2012 წლის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა გამოცხადდა


Edmund muskie graduate fellowship programამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს 2012 წლის ედმუნდ ს. მასკის სამაგისტრო პროგრამას (Muskie). ანკეტის ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 2 ნოემბერი. (17 საათი)

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მაგისტრატურის სტუდენტებსა და სხვა პროფესიონალებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ისწავლონ შეერთებულ შტატებში ერთი წლის მანძილზე ხარისხის მინიჭების გარეშე, სამაგისტრო ხარისხის მინიჭებით ან ორი წლის მანძილზე სამაგისტრო ხარისხის მინიჭებით.

პროგრამა დაარსდა 1992 წელს აშშ-ს კონგრესის მიერ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევრაზიის ქვეყნების ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას.

პროგრამის ყველა მონაწილე დაესწრება ლექციებს სრული განაკვეთით ერთი ან ორი წლის განმავლობაში და ვალდებული იქნება შეიმუშავოს და განახორციელოს პროექტი, რომელიც მათ პროფესიულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული და რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას. პირველი აკადემიური წლის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან გაიარონ სტაჟირება ზაფხულში, სრული განაკვეთით.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს: მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად, მგზავრობის ხარჯებს მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ ინსტიტუტამდე აშშ-ში და უკან, უნივერსიტეტის სწავლების საფასურსა და სხვა სავალდებულო საუნივერსიტეტო ხარჯებს, სამედიცინო დაზღვევას, ყოველთვიურ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯებისა დასაფარად, თანხას წიგნების შესაძენად და პროფესიული განვითარებისათვის, ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში), და მოგვიანებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამის დამთავრებას.

მასკის სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებს:

  • ბიზნესის მართვა
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • გარემოს დაცვის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ჟურნალისტიკა და მასკომუნიკაცია
  • სამართალი
  • საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება
  • სახელმწიფო მართვა
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა
  • საზოგადოებრივი პოლიტიკა.

მასკის სამაგისტრო პროგრამის ანკეტების მიღება და ჩაბარება შესაძლებელია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ოფისში. ანკეტების შევსება შესაძლებელია ონლინე რეჟიმში, ასევე შესაძლებელია ჩამოტვირთვა IREX-ის ვებ-გვერდებიდან http://www.irex.orgგ ან http://www.irex.ge

თემა თბილისის ფორუმზე

ესეც ჩემი პოსტი თავისი კითხვა-პასუხებით. ბევრი დეტალის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

წარმატებას გისურვებთ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s