ისევ პლაგიატი! როდემდე?!


ძალიან გაბრაზებული ვარ! მეტი რომ არ შეიძლება ისე!

საქმე იმაშია, რომ ეს-ესაა ჩემი ბლოგიდან მოპარული კიდევ ერთი პოსტი აღმოვაჩინე!

ამჯერად face.ge-ზე დამხვდა დაკოპირებული 2010 წელს გამოქვეყნებული ორი ყვითელი ამბავი

Face.ge-ზე ჩემი პოსტი უნებართვოდაა დაკოპირებული

როგორც ხედავთ, სათაურიც შეცვლილია, პოსტიც ორიგინალის ლინკიც და ავტორიც არ არის მითითებული. უფრო მეტიც, ტექსტის ნაწილიც ამოღებულია!

Face.ge-ზე ჩემი ბლოგიდან მოპარული ტექსტი დამახინჯებულია

ვიქნები გულმოწყალე და დავუშვებ რომ ტექსტის დამაკოპირებელ “პატივცემულ” პიროვნებას თვალში სინათლე აკლია და უზარმაზარი ასოებით გაკეთებული წარწერა ვერ შეამჩნია:

ბლოგზე განთავსებული მასალები ავტორის საკუთრებაა და ნებისმიერი პოსტის დაკოპირება აკრძალულია ნებართვის გარეშე!

ვურჩევ ოფთალმოლოგთან დაუყოვნებელ ვიზიტს!!! გასიჯნავს და შესაბამის სათვალეს დაუნიშნავს!!! შემდეგ უკვე აღარაფერი გამორჩება!!!

იქნებ ვერ გაიგო დაწერილი?… როგორ გგონიათ? არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში იმდენად წყალწაღებული განათლების სისტემაა, ელემენტარული სიტყვის მნიშვნელობებს არ ასწავლიან… ან “ავტორი” გონებრივ შესაძლებლობებში შემეპაროს ეჭვი…

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბლოგიდან მოიპარეს ჩემი პოსტი და საავტორო უფლებების დარღვევებით დადეს “საკუთარ” გვერდზე!

ვერ გიტანთ!!!!

ვერ გიტანთ უფანტაზიო ლუზერებო რომლებსაც საკუთარი აზრის ნასახიც არ გაგაჩნიათ!!

ვერც თქვენ გიტანთ უნამუსო ადამიანებო, ვინც ძალით იბრმავებთ თვალებს და სხვის ნამუშევარს თქვენად ასაღებთ!!!!

რა სამწუხაროა, რომ თქვენი პასხისგებაში მიცემა არ შემიძლია!

თუ წერის ნიჭი არ გაქვთ, სხვისას მაინც ნუ იჩემებთ!!!

ბლოგერებო, თქვენც გქონიათ პოსტების მოპარვის მცდელობა? როგორ გაართვით თავი სიტუაციას?

———————

პ.ს. დაკოპირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ავტორის სახელი და ბმული – ელემეტარული ეთიკის ნორმაა. ამას გვიჩიჩინებდა წამდაუწუმ ჩემი ონალინ პიარის პროფესორი. და რომც არ ეთქვა მგონია რომ ისედაც ყველამ უნდა იცოდეს. ილია ჭავჭავაძის ან ერეკლე დეისაძის ციტირებისას თუ აუცილებლად სიამაყით მოიხსენიებთ მათ სახელებს, ბლოგერებმა რა დააშავეს?… თუ ჩვენი აზრები აზრებად არ ითვლება? ოლოლო თქვენა, ვერ გამოიცანით! ჩემი გენიალური პოსტები არავისთვის მემეტება!  წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი მათგანის გაუფრთხილებლად დაკოპირებისა!! თუ არ ვიცი რა სახის ვებსაიტზე უნდა დაიდოს! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ერთუჯრედიან გაცნობის საიტებზე ვიღაცის პროფილებში და “ბლოგებზე” გამოჩენისა!!! დაიმახსოვრეთ!!!!

————-

პ.პ.ს. სანამ ამ პოსტს ვწერდი, Face.ge-ს მოდერატორმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და ზემოთხსენებული ბლოგი წაშალა. გმადლობ, ადმინ. მაგრამ ეს არ ცვლის პრობლემის არსს: პლაგიატობა ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულია! არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი კიდევ არაერთი პოსტი იყოს სადმე ვინმეს დაჩემებული… და არა მხოლოდ ჩემი… ნებისმიერი ბლოგერის ყოველი ახალი პოსტი რისკის ქვეშაა – რომ მას ვიღაც წაიღებს და უნამუსოდ ავტორობას დაიბრალებს! არ მაინტერესებს ვინ არიან პოსტის ქურდები – ასაკოვანი პრაფესორები, აზაბოჩენი თინეიჯერები, დაბოღმილი ლუზერები თუ სხვები! მინდა რომ საქართველოში ადამიანები სხვის შრომას აფასებდნენ!!! დიახ, ბლოგის დაწერაც შრომაა! მას სჭირდება დრო, წარმოსახვა, ენთუზიაზმი, განათლება, კონკრეტული უნარები… როგორ გგონიათ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ პოსტების ქურდობა აღიკვეთოს?

გეგულებათ რამე ინსტიტუციონალური მექანიზმი, ან ტექნიკური საშუალება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ჩვენი პოსტები დაგვეცვა?

13 thoughts on “ისევ პლაგიატი! როდემდე?!

  1. ჩემგან რამდენჯერმე გადაუკოპირებიათ წყაროს გარეშე, მაგრამ როცა მივწერ ხოლმე, შლიან. როცა ბლოგს ვიზიტორები ემატება და უფრო მეტი მკითხველი შემოდის, იმის ალბათობაც იზრდება, რომ ვიღაც საავტორო უფლებებს დაარღვევს, რას ვიზამთ🙂

    • რას და საავტორო უფლებების დაცვის სტრატეგიებზე უნდა ვიფიქროთ.

  2. მე ზუსტად გუშინ ვნახე ერთი ჩემი პოსტი, ჩემი ბლოგის შნაარსიდან გამომდინარე ძნელია დაუმტკიცო რომ ჩემი დაწერილია მაგრამ გუშინდელ შემთხვევაში copy/paste იყო 100%-იანი. რავი კი მივწერე ბლოგის მისამართი მიაწერე ბოლოში თქო მაგრამ რავიცი რავიცი

    • იცი რა… ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე რა ტიპის საიტზე დაკოპირდება პოსტი. ორიგინალ პოსტებზე მაქვს საუბარი, თორემ განცხადებებიდან ნებისმიერის წაღებას დიდი სიხარულით მივესალმები. ერთი უნამუსობა ისაა რომ დაუკითხავად მიაქვთ, მიუხედავად გაფრთხილებისა. მეორე – კიდევ უარესი – ბმულის მითითებაზეც არ იწუხებენ თავს. საუბედუროდ face.ge-ზე დარეგისტრირება მომიწია რომ ადმინთან დამერეპორტებინა. არადა ვერ ვიტან მსგავსი ტიპის საიტებს😀 ფეისბუქცი მყოფნის. რატომ უნდა მიხდებოდეს ვიღაცის გამო არასასურველ საიტებზე რეგისტრაცია?! ამიტომ ვაშლევინებ ხოლმე.
      ადრე ვნახე კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ბმულით კი იყო, მაგრამ საშინლად დაკოპირებული. ანუ ის ბმული ჩემს ბლოგზე ვერ გადმოდიოდა. პოსტში კიდევ მქონდა სხვა ლინკები, რომლებიც იმ საიტზე არ მუშაობდა. ამიტომ მათაც წაშლა მოვთხოვე.
      4motivi.com-ს აქვს ძალიან კარგად გაკეთებული, თუ არ დაასქრინშოთებ, სხვანაირად ვერ დააკოპირებ საიტიდან. ნეტა როგორ მოახერხეს. ძალიან მინდა ჩემს ბლოგზეც ანალოგიური რამ გავაკეთო.

  3. მანდედან დაკოპირება მაინც ძალიან ადვილია, არ დავწერ როგორ მერე მე არ დამბრალდეს რამე :)) მაგრამ ადვილია მაინც და ვერ შეაჩერებს ნამდვილ პლაგიატს :))

  4. ახლა ვწერ პოსტს პალგიატებზე ერთ-ერთ ანტი-პლაგიატ ბლოგზე და შეიძლება ამ პოსტის სურათები გამოვიყენო? გპირედბი, როცა პოსტს დავწერ შენი ბლოგის მისამართს და სურათების ავტორს მივუთითებ🙂

    • OK წაიღე🙂 ოღონდ მერე პოსტი აქაც დამილინკე. ფაქტებს ვაგროვებ🙂

      • ok, პოსტი პარასკევს დაიდება . მადლობა🙂
        ისე რა აფქტებს აგროვებ🙂

      • პლაგიატის ფაქტებს. წეღან პოსტის წერა დავიწყე და შემთხვევით დრაფტის მაგივრად გამომექვეყნა😀

  5. კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას….. აიი კანონი გიცავს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s