ზოგადი ინგლისური ენის უფასო კურსები


ა(ა)იპ “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” აცხადებს რეგისტრაციას აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე ახალგაზრდებისათვის ზოგადი ინგლისური ენის სწავლების სამთვიან უფასო კურსებზე.

ორგანიზაცია გეგმავს ექვსი სასწავლო ჯგუფის გახსნას შემდეგი დონეების მიხედვით:

1. Beginner – 2 ჯგუფი

2. Elementary – 2 ჯგუფი

3. Pre-intermediate – 2 ჯგუფი

ენის სწავლების Pre-intermediate დონეზე უცხოელი სპეციალისტი ჩაატარებს მეცადინეობებს სასაუბრო თემებზე.

დონის განსაზღვრა: ინგლისური ენის შესწავლის მსურველების დონის განსაზღვრა მოხდება ტესტირებისა (Placement Test) და გასაუბრების შედეგად.

სწავლების მეთოდები: შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას.

მიმდინარეობს რეგისტრაცია! რეგისრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 18 ნოემბერი I ეტაპისთვის, 25 ნოემბერი II ეტაპისთვის. სწავლება უფასოა.

სწავლების ხანგრძლივობა: სამი თვე, 36 გაკვეთილი. პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ტაბიძისქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული; ტელ.: (832) 2 933881; 599 560348; 790 560348. ვებ-გვერდი: http://www.multinationalgeorgia.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s