Hult International Business School


თუ მოულოდნელად ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა – აუცილებლად უპასუხეთ. შეიძლება ეს რომელიმე უნივერსიტეტის რეკრუტინგის ოფიცერი იყოს. რამდენიმე დღის წინ უცნობი ზარი შემოვიდა.

– გამარჯობა, – გაისმა ახალგაზრდა ქალის ხმა, – საზღვარგარეთ სწავლას ხომ არ  აპირებთ?

ვუპასუხე რომ ამის შევსახებ ვფიქრობდი, შემდეგმან თავისი სატელეფონო პრეზენტაცია დაიწყო.

ეს იყო ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს-სკოლის წარმომადგენელი. ეს უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო 30-ში შედის. კამპუსები აქვს ბოსტონში, სან-ფრანცისკოში, დუბაიში, ლონდონსა და შანჰაიში. სტუდენტს შეუძლია სხვადასხვა ქვეყნის კამპუსები აირჩიოს სასწავლებლად და საცხოვრებლად.

სააპლიკაციო დოკუმენტები სტანდარტულია: ითხოვენ IELTS-ის ქულას – 6.5, ნიშნების ფურცელს, რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა – CV და სააპლიკაციო გადასახადს – 150$. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებ-გვერდზე.

კარგი სასწავლო და საცხოვრებელი პირობები აქვთ, და ფასიც არაჩვეულებრივი –  MBA-ს ერთწლიანი კურსისთვის  გადასახადი 65.000$-ია.  როგორც მითხრეს, უნივერსიტეტი უზრუნვეყოფს ნაწილობრივ დაფინანსებას – სტუდენტს შეიძლება მისცენ სტიპენდია საერთო თანხის 30%-ის ოდენობით და სესხი 20%-ის დასაფარად.

უნივერსიტეტის წარმომადგენელი ყოველ წელს ჩამოდის თბილისში და წასვლის მსურველებთან პირად შეხვედრებს მართავს.

————————-

როგორ გაიგეს ჩემი ტელეფონის ნომერი? GRE-ის, GMAT-ის ან სხვა ტესტის ჩაბარებისას ივსება საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ გსურთ თუ არა თქვენი მონაცემები ნახონ უნივერსიტეტებმა, რომლებიც მომავალ სტუდენტებს ეძებენ. ეს ერთი დაწკაპუნება შეიძლება არც გახსოვდეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ვინმე დარეკავს. ეს არ იქნება არც უნივერსიტეტში მისაღები ინტერვიუ, არც რამე ოფიციალური მნიშვნელობის გასაუბრება. უბრალოდ ინფორმაციას მოგაწოდებენ კონკრეტული უნივერსიტეტის, ფაკულტეტის ან სპეციალობის შესახებ.

ორშაბათს, 27 თებერვალს უნივერსიტეტის წარმომადგენელი შეხვედრას მართავს თბილისში. ეს საინტერესო იქნება ბლოგერებისთვისაც – დარდება მასტერკლასი.  რამდენადაც ინგლისურად ჩატარდება, წერილს დეტალების შესახებ თარგმანის გარეშე დავდებ.

Professor Ronan Grunenbaum will be conducting a Master class in “Social Media for Business: it’s not just Facebook and Twitter”. It will be a great opportunity to get a good idea of what the classroom at Hult is like and also find out more about the programs.

The Master class will be followed by drinks and an opportunity to meet the professor as well as other candidates for the program.

The address and details are below:

Monday, February 27th at 7 PM

Betsy’s Hotel

32-34 Makashvili St., 0108, Tbilisi, Georgia

Tel. (+99532) 2931404

Hult International Business School – ვიდეო

3 thoughts on “Hult International Business School

  1. ტვინი წაიღო მაგ Hult-მა. ზარებიდან დაწყებული, წერილებით და იმელებით დამთავრებული ყველანაირად მომადგნენ. არა და უკვე სხვაგან მქონდა ჩაბარებული და ამერიკაშიც ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული.

    გარდა სწავლისა, მაგათ ყოველ წელს აქვთ business case შეჯიბრება, პირველი ეტაპი ამერიკის გარდა ლონდონში და დუბაიშიც იმართება (ფინალი ამერიკაშია მაგრამ ეგ ფინანსდება მათი მხრიდან თუ გაიმარჯვე პირველ ეტაპზე), 1 მილიონია პრიზი🙂

    • მიწერე და ამოგიღებენ მეილინგ ლისტიდან. 2013-ისთვის მინდა კიდევ ჩაბარება ჰოდა ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავ :))) ისევ ამერიკაზე ვარ მე ორიენტირებული.

      • მაგდენი სანამ მოვიფიქრე, ამიტალახეს ეზო😀

        არა ისე კარგი უნივერსიტეტი ჩანს, უბრალოდ სრული დაფინანსება თუ არ იქნა ძვირია ცოტა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s