როგორ ვიქირაოთ ბინა (თბილისში)


ახლა მე და რამდენიმე ათასი სტუდენტი ერთ ბედქვეშა ვართ – გამალებული ვეძებთ თბილისში  ბინებს. ჰოდა უამრავი საშუალების გამოყენება მიხდება რომ სასურველი საცხოვრებელი ვიპოვო. თუ შენც ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხარ, ამ პოსტიდან ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებ.

ბინის ძიებას სანამ დაიწყებ, ჯერ უნდა იცოდე:

1. რამდენი გაქვს ბიუჯეტი. ანუ ყოველთვიურად რა თანხის გადახდა შეგიძლია ქირისა და კომუნალური გადასახადებისათვის. ფინანსები არჩევანის გაკეთებისას ყველაზე მნიშნვნელოვანია.  ნაკლები თანხით ვერ იცხოვრებ ფუფუნებით მოწყობილ აპარტამენტებში. რაც უფრო მეტი გაქვს ფული, მით უფრო კეთილმოწყობილი ბინის პოვნა შეგიძლია.

2. როგორი ბინა გინდა: უნდა განსაზღვრო რა გჭირდება: ოთახების რაოდენობა, დამხმარე სათავსოები, ტელეფონი, ინტერნეტი, ავეჯი, ცხელი წყალი, კონდიციონერი, (ევრო)რემონტი და ა.შ. ეს ყველაფერი ფასს ზრდის. იზოლირებულ სივრცეს ეძებ? თუ კერზო სახლში გამოყოფილი ოთახიც გაკმაყოფილებს?…

3. სად გინდა? ცენტრთან ახლოს თუ გარეუბანში? რამდენად უნდა იყოს მოშორებული ცენტრალური სატრანსპორტო ხაზებიდან, მეტროდან?

4. მარტო გინდა თუ ვინმესთან ერთად? თანაცხოვრება ხარჯებს ანახევრებს, მაგრამ მეორე მხარეა რამდენად შეეთავსები “იმ სხვას” ხასიათით და ცხოვრების წესით. ის თუ მუსიკას ხმამაღლა უსმენს შენ კი ხმაური გაწუხებს, ან მიუღებელი ჩვევები/ღირებულებები აქვს, ამ შემთხვევაში სჯობია სხვაგან ეძებო(ს) თავშესაფარი… თუმცა თუ ძველი კარგი ნაცნობია, მაშინ შეიძლება უფრო მხიარულად წარიმართოს ცხოვრება…😉

მეორე ეტაპზე იწყებ ძებნას სხვადასხვა საშუალებებით:

1. ინტერნეტით: არსებობს რამდენიმე საიტი, სადაც ყოველდღიურად იდება განცხადებები ყიდვა, გაყიდვის, გაქირავების შესახებ. ასეთებია: განცხადებები.გე და საქმე.გე. შეხვალ, არჩეული კრიტერიუმების მიხედვით გაფილტრავ გამოქვეყნებულ განცხადებებს, დარეკავ და, თუ მოგეწონება, შესახლდები კიდეც.

2. ნაცნობებით: მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ბიძაშვილის ძმაკაცები, სკაიპისა და ფეისბუქის რენდები – ყველანი ინფორმაციის დაუშრეტელი წყაროები არიან. ჰკითხე, სთხოვე, გააგებინე როგორი ბინა გინდა.

3. უძრავი ქონების სააგენტოები – ოფისში “დაბანაკებული” დეიდები და ბიძიები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან გარკვეული თანხის საფასურად.

4. გაზეთებით: პერიოდულ გამოცემებში ხშირად ქვეყნდება განცხადებები გაქირავების შესახებ.

5. კარდაკარ სიარულით: შერჩეულ უბანში ივლი და იკითხავ ქირავდება თუ არა ბინა.

6. კედლის განცხადებებით: მთელ ქალაქში მეტროებთან, მასობრივი თავშეყის ადგილებთან, ქუჩებში, ხეებზე შეიძლება წააწყდე პატარა ქაღალდებს, რომლებიც იუწყებიან ბინის გაყიდვის ან გაქირავების შესაძლებლობის შესახებ. ესეც რეალური შანსია იმისთვის, რომ სასურველ ადგილას “გაშალო კარავი”.

7. განცხადების მოძებნა ან განთავსება ასევე შეიძლება ფორუმ.გე-ს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის განყოფილებაშიც. ისევე რგორც სხვა ვებსაიტებზე, აქაც რეგისტრაციაა საჭირო. მაგრამ აქ კონტაქტი შესაძლებელია პირადი შეტყობინების საშუალებითაც.

ძიება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, განსაკუთრებით შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში. ცოტა გამართლებაც უნდა, რომ მალე წააწყდე “შესაფერის” ბინას და ბევრმა სიარულმა ან დარეკვებმა არ მოგიწიოს…

ჩემი გამოცდილება:

ადრე, როდესაც თბილისში ბინის გამოცვლა მიწევდა, რამდენიმე კვირიანი ძიება იყო საჭირო. ახლაც ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ახლა ვეძებ 1 ოთახიან ბინას თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავლაბარში, ქეთევან წამებულზე, მარჯანიშვილზე, ანუ ცენტრიდან არც ისე მოშორებულ ტერიტორიებზე. ფასი – რაც დაბალი მით უკეთესი🙂 დიასახლისთან ერთად არ მინდა (უსიამოვნო გამოცდილება სტუდენტობისას), სტუდენტ რუმმეითზე კი დავფიქრდებოდი. ამერიკაში სხვა საერთაშორისო სტუდენტთან ერთად ვიყოფდი საცხოვრებელს/ხარჯებს და საკმაოდ შეხმატკბილებულად ვიყავით. ის წყნარი და შრომისმოყვარე იყო, ჭამის დროსაც კი თვალს არ აცილებდა წიგნებს😀 ჰქონდა ბრინჯიანი კერძები და არაჩვეულებრივი იუმორი. სხვასთან ერთად ყოფნა საინტერესოცაა, თუ საერტო ინტერესები გაქვთ…

თუ გაქვთ სხვასთან ცხოვრების, ან ბინის ძიების გამოცდილება – ჰა ბურთი და მოედანი :)) კომენტარებში მიეცით ნიჭსა გზა ფართო🙂 მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება კარგი თუ მწარე მოგონებები.

რაც არ უნდა იყოს, წარმატებას გისურვებ🙂

One thought on “როგორ ვიქირაოთ ბინა (თბილისში)

  1. kargi rchevebia namdvilad,magram situacia rtuldeba rodesac noemershi roca yvela dabinavebulia megobrebshi roommates gareshe rchebi,vinc chemnairad xart shemexmianet🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s