ფოტო განწყობისათვის


ეს ხე კენტში ჩემი საცხოვრებლის წინ იდგა.

გადამიღია 2011 წლის 21 აპრილს. მწვანე ბალახი, ლურჯი ცა და… თვალი არ გატყუებთ, დაბლა თოვლის ნაგლეჯებს ხედავთ🙂 მერე რა, რომ გაზაფხული იყო…..🙂

გორაკს იქით გზა გადის, მეორე მხარეს კი შენობებია. იქ სტუდენტები ცხოვრობენ, ზოგი მარტო, ზოგი ოჯახთან ერთად. პერიოდულად ღონისძიებებიც იმართებოდა: პიკნიკები, ერთობლივი გასეირნება მეზობელ ქალაქში, ბოულინგ ცენტრში, ყინულის მოედანზე… უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველანაირად ხელს გვიწყობდა სოციალიზაციაში. ძველი მაცხოვრებლები გულთბილად ხვდებოდნენ ახლებს და ყველანაირად ეხმარებოდნენ დასახლებაში…. კენტიდან ძალიან თბილი მოგონებები მომყვება…. მეგობრული გარემო…. რამდენჯერ წავუყვანივართ სრულიად უცნობ ადამიანებს მოშორებით მდებარე დანიშნულების ადგილისაკენ… ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით, ნაკრძალში წაგვიყვანეს ამერიკელებმა. მთელი დღე ვიხალისეთ და საღამოს, თითქმის სახლამდე მისულმა ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა რომ ჩანთა სადღაც დარჩენოდა. მასთან ერთად გამქრალიყო საკრედიტო ბარათი, გასაღებები, ნაღდი ფული, მობილური, პირადობის დამადასტურებელი და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები. მიუხედავად დაღლილობისა, ჩვენმა მძღოლმა სიტყვის უთქმელად მოატრიალა მანქანა და დაგვაბრუნა იქ, სადაც უკანასკნელად ვიყავით. ეს იყო დაახლოებით 40-50 წუთის სავალზე. მისულებს მეორე სასწაული დაგვხვდა – ჩანთა ვიღაცას ეპოვა და გველოდებოდა….

ჰოდა ნურავინ იტყვის რომ ამერიკელები ცივი და უკონტაქტო ხალხია. ჩემი გამოცდილება ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

ეს ფოტო, რომელიც მოგონებებს აცოცხლებს… დაე, ბლოგზეც იდოს.

შეაფასეთ – როგორი სურათია?🙂 ტყუილად ხომ არ გაისარჯა ჩემი კამერა? :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s