კახეთი


ბევრი რამის დაწერა შეიძლება კახეთში ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის შესახებ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი 3 მოვლენა მოხდა:

1. გურჯაანის ახალგაზრდულ ცენტრში ჩავატარე 4-დღიანი ტრენინგი და მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ჭკვიანები, აქტიურები ხიარულები…

2. წუხანდელმა სეტყვამ ნახევარი კახეთი გაანადგურა. გაფუჭდა ვენახები, სახლები… ბევრი ადამიანი დარჩა თავშესაფრისა და იმედის გარეშე… ამის შესახებ ვრცლად დაწერა ალბათ არ ღირს, ისედაც ბევრს საუბრობენ საინფორმაციო გამოშვებებში

3. დავესწარი საინტერესო ტრენინგებს პოლიტიკური კამპანიის წარმოების შესახებ. თემა ძალიან საჭირო და საინტერესო იყო, დანარჩენზე კი რა გითხრათ… ფეისბუქზე მოვიოხე გული, მაგრამ აქაც უნდა დავწერო: ყვარლის ტბაზე სულ 3 დღე გავატარე და კიდევ კარგი მეტის დარჩენა არ მომიწია!

ტრენინგების დატვირთულ პროგრამას პატარ-პატარა დისკომფორტები დაემატა, რომლებმაც საბოლოო ჯამში არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებები დატოვა.

დავიწყოთ ოთახებიდან. ტემპერატურა – დასაშვებზე მაღალი! ბუნებრივია, ზაფხულში უნდა ცხელოდეს, მაგრამ არა – შენობაში! საშინელი ბუღი იდგა, კონდიციონერებიც კი ვერ აგრილებდნენ! შეუძლებელი იყო რამოდენიმე წუთიც კი გაჩერება!

საწოლზე – საშინლად მძიმე და მოუხერხებელი გადასაფარებლები.  თავი სატრენაჟორო დარბაზში მეგონა! ყოველ აღებასა და დადებაზე საკმაო ძალისხმევა მჭირდებოდა.

საბანი! მსუბუქი, მაგრამ აუტანლად ცხელი! ყოველი ღამე კოშმარი იყო, გამათბობელ კონდიციონერს საბნის სითბოც ემატებოდა და ჯოჯოხეთზე 3-4 გრადუსით მეტად ცხელოდა! ოთახის განიავება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, რადგან ერთი კარი დერეფანში გადიოდა, მეორე – ეზოში. იქ კი გვიანობამდე და დილით ძალიან ადრეც ხალხი მოძრაობდა. ერთ-ორჯერ კარი ოდნავ შეღებული დარჩა, ოთახში შებრუნებულებს კი დაუპატიჟებელი სტუმარი დაგვიხვდა: აბორიგენი ხოჭო შემობრძანდა ექსკურსიაზე!

სასტუმროს “რომანტიკა”. რომელღაც დღეს შუქი ჩაქრა, სასტუმროს ადმინისტრაციამ სანთლები შემოგვიტანა. დაახლოებით ნახევარი საათი ამის შუქზე მოგვიწია ყოფნა:

სასტუმროს, რომელსაც მაღალი დონის პრეტენზია აქვს, ერთი გენერატორი მაინც უნდა ჰქონეს შავი დღისთვის გადანახული!

კინაღამ დამავიწყდა!

ნამწვებიანი საფერფლე! გარეთ გამავალ კართან იდო მთელი დღე, იქ დაგვხვდა და მხოლოდ მაშინ აიღეს, როდესაც წვიმა დაიწყო და ალბათ პერსონალმაც შემთხვევით მიაგნო.😀 პატარ-პატარა ნაგვუშკები შეიძლება ერთი შეხედვით არაფერია, მოქმედებს სასტუმროს იმიჯზე.

აუზი – მუშაობდა მხოლოდ 10-დან 8-მდე. იმის გათვალისწინებით, რომ ტბაში ცურვა არ შეიძლებოდა, სესიები 7-ზე მთავრდებოდა, ვახშამი კი 8-ზე იყო, 1 საათიანი შუალედი გასართობად არასაკმარისი იყო. მოკლედ, მოუხერხებელი გრაფიკი. რატომ არ შეიძლება ცურვა ღამის განმავლობაში?…🙂

არანაირი გასართობი პროგრამა! მოწყენილი საღამოების გასატარებლად მხოლოდ საკუთარი ფანტაზია და მარჯვე ხელები თუ დაგეხმარებათ!… როგორც ჩანს ეს უფრო წყნარი დასვენების მოყვარულებისთვისაა შესაფერისი ადგილი.

დამეთანხმეთ, რომ საკმარისზე მეტი მიზეზია იმისათვის, რომ სასტუმროზე არასახარბიელო შეხედულება ჩამოყალიბდეს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი წვრილმანებად მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ შეიძლება ბუნების სილამაზის ხათრით რაღაც-რაღაცეები აიტანოთ, მაშინ ეს არაჩვეულებრივი ადგილია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s