თბილისი მუზების ქალაქია


თბილისი მუზების ქალაქია. მუზაში იმ დიდტრაკა და ძუძუმკერდა ქალს კი არ ვგულისხმობ, ფილარმონიის წინ რომ იკვრანწება, არამედ იმ დაუშრეტელ შთაგონებას, რომელსაც მისი ქუჩები გაძლევენ. და არა მხოლოდ ქუჩები. ჩემს ბლოგზე სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში ნახსენებ დედაქალაქის სახელწოდებას (რომელიც მისამართებში ფიგურირებს) თუ გამოვრიცხავთ, მაინც საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოსტები დამიწერია თბილისისა და თბილისელების შესახებ. თემატიკაც მრავალფეროვანია: დაწყებული სოციალურით, დამთავრებული პოლიტიკური და ჟურნალისტური მარაზმებით.

აი ესენიც:

თბილისური ზღაპარი

მიწისქვეშა თბილისი

საუკუნის სიმბოლო – შესაცვლელია

ორი ქართული მარაზმი

თბილისი შავი ქალაქია

საარჩევნო სლოგანების აურზაური

ვერელი ოსტატი ისაკა

“ნიჭიერს” არ ვუყურებ _ გოიმი ვარ!!!

ჟურნალისტური მარაზმები

როდესაც თბილისის შესახებ პოსტებს ვეძებდი ბლოგზე, არ ველოდი რომ ამდენს აღმოვაჩენდი. რატომ ვეძებდი? კიდევ ერთი მარაზმი ვიპოვე, რომელმაც მუზა მომგვარა და წარსულის ამოქექვის სურვილიც გამიჩინა.

ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალისას ერთ დაკეტილ კარზე…

 

 

სირცხვილია, მეგობრებო! საზოგადოებაში, სადაც აბორიგენ მოსახლეობაზე მეტი ინგლისურის მასწავლებელია, ასეთი მარტივი შეცდომები არ უნდა იყოს სახალხოდ გამოჭენებული! არ მინდა დავიჯერო, რომ მის მფლობელს პირველკლასელი შვილი არ ჰყავს; ან მეზობელი, რომელმაც დამწყებ დონეზე მაინც იცის ინგლისური. ელემენტარულია, ჩემო უოტსონებო და აინშტაინებო, ერთადერთი სიტყვის მართლწერის გადამოწმება… მეტი რა გითხრათ? თუ კიდევ სადმე გინახავთ მსგავსი მარაზმები, გაგვიზიარეთ. და ისიც მითხარით, ამ შემთხვევებში უნდა ვიტიროთ თუ ვიცინოთ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s