ახალგაზრდული სამეცნიერო პროექტების კონკურსი


ფონდი “საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (abstract). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2012 წელს ჩატარდება ქ. ბრატისლავაში, სექტემბრის ბოლოს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.

პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.

სამეცნიერო აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2012 წლის 26 მარტის ჩათვლით.

6 thoughts on “ახალგაზრდული სამეცნიერო პროექტების კონკურსი

  1. “20 წლამდე”-ში 20-ზე ნაკლები იგულისხმება ხო ალბათ? თუ 20-იც შეიძლება?

    • 20-იც ითვლება ხოლმე ასეთ შემთხვევებში. თუ გინდა ყოველ შემთხვევაში გადარეკე პროგრამის კოორდინატორთან და ჰკითხე

      • ელ. მისამართზე არ მპასუხობენ, კოორდინატორის ნომერი სად შეიძლება ვნახო ხომ არ იცი?

      • არ ვიცი😦 ჯობს.გე-დან გადმოვიტანე მგონი ეგ განცხადება. დავგუგლე და ტელეფონიც ვერ ვიპოვე. როდის გაუგზავნე წერილი? დასვენების დღეებს ხომ არ დაემთხვა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s