როგორ მომატყუეს 2. ლიზა ანდღულაძე და სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის


როგორც ალექს შოშიკელაშვილის ეპიზოდში აღვნიშნე (როგორ მომატყუეს, ეპიზოდი 1), ლიზა ანდღულაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  სტუდენტი, გასულ გაზაფხულზე გავიცანი ბლოგერების კონკურსზე, შემდეგ კი თავად დამიკავშირდა. დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და თანამშრომლობა შემომთავაზა.  თანამშრომლობის პირობები იგივე იყო, რაც შოშიკელაშვილის შემთხვევაში – მისი ორგანიზაციისთვის (სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის) მოვამზადებდი საგრანტო განაცხადს, ანაზღაურებას მივიღებდი, როგორც პროექტის გუნდის წევრი.

ლიზა ანდღულაძე

ლიზა ანდღულაძე

მაისის ბოლო იყო, როდესაც შემატყობინა სოროსის ფონდის მიერ სტუდენტური ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 3 ივნისი

პროექტის მაქსიმალური ხანგრლივობა: 1 წელი

მაქსიმალური საგრანტო თანხა: 25.000 აშშ დოლარი

პრიორიტეტები:

1. სტუდენტური სოლიდარობა დისკრიმინაციის წინააღმდეგ და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა

2. უმაღლესი განათლებსი რეგორმებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმება

3. სტუდენტური ორგანიზაციების სტატუსი და მათი მოანწილეობა უნივერსიტეტის მმართველობაში

4. სტუდენტები უმაღლესი განათლებსი გამჭვირვალობისათვის

5. ფინანსების შემოწმება უმაღლეს განათლებაში.

გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა განაცხადი 1-წლიანი პროექტისათვის, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში (თბილისი, თელავი, ბათუმი და გორი) დისკრიმინაციული გარემოს შეფასებას სხვადასხვა მარგინალური ჯგუფებისთვის. უფრო კონკრეტულად, ესენი არიან ლგბთ, AIV, C ჰეპატიტით ინფიცირებული და წამალდამოკიდებული ახალგაზრდები.

შეთანხმებისამებრ, მოვამზადე საგრანტო განაცხადი.

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 24.756 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

გრანტის მიმღები: სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის

განსახორციელებული ღონისძიებები:

  • საკანონმდებლო გარემოსა და კვლევების შეფასება იმ სტუდენტების შესახებ, რომლებიც არიან ლგბთ წარმომადგენლები, AIV ინფექციის ან C ჰეპატიტის მატარებლები.
  • სოციოლოგიური კვლევისათვის კითხვარი შედგენა
  • ინტერვიუერების შერჩევა და დატრენინგება სოციოლოგიური კვლევის მეთოდებში, ასევე პროექტის თემების შესახებ (რა არის C ჷჰეპატიტი, AIV, რას ნიშნავს ლგბთ უფლებები, წამალდამოკიდებული ადამიანების სტიგმა-დისკრიმინაცია, საკანონმდებლო რეგულირებები და ა.შ.)
  • თბილისის, ბათუმის, გორისა და თელავის უნივერსიტეტებში სოციოლოგიური კვლევების ჩატარება
  • მონაცემთა დამუშავება
  • დისკუსიების ჩატარება კვლევისას გაკეთებული მიგნებების შესახებ (5 თემა 4 უნივერსიტეტში, 5 თვის განმავლობაში)
  • სემინარი და ესეების კონკურსი ბლოგერებისთვის. ბლოგერები გაეცნობიან კვლევის შედეგებს, გაიგებენ სტიგმა-დისკრიმინაციის შესახებ. გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
  • ორგანიზაციის ვებ-საიტის გაკეთება, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია პროექტის, დონორის,მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. ფეისბუქის გამოყენება დისკუსიებისა და კამპანიისათვის.
  • დაჯილდოების ცერემონია, პროექტის დახურვა

ჩემი როლი: პროექტის კოორდინატორი. ასევე უნდა ვყოფილიყავი პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის ერთ-ერთი ტრენერი.

ეს არის პროექტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც მოვამზადე და 2012 წლის 3 ივნისის დედლაინისთვის გადავუგზვნეთ დონორს.

 10 ივლისს სოროსის ფონდიდან ჩემს ელექტრონულ მისამართზე მოვიდა წერილი რამდენიმე რეკომენდაციით.

ფონდის წარმომადგენელი გვწერდა, რომ პროექტის გუნდის წარმომადგენლები (დირექტორი, კოორდინატორი და ბუღალტერი) სტუდენტები უნდა ყოფილიყვნენ. და მათი ანაზღაურება უნდა ყოფილიყო არა უმეტეს 150$-ზე მეტი. ეს არ გულისხმობდა, რომ პროექტი აუცილებლად დაფინანსდებოდა, თუმცა თავისთავად კარგი ნიშანი იყო, რომ დონორი კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობდა.

დავურეკე ლიზას და შევატყობინე წერილის შინაარსი. ვისაუბრეთ ცვლილებების აუცილებლობაზე. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პროექტის ბიუჯეტს – საჭირო იყო თანხების სხვაგვარად გადანაწილება. ასევე, პროექტის კოორდინატორის ახალი კანდიდატურის გამონახვა და სტუდენტი-ბუღალტერის მოძებნაც.

ლიზასგან 12 და 14 ივლისს მაქვს მიღებული შესწორებული ბიუჯეტის ვერსიები, რომ გადამეხედა და შენიშვნები მიმეწერა. მაგრამ დაუყოვნებლივ ვერ გადავუგზავნე შემდეგი მიზეზის გამო:

ეს დღეები დაემთხვა ყვარლის ტბაზე ჩატარებული სემინარს, რომელიც 15 ივლისამდე გაგრძელდა. ეს პერიოდი გემახსოვრებათ, მასობრივი უამინდობის პერიოდი იყო. კახეთს სეტყვამ რამდენჯერმე გადაუარა და დიდი ზარალი მიაყენა. გაანადგურა ვენახები, ნათესები, ქარმა თავი გადახადა სახლებს. სასტუმროში ყოფნის პირველ ღამესვე ელექტროგადამცემი ხაზი აფეთქდა, შედეგად შეგვიწყდა დენის მიწოდება, მომენტალურად გადაიწვა ყველა შეერთებული ელექტროტექნიკა (მათ შორის სემინარის მონაწილეების ლეპტოპი + დამტენებიც). ბუნებრივია, გაითიშა ინტერნეტი და ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში აღარც აღმდგარა. სასტუმროს პერსონალი კითხვაზე – როდის იქნებოდა ინტერნეტი, “როგორც კი შევძლებთ” პასუხს გვაძლევდა, ასე რომ თავადაც გაურკვევლობაში ვიყავით. მცირე ხნით ელექტრონული ფოსტის შემოწმებას ვახერხებდი მობილურის საშუალებით, ხანგრძლივად მუშაობაზე, მით უმეტეს დოკუმენტის ატვირთვა-ჩამოტვირთვაზე საუბარი საერთოდ ზედმეტი იყო. გარდა ამისა, დილის 10-დან საღამოს 8-მდე მიწევდა სესიებზე დასწრება, აქტიური მონაწილეობა, ასე რომ დამატებით სამუშაოსთვის დრო და რესურსები იმ დღეების განმავლობაში არ მქონია.

 ამიტომ შევეცადე ტელეფონის საშუალებით მომეგვარებინა ეს საკითხი. დავურეკე ლიზა ანდღულაძეს, ავუხსენი ჩემი სიტუაცია. საკმაოდ დიდხანს ველაპარაკე, დაწვრილებით , პუნქტების მიხედვით ავუხსენი რა და როგორ შეეცვალა. რადგან კოორდინატორად ყოფნის უფლება არ მქონდა, თანახმა ვიყავი გადავსულიყავი კონსულტანტად. მაგრამ არ დავკონკრეტებულვართ რისი კონსულტანტი ვიქნებოდი. ლიზას ვუთხარი, რომ როგორც კი ინტერნეტი ჩაირთვებოდა და დრო მექნებოდა, გადავუგზავნიდი ბიუჯეტის შესწორებულ ვერსიას. საუბარი ასევე არ ყოფილა ჩემი ანაზღაურების შეცვლაზე (რომელიც პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო თვეში 450$-ით).

15 ივლისის საღამოს სახლში დავბრუნდი, უკვე დროც მქონდა და ინტერნეტიც რომ საპროექტო განაცხადის ბიუჯეტში შესაბამისი შესწორებები შემეტანა. შემდეგ დავურეკე ლიზას და ვუთხარი რომ დოკუმენტი მზად იყო. აღმოჩნდა, რომ სოროსის ფონდისთვის საკუთარი ვარიანტი უკვე გადაეგზავნა. ჩემთვის მოენიჭებინა “ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტის” სტატუსი (რაც ძალიან არალოგიკურად და სასაცილოდ ჟღერს. კიდევ უარესი – პროექტში საერთოდ არ იყო საჭირო მსგავსი პოზიცია. ეს იყო ფორმალობისთვის სახელდახელოდ მოფიქრებული სტატუსი). გარდა ამისა, ხელფასი თვითნებურად შეემცირებინა 150$-მდე. არგუმენტი: რატომ უნდა ჰქონდეს ექსპერტს დირექტორზე მეტი ანაზღაურება?

მოკლე განმარტებას გავაკეთებ: იმიტომ რომ ექსპერტს დიდი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია! ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლიზა – სტუდენტი, არასრული უმაღლესი განათლებით, მე – მაგისტრი, + ამერიკის უნივერსიტეტში გატარებული 1 წელი, + არაერთი ტრენინგი პროექტის მენეჯმენტშჲ, შიდა აუდიტში, + 20-მდე განხორციელებული პროექტი სტუდენტებთან და ახალგაზრდულ ჯგუფებთან ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბებით და ა.შ.

ამის გათვალისწინებით 150$-იანი ანაზღაურება არის პროფესიონალის დაცინვა და აბუჩად აგდება!!!

შემდეგ მოვლენები ამგვარად განვითარდა:

ლიზა დასასვენებლად ჰოლანდიაში წავიდა, თუმცა პერიოდულად მაინც შემოდიოდა ინტერნეტში. ფეისბუქზე რამდენჯერმე ვცადე გამერკვია რა ხდებოდა პროექტის თაობაზე, პასუხად “არ ვიცი”-ს ვიღებდი. სექტემბრის შუა რიცხვებში მორიგი “არ ვიცი”-ს შემდეგ ვთხოვე დონორისთვის მიეწერა და გაერკვია რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ საქმის კურსში იყო და ინფორმაციას მიზანმიმართულად მიმალავდა. საუბრიდან ცხადი გახდა, რომ პროექტი დაფინანსდა და 1 ოქტომბდიდან იწყებოდა, მაგრამ თურმე დონორმა “პარტნიორობა გააუქმა”, “კონსულტანტებიც ამოაგდო პროექტიდან” და ა.შ. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ შემატყობინა აქამდე განაცხადში შეტანილი ცვლილებების შესახებ, გაურკვეველი პასუხები მივიღე. ვაპირებდი აქ დამედო ჩვენი ფეისბუქის საუბრის ჩანაწერი, მაგრამ ლიზამ დამბლოკა.  ამის გამო ჩვენი დიალოგიც გაქრა.

დაბლოკვის მიზეზი: ჯობს.გე-ზე სტუდენტური კლუბის სახელით გამოქვეყნდა ვაკანსია თბილისსა და რეგიონებში კვლევის ჯგუფის წევრის შესახებ.

Screen shot 2012-11-13 at 2.36.20 AMლიზამ სიამაყით გააზიარა თავის გვერდზე, მეც არანაკლების სიამაყით დავუკომენტარე: “ისინიც ისევე უნდა მოატყუო, როგორც მე? ეს პროექტი რომ დამაწერინე, ანაზღაურებას შემპირდი და არ შეასრულე.”

მეორე დილას ჩემი კომენტარიც წაშლილი აღმოჩნდა და მეც – დაბლოკილი ლიზა ანდღულაძის მიერ.

უკვე 6 წელზე მეტია არასამთავრობო სექტორში ვარ, 20მდე პროექტი მაქვს განხორციელებული თბილისში, რეგიონებში – სტუდენტების, სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფების, არასამთავრობოების მონაწილეობითა და პარტნიორობით. ყველა დროულად მატყობინებდა პროექტში/აქტივობებში შესაძლო ცვლილებების შესახებ. ამ ხნის განმავლობაში არასოდეს შევხვედრივარ ისეთ უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალურ ქმედებას, რაც ლიზა ანდღულაძემ განახორციელა ჩემ მიმართ. საკითხი მხოლოდ ფინანსებს არ ეხება. არამედ – ეთიკას და ანგარიშვალდებულებას. მას, როგორც პროექტის დირექტორს, დროულად უნდა შეეტყობინებინა დონორის მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადება, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მე და ჩემს ანაზღაურებას გვეხებოდა.

ქართული არასამთავრობო სექტორი და მისი დამაფინანსებელი დონორთა რაოდენობა არც ისე დიდია. სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცვლები, ენჯეოების წარმომადგენლები ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ინფორმაციები სწრაფად ვრცელდება, ასე რომ კარგი საქმიანი რეპუტაციის შენარჩუნება ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ლიზა ანდღულაძეს არ აღელვებს მსგავსი “უმნიშვნელო” საკითხები. და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მოღვაწეობას ტყუილებით იწყებს. ასე ვერ გაფრინდები, ლიზა. წარმატებასაც ვერ გისურვებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s