სტიპენდიები არაფორმალური სამაგისტრო პროგრამისთვის


სტიპენდიები არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის:

2012-2013 სასწავლო წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international) 10 სტუდენტის სწავლას აფინანსებს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი (CCA-Tbilisi) აცხადებს სტუდენტების მიღებას არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამებზე შემდეგი 5 მიმართულებით:

1. მედიაცია (კონტექსტის პროდუქცია)
2. აუდიო ხელოვნება (Sound Art)
3. ფოტოგრაფია
4. 2D ხელოვნება (იდეაზე დაფუძნებული ფერწერა)
5. მოძრავი გამოსახულება (Video Art)

პროგრამა ასევე მოიცავს საერთო თეორიულ საგნებს შემდეგი მიმართულებებით: შემოქმედებითი პროექტის მენეჯმენტი, იკონოგრაფია, კონცეპტუალური ფერწერა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის შედარებითი შემეცნება.

პროგრამის დამატებას წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის “საველე აკადემია”, შინდისში (7 კმ. თბილისიდან), მხატვარ მამუკა ჯაფარიძისა და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში, სადაც სტუდენტები ყოველ შაბათს დაესწრებიან ბიო-მეურნეობისა და თანამედროვე ხელოვნების კურსს (Bio farming in the relation to art praxis).

“CCA-Tbilisi”-ის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამა უნიკალურია მისი სწავლების ფორმით საქართველოში. იგი სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს თეორიასა და პრაქტიკას ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებთან მუდმივი ინტერაქციისა და ინფორმაციის დინამიური გაცვლის საშუალებით. “CCA-Tbilisi”-ის მიერ შემუშავებული სწავლის მეთოდოლოგია საკმაოდ განსხვავდება ბოლონიის სისტემის მიერ შემოთავაზებული, ფართოდ გავრცელებული კონტექსტისგან. პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს სწავლის პროცესში განსაზღვროს მისი შემოქმედებითი მიმართულება და გახდეს თანამედროვე ხელოვნების პროცესების აქტიური მონაწილე.

მიმდინარე წელს dvv international-ის რეგიონალური ოფისი თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თანამშრომლობით 10 სტუდენტის არაფორმალურ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად დააფინანსებს. სტუდენტებისა შერჩევისა და სტიპენდიების გაცემის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოტივირებული ახალგაზრდების დაფინანსება, ვინც განეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ კატეგორიას, გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და ხედვა შემოთავაზებულ პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად და არ შეუძლიათ სწავლის დაფინანსება.

აპლიკაციის პროცესის წარმატებით გავლისას 10 სტუდენტი მიიღებს პირველი 3 თვის სწავლის სრულ დაფინანასებას. მომდევნო 6 თვის სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობასა და წარმატებაზე. სტიპენდია მოიცავს ყოველთვიური შესატანის, 200 ლარის დაფარვას და შესაძლო მგზავრობის ხარჯების დაფარვას რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის.

სწავლების ენა: ქართული. სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** CV
** პორტფოლიო
** მოტივაციის წერილი
** არგუმენტაცია დაფინანსების მოთხოვნაზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 22 სექტემბერი.

საბუთების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kat@ccc.ge

კატარინა შტადლერი, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი
dvv international რეგიონალური ოფისის კავკასიასა და თურქეთში
საკონტაქტო პირი: ლიკა კაციტაძე – katsitadze@dvv-international.ge

შერჩეულ აპლიკანებთან გასაუბრება შედგება მიმდინარე წლის 24 და 25 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება ცენტრში არსებული საგანმანთლებლო პროგრამების შესახებ, შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://www.cca.ge/node/59

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი / CCA – Tbilisi
დოდო აბაშიძის ქუჩა 10, თბილისი
+995 577 468 446
+995 32 2942080
info@cca.ge
http://www.cca.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s