ენა გამომიყო


Tbilisi loves you ზაფხულისათვის მისწრებაა. საშუალებას გაძლევს “სუფთა” ჰაერზე ინტერნეტში ჩაიძირო. მიმიქარავს ტელევიზორი და ლათინურამერიკული სერიალები :)) ათვალიერებ ყველა ზომის და ფორმის ქალებს და კაცებს, ნებით თუ უნებლიედ უსმენ დიალოგებს და ერთობი😀

გარეთ ინტერნეტში ბოდიალს ზოგიერთი უარყოფითი მხარეც აქვს. პირველ რიგში ის, რომ არ არის ნორმალური დასაჯდომი ადგილი. რუსთაველის ქუჩაზე ჩარიგებული სკამები მოუხერხებელია. გარდა ამისა, გამვლელ-გამომვლელი მოურიდებლად გაშტერდება და გარკვეული რისკებისგანაც არ ხარ დაზღვეული. განსაკუთრებით ხშირად მათხოვარი გოგო-ბიჭები გაკითხავენ, გიყურებენ რას აკეთებ და ხურდებსაც გთხოვენ.🙂

დღეს ასე ნეტარებით ვფეისბუქობდი, რამდენიმე შავგვრემანი ბავშვის ვიზიტი მშვიდობიანად “გავატარე” და ერთი მოზრდილი გოგო მომიახლოვდა.

– ხატი იყიდე, – ჯერ მოკრძალებით დაიწყო (თავის მოსაწყლება კარგად ეხერხებათ ხოლმე)😀

თავფეხიანად ვიყავი ჩამძვრალი ინტერნეტში, არც კი ამიხედავს, ხელი გავუქნიე რომ მომშორებოდა. სხვები, როგორც წესი მაშინვე მიდიოდნენ, ეს კი არ მომეშვა

– მაშინ ხურდები მომეცი, – კიდევ უფრო დაჟინებით მომთხოვა.

დამეზარა! ძალიან დამეზარა ლეპტოპიდან მოწყვეტა, ჩანთაში ხურდების მოძიება და ა.შ. კიდევ უფრო მოუთმენლად ვანიშნე რომ მომშორებოდა.

მან კი ენა გამომიყო!😀

უბრალოდ ფაქტი დავწერე. არა იმიტომ რომ “მოაშორეთ ქუჩას მათხოვრები”-ს პათეტიკის გამოწვევა მინდოდა. ვისაც ჩემი პოსტები წაგიკითხავთ დაკარგული საზოგადოების, ქუჩის ბავშვების შესახებ, გემახსოვრებათ რომ მსგავსი მიდგომის წინაამდეგი ვარ. უცებ ჩვენს შორის ძალიან დიდი კონტრასტი დავინახე. ის მთელი დღე ქუჩაშია და ვერ მოიხმარს იმას, რასაც მერია მოქალაქეებისთვის აკეთებს. ხელი არ მიუწვდება. არ აქვს შესაბამისი უნარები, და რამდენიც არ უნდა იშოვოს, არასოდეს იყიდის ლეპტოპს. მე და ჩემნაირები კი, მიუხედავად უპირატესობებისა, მაინც უკმაყოფილონი ვართ ამ მომსახურებით.

ხომ შეიძლება გაკეთდეს კონკრეტული ადგილები, მეტი კომფორტით. სადაც არ იქნებიან გამვლელი მანქანები, ცნობისმოყავრე თვალები, შესაძლებელი იქნება ჩაი/ყავის აღება, სიწყნარეში მუშაობა… ქუჩის ინტერნეტი რა უბედურებაა… ან ვინ უნდა მოიხმაროს ხალხმრავალ და მოძრავ ადგილებში… რას იტყვით?

7 thoughts on “ენა გამომიყო

  1. მალე მეტროშიც იქნებაო და ეგ უფრო მახარებს, თორე ქუჩაშიც კაია, მაგრამ აღწერილ პრობლემებში გეთანხმები!😉

    • რა საინტერესოა, მეტროში სად შეიძლება დაჯდეს ადამიანი :)))
      მირჩევი კაფეებთან ახლოს გაკეთდეს რომ ელემენტარულად ლეპტოპის დადების საშუალება იყოს, + მთელი ქუჩის მტვერი ზედ არ ეყრებოდეს და არამკითხე მოამბეები არ ყოფდნენ ცხვირს :))
      გუშინ ისეთი არაფერი მაგრამ ხომ შეიძლება ვინმე დარტყმულს სხვის ლეპტოპზე ყავის გადასხმა ან დაკაწვრა მოეპრიანოს, ვინ აანაზრაურებს მერე ზარალს.

      • ეგეც მართალია. მე მეტროში ვაიფაი იმიტომ მომწონს, რომ ხშირად მიწევს მგზავრობა და საკმაოდ დიდხანს, ასე რომ გადავიტან როგორმე ბევრ ხალხს და ცნობისმოყვარე თვალებს.🙂

  2. კარგია, რომ თავად გაიხსენე ის პოსტი. ეგ სწორედ ის ბავშვია სიმ ბარათების გამყიდვლად რომ მიუჩინეთ ადგილი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო თქვენი იმედების გამართლება, იმიტომ რომ ვერ მოგყიდათ ხატი, ვერც ხურდა გამოგძალათ და დამცინავი მიმიკითაც დაგაჯილდოვათ.🙂 ასე რომ პროექტი “ციგანები გაყიდვების მენეჯერად” კრახით დასრულდა!🙂😛

    • ციგანს ქართულად ბოშა ჰქვია😀
      უფრო ძველი პოსტი მქონდა მხედველობაში, სწრაფად დავწერე და ამიტომ არ დამილინკავს. აი ახლა დავდებ: დაკარგული საზოგადოება – ქუჩის ბავშვები

      თუმცა ბავშვს ქუჩაში რა უნდა? ყველა ბავშვს უნდა ჰქოდეს სახლი, განათლების მიღების შესაძლებლობა და იცხოვროს ისე, როგორც ბავშვს შეეფერება. ქუჩა ნაადრევად აბერებს ადამიანებს. მას, ვინც ქუჩაში დგას, თუ დაასაქმებ ხატების გაყიდვა აღარ მოუწევთ.
      გარდა ამისა დარწმუნებული არ ვარ რომ თანხით, რასაც გამოიმუშავებს ავადმყოფ ძმას ან დედას მოახმარს, ან ოჯახში შეიტანს და წებოს ან სხვა საზიზღრობის საყიდლად არ გამოიყენებს. ამიტომ ძალიან იშვიათად რომ ქუჩაში ვინმეს მივცე ფული.
      ———–
      ბოშების საზოგადოებაში ადაპტაცია საკმაოდ რთული პროცესია. ჯერ ერთი არსებული სტერეოტიპების გამო, რომ ბოშა ბინძური და ქურდია, გამომძალავია… აბა შენს გარშემო ჰკითხე ხალხს, ნახავ რამდენს ექნება დადებით შეხედულება მათ შესახებ. მერე კიდევ თავად მათ გამო, მათი ცხოვრების წესის გამო. როდესაც რამდენიმე თაობა ქუჩაში იზრდება, იქ ადვილი არ არის საოფისე გარემოს შეაჩვიო ადამიანები. ბავშვები და ახალგაზრდებიც კი რთულად ეგუებიან იმას რაც ჩვენთვის ჩვეულებრივ ყოფას წარმოადგენს. თუმცა მონდომებას, მუშაობას და კიდევ ერთხელ მუშაობას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს.
      არის ორგანიზაციები, რომლებიც ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობენ, არის დღის ცენტრები, სადაც ბავშვებს იტოვებე, ასწავლიან წერა-კითხვას, ანგარიშს, ხელსაქმეს, ხელობას… ისინი საღამოს ისევ სახლში ბრუნდებიან. ძნელად, მაგრამ მაინც ეგუებიან ახალ მოცემულობას. ასე თუ გაგრძელდა შეიძლება 1-2 წელიწადში არა, მაგრამ არც ისე შორეულ მომავალში ქუჩაში ბავშვები აღარ დარჩნენ.🙂

    • ვერაფრით განუგეშებ. ვერც მაშინ თუ შუა ქუჩაში ვინმე “შემთხვევით” ლეპტოპს დაგიმტვრევს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s