ვიპოვეეეეე!!!


რამდენიმე წლის წინ გიორგი ლეონიძის პოეზიის საღამოს დავესწარი. ეს არ იყო ლექსების მშრალი კითხვა, როდესაც  დაზუთხულ სტრიქონებს თუთიყუშივით იმეორებენ ხოლმე გაწვრთნილი დეკლამატორები. ეს იყო სტუდენტური სპექტაკლი. გოგლას ლექსებითა და მოთხრობებით მოქარგული ერთი საღამო, გაცოცხლებული გედია და მარიტა…  დეიდა მაიკო… ციციკორე… ქართული სოფელი….

მიუხედავად იმისა, რომ “ნატვრის ხე” თითქმის ზეპირად ვიცოდი, მაინც დიდი ემოცია მოიტანა… მეხსიერებაში ჩამრჩა რამდენიმე სცენა და სტრიქონები… სტრიქონები… გრძნობით გამოთქმული ლექსები, პროზაული ამონარიდები… ხასიათები…

განსაკუთრებით ერთმა ლექსმა შემიღიტინა🙂 დაამახსოვრდა მხოლოდ შესავალი. სახლში მოსულმა გადმოვქექე ლეონიძის პოეზიის კრებულები, მაგრამ ვერსად მივაგენი… სად იყო მაშინ ინტერნეტი…🙂

წლები გავიდა…

და აი ახლა, სულ შემთხვევით როცა დავგუგულე, მთელი ტექსტი ვიპოვე🙂

გაუმარჯოს გუგლს, ყველაზე უგუგლეს საძიებო სისტემას მთელ მსოფლიოში!🙂

ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა როდესაც დიდი ხნის ნატვრა ცხადდება!

კვლავ რომ არ დამეკარგოს, ბლოგზეც დავდებ!

აი ისიც:

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს;
ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს ათქვირებულს გზები ჩაუხრავს;
უღრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.
მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო;
ვის შევუერთდე, – შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრი მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?

 

პ.ს. უკვე დიდი ხანია აღარ მხიბლავს ლექსები სიყვარულზე, რომანტიკული განწყობები პოეზიაში. მაგრამ იდოს როგორც ასრულებული ოცნების ნიმუში.🙂 თუ ოდესმე თავადაც გიპოვიათ დიდი ხნის დაკარგული რამ (თუნდაც ნივთი) – გაგვიზიარეთ🙂

 

2 thoughts on “ვიპოვეეეეე!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s