არ მეკუთვნის მე!

წამოვიღე ოქმი, დავტოვე განაცხადება კომპანიის დირექტორის სახელზე და ჩავთვალე, რომ საკითხი გაირკვეოდა.

დღეს კი ახალი ოქმი აღმოვაჩინე! ერთ ჩემს ნაცნობს ვუყვებოდი ამ შემთხვევის შესახებ, საჩვენებლად შევიყვანე სატრანსპორტო კომპანიის საიტზე და კიდევ ერთხელ ჩავწერე ჩემი პირადი ნომერი.

ჰოი, საოცრებავ!

ჩემს სახელზე გამოწერილი კიდევ ერთი ჯარიმა ვიპოვე!!! ამჯერად – გადასახდელი!!!

ჯარიმა გამოწერილია 2012 წლის 6 დეკემბერს, 8:20-ზე ქეთევან წამებულის გამზირზე!

ჩემს სახელზე დადებული საჯარიმო ოქმი

ძალიან მაინტერესებს როგორ გავჩნდი 08:20-ზე ქეთევან წამებულის გამზირზე მაშინ, როდესაც ამ დროს დიღომში ვიმყოფებოდი!

დავპოსტე სატრანსპორტო კომპანიის ფბ-ის გვერდზე და ეს პასუხი მივიღე:

Screen shot 2012-12-12 at 12.11.09 PM

წერილი ჯერ არ ჩამბარებია, როდესაც მივიღებ აუცილებლად გაგიზიარებთ. და ამ მომენტისათვის სატრანპორტო კომპანიისგან დამატებითი ინფორმაცია/განმარტება არ მიმიღია.

ამ “ჯარიმის” გადახდას არ ვაპირებ!!! ეს არის სატრნსპორტო კომპანიის დიდი ხარვეზი, კეთილი ინებონ და თავად გამოასწორონ!!! მათი თანამშრომლების არაკეთილსინდისიერების გამო პატიოსანი მოქალაქე არ უნდა ზარალდებოდეს!!!! არ უნდა მჭირდებოდეს პერიოდულად იმის გადამოწმება, ვინმე “შემოქმედებითად მოაზროვნე” კონტროლიორმა ჩემი პირადი მონაცემები ბოროტად ხომ არ გამოიყენა!!! 

თქვენ კი კიდევ ერთხელ მოძებნებთ პირადი ნომრით საიტზე საკუთარი თავი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაქვთ ჯარიმა მიღებული! ფაქტია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია არ იცავს მოქალაქეთა პირად მონაცემებს! ფაქტია, რომ ამან შეიძლება მძიმე ფინანსური შედეგები გამოიწვიოს!

მე მინდა, რომ ჩემი იდენტობის ქურდობა არ ხდებოდეს! რომ ჩემი პირადი ნომერი და სხვა ინფორმაცია  საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყოს! როგორ გირჩევიათ თქვენ?

4 thoughts on “ისევ “დამაჯარიმეს”!

    • არა. ძველი პირადობა ამერიკაში წასვლის პერიოდში დავკარგე სადღაც. ახალი ID მაქვს. 2012 წლის ივლისში დამაჯარიმეს და გადავიხადე. ამას არც ვაპროტესტებს. ჩემი აღშფოთება სხვა შემთხვევებს ეხება, როდესაც ოქმის გამოწერა იმ დროსა და ადგილზე მოხდა, სადაც არ ვიმყოფებოდი! როგორც ჩანს კონტროლიორებს შეუძლიათ ძველი ოქმების ნახვა და დუბლირება! მაინტერესებს როგორ და რატომ?! და როგორ შეიძლება ამისი აღკვეთა?

    • ვერ გამიგია, ასეთი რა განსაკუთრებული შარმი მაქვს, რომ კონტროლიორებს ოქმების წერის ხასიათზე აყენებს😀
      წავედი ახლა სატრანსპორტო კომპანიის ოფისში, ამ ოქმის ასლიც უნდა მოვითხოვო.

  1. cadi amerikashi da ar dabrunde arasdros…. imedia amerikashi aseti ragaceebi ar xdeba…. fui sircxvili. yoveli sheni postis mere vamocmeb chems pirad nomers….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s