დაკარგული წიგნები


რამდენიმე დღის წინ ძველი ნაცნობი შემხვდა. მივიკითხეთ-მოვიკიხეთ, ოაჯხობა , ნათესაობა.. როგორც წესია ზოლმე, ზოგადი და არაფრისმთქმელი ფრაზებით. მერე უცებ მეუბნება

– შენი წიგნი როდის დაგიბრუნო?

შევფიქრიანდი. ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის არც მინახავს (ისევე როგორც ნაცნობების უმეტესობა). შეხვედრების წინაისტორია კი თითქმის არ მახსოვდა.

აღმოჩნდა, რომ უხსოვარ დროს (5-6 წელი მაინც იქნება) მითხოვებია “ფრანკენშტეინი”. ეს წიგნი მაშჲნ ვიყიდე, როდესაც ინგლისურს ვსწავლობდი და წიგნების ორიგინალში კითხვას ვცდილობდი. შემდეგ, როცა ენა ასე თუ ისე ავითვისე, ჩემი ბიბლიოთკა სხვა დამწყებებსაც გავუზიარე. წაუღია და აღარ/ვეღარ დაუბრუნებია. გამახსენდა, რომ სხვადასხვა დროს ხან მას ავიქწყდებოდა წიგნის მოტანა, ხან მე – შეხსენება.

ვინ იცის ასე რამდენი წიგნი მაქვს შემოფანტული. ჩემს ბიბლიოთეკაშიც არის რამდენიმე “უპატრონო პატრონიანი” ექსპონატი🙂 მახსოვს ვისიცაა, მაგრამ იმდენად დიდი დროა გასული, მგონი არც ღირს შევახსენო. უმეტესად უმნიშვნლო წიგნებია, მხატვრული ლიტერატურა. თან ვიცი, რომ  მესაკუთრე საერთოდ არ დარდობს მათზე. ჩემი დაკარგული წიგნებიდან კი რამდენიმეზე გული ძალიან მწყდება.

1. ლაო ძის “დაო დე ძინი”. თავისუფლების მეტროსთან რომ იყიდებოდა წიგნები, იქ შევიძინე სტუდენტობის დროს. ეს არის წიგნი, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და პერიოდულად ვკითხულობდი, ვუბრუნდებოდი… 2007 წელს მივეცი ადამიანს, რომელსაც მალე საერთოდ გაქრა.

2. ერთ არც ისე ახლობელს ვათხოვე მაკიაველის “მთავარი”. ესეც სტუდენტობისას სადღაც ბუკინისტებში შევიძჲნე (მგონი ტელევიზიის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში), აჭრელებული მქონდა შენიშვნებით. ასეთი წიგნები განსაკუთრებით მიყვარს… ერთ ნაცნობს ვათხოვე, მაკიაველის დიდი ფანატიკოსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გარკვევით ვუთხარი – არ გჩუქნი-მეთქი, წაიღო და აღარ დააბრუნა. ცუდი ის არის რომ ისევე როგორც წინა მკითხველი, ესეც საერთოდ უგზო-უკვლოდ დამეკარგა.

3.  ხოსე ორტეგა ი გასეტის “მასების ამბოხი”. თავისუფლების მეტროს ბუკინისტებს უნდა ვუმადლოდე ამ საჩუქარს. ახლაც ყველგან იყიდება, ნაირ-ნაირი გამოცემები, მაგრამ მე ჩემი წიგნი მინდა! შენიშვნებით აჭრელებული, გახაზული, ფურცლებდაგლეჯილი! ნეტა ვის კარადაში ხარ მიკარგული, ჩემო მონატრებულო!!!…🙂

მეგობრებო, ნაცნობებო… ვისთვისაც მომიცია ეს წიგნები, თუ ამ პოსტს კითხულობთ – დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ!!!🙂

შენ კი, ჩემო მკითხველო, გაითვალისწინე: თუ არ გინდა ვინმემ შენი საკუთრება მიიზედმეტოს, სადმე, ყდაზე ან შუა ფურცლებზეც გაუკეთე წარწერა: N-ის წიგნებიდან. და დააწერე საკონტაქტო მონაცემი: ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, ტელეფონის ნომერი ან სხვა რამ, სადაც შეიძლება დაგიკავშირდეს ადამიანი. ადრე თუ გვიან ვინ იცის რა წიგნი დაგიბრუნდეს უკან…🙂

5 thoughts on “დაკარგული წიგნები

  1. ვის თხოვნი არ უნდა იცოდე? რომ წავა და უგზო უკვლოდ დაიკარგება ისეთ ადამიანებს როგორ თხოვნი? : )

    • როგორ და ქართულად :)) სხვა რანაირად ვთხოვო?😀
      შენი წიგნი არასოდეს მიუთვისებია ვინმეს?

  2. აუ მე ქისის ვათხოვე კენ კიზი და აგერ უკვე 4 წელი კი იქნება😀

    • ეტყობა წიგნების თაორების უკან ჩაუვარდა😀
      გუგულის ბუდე ჰქონდა ჩემს მეზობელს… პირველ ცდაზე ვერ წავიკითხე, მერე რომ ჩავუჯექი… კარგა ხანს აღარ ვუბრუნებდი😀 თვითონ რომ არ მოეკითხა ახლაც მექნებოდა :)))

      • ოოოო აი ზუსტად.😀
        უნდა შევეხმიანო ერთი დოდკას ფბ-ზე. ზუსტად ეგ წიგნი უნდა დავიბრუნო😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s