როგორ ვიპოვოთ სამსახური


"ვეძებ სამსახურს"

   სამსახურის პოვნა ადვილია. მთავარია სერიოზულად მიუდგე ამ საკითხს.

სივის გზავნა და ა.შ. მთელი პროცესები მეც გავლილი მაქვს, იყო შემთხვევები როდესაც დამსაქმებლისგან ძალიან იმედგაცრუებულიც დავრჩი… დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს… ყველას აქვს მეტ-ნაკლებად ცხოვრებაში გავლილი ეს ეტაპები… და მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამსახურის შოვნა ადვილია.
ამისათვის საჭიროა:
1. ზუსტად იცოდე როგორი სამსახური გინდა: ხაჭაპურის მცხობელობა (ამაში სასირცხვილი არაფერია), მენეჯერობა, მეეზოვეობა, დაცვაში?… პრეზიდენტობა (არც ესაა დასაძრახი სურვილი) … არჩევანი ბევრია, მთავარია რაზე შეჩერდები თავად.
2. რწმენა იმისა, რომ აუცილებლად დასაქმედები. გჯერათ თუ არა, თავდაჯერება მიზნის მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. გაეჭვებთ? ოკ, თქვენი ნებაა.
3. კვალიფიკაციები – გაქვთ თუ არა საჭირო ცოდნა და უნარები? გამოცდილება კი არა, უნარები. ეს უნარები შეიძლება მოდიოდეს უნივერსიტეტიდან, სამოხალისეო პროექტებიდან ან სხვა წყაროებიდან
4. შეგიძლიათ თუ არა ეფექტური თვითპრეზენტაცია? ანუ წარმოუდგენთ თუ არა მომხიბლავად საკუთარ კანდიდატურას დამსაქმებლებს? შეიძლება ეს იყოს ზეპირი ან წერილობითი სახით. სივის დაწერა მთელი ხელოვნებაა, რამდენი დრო გაქვთ დახარჯული ამაში? ძალიან სერიოზულად უნდა მიიუდგეთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ მშრალი ჩამონათვლით. მერე რა რომ შეიძლება სამუშაო გამოცდილება არც გქონდეთ…
5. ბაზრის კვლევა – ვინ არიან დამსაქმებლები, რა მოთხოვნები აქვთ, რა გეოგრაფიულ არეალში და ა.შ.
6. მოქმედებაზე გადასვლა, სხვადასხვა მეთოდებით დაკონტაქტება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაკანსია გამოცხადებული არ არის.
დააღწეთ თავი კლიშეებს. იყავით პროაქტიული და ოცნების სამუშაოც თქვენია.
ბოლოში რაღაც სადღეგრძელოსავით გამომივიდა… მაგრამ ასეა… მონდომება + ცოტაოდები დროის დახარჯვა = გარანტირებული სამუშაო.

ჰო მართლა, ისიც გახსოვდეთ რომ თუ არსებული შემოთავაზებები არ გაკმაყოფილებთ, შეიძლება თავად შექმნათ სამუშაო ადგილი. საკუთარი თავისთვის მუშაობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სხვისთვის.

გაგვიზიარეთ როგორ დასაქმდით, დაგჭირდათ თუ არა ვინმეს რეკომენდაცია ან როგორ მოახერხეთ ეს თავად. საინტერესოა მართლა ისეთი სიბნელეა ქართული შრომის ბაზარზე, როგორც ამბობენ თუ ეს მხოლოდ ლეგენდებია?🙂

4 thoughts on “როგორ ვიპოვოთ სამსახური

  1. ooo,es martlac rom sachirboroto sakitxia saqartveloshi.aris shemtxvevebi,roca unarebic gakvs,ganatlebac,gamocdilebac da rcmenac,magram zogjer es ukanaskneli gekargeba qartul shromis bazarze arsebuli mdgomareobis gamo…

  2. არანაირად არ გამჭირვებია, ცხოვრებაში პირვლად გავაკეთე CV, გავაგზავნე, მეორე დღეს დამირეკეს და დავიწყე მუშაობა🙂

    • ხო, სიბნელე არის, მაგრამ ხანდახან გამოანათებს ხოლმე. ჩემი აზრით, თუ ისე მოიქცევი, როგორც სტატიაში წერ, როცა იქნება გაგიმართლებს. :))

  3. ბევრჯერ დავსაქმებულვარ, მაგრამ ძირითადად იმედგაცრუებას განვიცდი ხოლმე დამსაქმლებლების არაპროფესიონალიზმის და ასე ვთქვათ, მუშაობის სტილის გამო. სამსახურის შოვნა ადვილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი დამსაქმებლები ძირითადად მოწოდებით ექსპლუატანტები არიან. ამიტომ მართლა ჯობია ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმდე, ან საკუთარი რამე დააარსო. არ ღირს თანამედროვე კერძო კომპანიებში (ან მათ 90% ში) მუშაობა. სამხსახურის პოვნა ძალიან მარტივია, მაგრამ კარგი კი არა, ნორმალური სამსახურისაც კი – ურთულესი! არ აფასებს ეს ხალხი სხვის შრომას და ადამიანების გამოყენება დანახარჯების გარეშე ან ძალიან სასაცილო ხელფასებით ნორმალურად მიაჩნია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s