რატომ ვეღარ ვწერ


როგორც ხედავთ, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოგზე პოსტები თითქმის არ დამიდია. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე განცხადებას, რომელთა ფეისბუქის ფეიჯზე პირდაპირ გამოქვეყნება ვერ მოვახერხე. ჩაკვდა აქაურობა, არა? მიზეზი მარტივია – საქმეებზე გადავერთე🙂

თბილისში ვარ და ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში. ვთანამშრომლობ რამდენიმე ორგანიზაციასთან, ვმუშაობთ ახალი იდეების განხორციელებაზე. ხანდახან ვზარმაცობ და ვცდილობ თავი დავარწმუნო, რომ კულტურული შოკი უკვე გადავლახე.🙂 ზოგჯერ მინდა ბლოგზე დავწერო, მაგრამ პოსტების დასრულებას ვეღარ ვახერხებ… სამაგიეროდ ხშირად ვაახლებ ფეისბუქის გვერდს სოციალურ მეცნიერებში მიმდინარე კონკურსების, სტიპენდიების შესახებ.

ბოლო დროს 2 დიდი აღმოჩენა გავაკეთე🙂

1. სულ რამდენიმე ხანია გამოჩნდა ბლოგი სამართლის შესახებ, სადაც პროფესიონალი იურისტები დებენ ინფორმაციას. აქ შეიძლება ნახო სტატიები სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ან თავად გამოაქვეყნო პოსტი. ამ ბმულზე გაეცნობით გამოქვეყნებისათვის საჭირო პირობებს. წარმატებას გისურვებთ თქვენც და ბლოგის ავტორებსაც.🙂

2. თოლია ჯონათან ლივინგსტონის ტექსტი – ქართული თარგმანი. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯონათანი არის თოლია, რომელიც თოლია საერთოდ არაა🙂 ეს სიმბოლური ტექსტია, სადაც შეიძლება საკუთარი თავიც ამოიცნო. არსებობს  ფილმიც, მაგრამ იმდენად თოლიური და სიმბოლურობა-დაკარგული, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ აღარ მოვინდომე მისი ცქერა. ესეც YouTube-ის ბმული:

საიდუმლოდ გაგიმხელთ, რომ თოლიას ქართულ თარგმანს ამ ბლოგის საშუალებით პირველად ვკითხულობ. ვისაც შეგიძლიათ წაიკითხეთ ორიგინალში, ან რუსულად. შთამაგონებელი, ამავე დროს ძალიან ლამაზი და მუსიკალური ტესტია. უზომოდ დიდი მადლობა ბლოგის ავტორს, რომელმაც ჯონათანის კიდევ ერთხელ გაცნობის სიამოვნება მომანიჭა. წაიკითხეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი – მართლა გენიალური მოთხრობაა თუ  მხოლოდ მე მეჩვენება ასე?🙂

კვირის აღმოჩენა – ოღონდ სხვა განზომილების – ფილმია, სახელად “სხვა დედამიწა”.

შეიძლება ფანტასტიკად მოგეჩვენოთ… მაგრამ არა…. ის, მეორე პლანეტა, რომელიც სადღაც კოსმოსში არსებობს და სადაც შეიძლება ჩვენი პარალელური ცხოვრება მიმდინარეობდეს… არც ისე წარმოუდგენელია. ეს არის სინამდვილეშჲ ჩვენი მეორე მე-ს, ანდა “რა შეიძლება მომხდარიყო სხვა შემთხვევაში”-ს ჩვენება… მოგწონთ ასეთი ფილმები? თუ ჰოლივუდური კომედიები გირჩევიათ?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s