“მაგარია!”


 ახლა ვუყურე იმედის საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტს ენრიკე იგლესიასის შესახებ. ყველა ბლოგერი მეტ-ნაკლები აღტაცებით დაწერს ალბათ MTV Live-ის სხვადასხვა დეტალების შესახებ, მე კი მინდა ერთ, არცთუ შესამჩნევ რამეზე გავამახვილო ყურადღება: ეს არის კონცერტზე მისული ახალგაზრდების კომენტარები. დგანან მიკროფონთან გარუჯული, ყურებამდე გაღიმებული გოგოშკები (რატომ ბიჭები არა?) და ყველა ერთნაირად იმეორებს: აუ ძაააან მაგარია! მაგარია!! ძააან ძააან მაგარია!!! რამდენიმე სხვადასხვა რესპოდენტი ერთნაირი ლექსიკით, ერთი და იგივე გამომეტყველებით, ერთი და იგივე პოზით (😀 ) – ნუთუ ეს არის თანამედროვე ჟურნალისტური ხელოვნების შედევრი?!

თუმცა ამჯერად იმდენად ჟურნალისტებთან არ მაქვს პრეტენზია, რამდენადაც ენრიკიეს ჩამოსვლით “გაბედნიერებულ” ახალგაზრდებთან. მინდა ვკითხო:

– ადამიანებო, ქართული არ გისწავლიათ? აზრის ჩამოყალიბება არ იცით? <<მაგარია>> ეს არ არის აზრი და შთაბეჭდილება. არ შეიძლება ყველა ერთ თარგზე აზროვნებდეს და ერთნაირად აღიქვამდეს მუსიკას – ღვთაებრივ საჩუქარს. გამოხატეთ მისი მოსმენისას შინაგანი მდგომარეობა, განცდები, იგრძენით მისი თითოეული ნოტი და გაუზიარეთ სხვებსაც. ტელევიზორში გამოჩენა კი არ უნდა იყოს თვითმიზანი, არამედ ღირსეულად, შთამბეჭდავად გამოსვლა. <<მაგარია>> მასობრივი ცნებაა, რომელიც ანადგურებს ინდივიდუალობას. ხომ გინდათ რომ სამყარომ აღგიქვას როგორც განსაკუთრებული ადამიანი? მაშინ ჩამოაყალიბე საკუთარი აზრი, დააფიქსირე დამოკიდებულებები, იყავი გამბედავი და არ მოგერიდოს თუმდაც ყველაზე პოპულარული ადამიანის ობიექტური კრიტიკა. <<მაგარია>>-თი ვერ შექმნი ეპოქას, ვერ დაიმკვიდრებ თავს და ვერ საკუთარ კვალს დატოვებ კაცობრიობის ისტორიაში. ამბიციური თუ ხარ, გასცდი ჩაკეტილ წრეს! ეს ძალიან ადვილია. მთავარია მონდომება. ქართული ენა მდიდარია სინონიმებით, ანტონიმებით, ომონიმებით, ზმნებით და საშუალებას იძლევა ზუსტად გამოხატო ყველაზე სათუთი განცდებიც კი.

წარმატებას გისურვებ.

პ.ს. როგორ გგონიათ რატომ არსებობს “მაგარია” და მსგავსი შაბლონბური ლექსიკა?

2 thoughts on ““მაგარია!”

  1. სწორად გაგიმახვილებია ყურადღება ქართველ რესპოდენტთა გაუნათებლობაზე თუ კომპლექსებზე… ანალოგიური იყო ზუსტად ნანუკას შოუში ბენზის რომ უსხავდა ნანუკა რა უსუსურები იყვნენ რესპოდენტები

  2. და ეგ ყველაფერი რაც დაწერე ენრიკეს მუსიკის მოსმენის შემდეგ შეიძლება დაგეუფლოს ადამიანს? ))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s