ჩემი მორიგი ტრენინგი


ყოველდღიურად 30-40 ელექტრონული წერილი მაინც შემოდის ხოლმე ჩემს ფოსტაში. სპამებს თავი დავანებოთ, ეს არის გამოწერები სხვადასხვა Yahoo ჯგუფებიდან სტიპენდიების, კონფერენციების, სასწავლო პროგრამების, მოკლევადიანი კურსების შესახებ, ახალი ამბები და ა.შ. უმეტესობას წაუკითხავად ვშლი – სათაურიდანაც გასაგებია რას ეხება და რამდენად საჭიროა. გადარჩეულებიდან  უკვე შინაარსს ვკითხულობ და თუ სადმე “საქართველოა” ნახსენები,  ან ისეთი პროგრამაა რომელიც ბლოგის მკითხველებს ან ფეისბუქის გვერდის მომხმარებლებს დააინტერესებს, აუცლებლად ვაქვეყნებ.

აი ამ “გადარჩევის მავნე ჩვევას” კინაღამ შეეწირა ერთი მნიშვნელოვანი მეილი. დღესაც ჩვეულებისამებრ შევედი, რაღაცეები წავშალე და 2 წერილი მოვიტოვე. ერთი ნიუსი იყო, მეორის სათაური “კურსს” შეიცავდა. ამან შემაყოვნა. კურსების უმეტესობა, როგორც წესი, ფასიანია და საკმაოდ ძვირიც ღირს. შეიძლება ღირებულება მერყეობდეს 100-დან რამდენიმე ათას დოლარამდე. ეს დამოკიდებულია გეოგრაფიაზე, ხანგრძლივობაზე, ორგანიზაციის სპეციფიკაზე, ბიუჯეტზე და ა.შ. ზოგი მხოლოდ გზას აფინანსებს, ზოგი – საცხოვრებელს და სწავლის გადასახადსაც, ზოგი – საერთოდ არაფერს. ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებებს ხანდახან უყოყმანოდ ვშლი.

დღეს გამიმართლა – ეს წერილი შენთვის არ იყო, ჩემი ბლოგის მკითხველო🙂 ჩემთვის იყო განკუთვნილი, დეკემბერში აგგზავნილ აპლიკაციაზე პასუხი მივიღე: ჩავერთობი კურსში Improving NGO Organizational Effectiveness through Capacity Building.

ეს კურსი განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის. განსაკუთრებით მათთვის ვისაც ახალი დაწყებლი აქვს საქმიანობა სჭირდება რჩევები განვითარებისათვის. კურსში ჩართული იქნება 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმოადგენელი, ასე რომ თანამოაზრეების პოვნისათვისაც შესანიშნავი საშუალებაა. რაც მთავარია, ეს 6-კვირიანი კურსი ჩატარდება ონლაინ. ანუ ლექციებზე საათობით ჯდომას არავინ გაიძულებს. ელექტრონულ ფოსტაზე მოვა ყოველკვირეული დავალებები, რომლისთვის ერთადერთი მოთხოვნა დროზე ჩაბარება იქნება. მსგავსი ტიპის ტრენინგი გავიარე 2011 წლის აპრილში – ათასწლეულის განვითარების მიზნების შესახებ. ასე რომ ახლა მოუთმენად ველი 16 თებერვალს, როდესაც პირველ დავალებას მივიღებ.🙂

რა შუაშია ჩემთან? გასული წლის დეკემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია დავაარსე. ძალიან მინდა, რომ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელო. ამიტომ მსგავსი ტიპის კურსებში ყოველთვის სიხარულით ვმონაწილეობ – მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში მუშაობის თითქმის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს, დარწმუნებული ვარ სიახლეებსაც გავიგებ და პარტნიორებსაც გავიცნობ, ვისთანაც მომავალში ვითანამშრომლებ.

თებერვლის ბოლოს კიდევ დავდებ პოსტს კურსის განვითარების შესახებ. გაინტერესებთ ინფორმაცია არასამთავრობო სფეროზე?

One thought on “ჩემი მორიგი ტრენინგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s