კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის


სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ნაკრესი”, “Fauna and Flora International” აცხადებენ კონკურსს გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის.

პროექტი: “საქართველოს მტაცებლების კონსერვაციის პროექტი”.

მიზანი:

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი, მდგრადი განვითარებისა და კონსერვაციის საკითხებზე კვალიფიციური ჟურნალისტიკის წახალისებით და გამოავლინოს ნამუშევრები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, პოზიტიური გავლენა მოახდინონ აუდიტორიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბეჭდვით, რადიო, ტელე და ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, ასევე, ბლოგერებს.

წარმოდგენელი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

** ეხებოდეს გარემოსდაცვით, მდგრადი განვითარების ან გარემოს კონსერვაციის თემებს;
** იყოს დაბეჭდილი, გასული რადიო/ტელე ეთერით ან ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისათვის ქართულ ენაზე, ინტერნეტის საშუალებით;
** ნამუშევრები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2012 წლის 14 მარტიდან 2012 წლის 23 აპრილამდე პერიოდში;
** მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური და, ასევე, ბლოგზე განთავსებული ნამუშევრები.

ნამუშევრების წარმოდგენა:

** სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი უნდა მოგვაწოდოთ DVD-ზე ან CD-ზე ჩაწერილი ან გამოგვიგზავნოთ სიუჟეტის ბმული ელექტრონულ ფოსტაზე;
** ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტებმა უნდა წარმოადგინონ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, სადაც მასალა გამოქვეყნდა ან გამოგვიგზავნონ ნამუშევრის ფოტოასლი ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მოწოდება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო მასალის ბმულის გამოგზავნით.

ნამუშევრები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: public.relations@nacres.org

ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს:

** ბიომრავალფეროვნება (განსაკუთრებით ცხოველთა ველური სახეობები)
** დაცული ტერიტორიები;
** გარემოს ცვლილებები;
** მდგრადი განვითარება;
** ადგილობრივი ტრადიციები, კულტურა და გარემოს დაცვა.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

** აქტუალურობა და გავლენა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე;
** ორიგინალურობა;
** ობიექტურობა;
** გამართული გადმოცემის სტილი;
** ნაშრომის სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი;
** მეცნიერული სიზუსტე.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ პრიზებით:

პირველი ადგილისათვის – 1000 ლარი
მეორე ადგილისათვის – 700 ლარი
მესამე ადგილისათვის – 400 ლარი.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 23 აპრილი, 2012 წ.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: public.relations@nacres.org
ტელ: 2 233706, 2 537125 (09:00-დან 14:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა)
საკონტაქტო პირი: თამარ ბორცვაძე

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი (NACRES) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ცენტრის ძირითადი მიზანია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა. ცენტრის საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევებს და ხორციელდება საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ბუნების დაცვით საქმიანობაში მათი ინტენსიური ჩართვის საშულებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s