გზიდან დაწერილი პოსტები


1. “კინაღამ”

კინაღამ ავტობუსზე დავაგვიანე. უფრო სწორად ნამდვილად დავაგვიანე. ჩაბარგებით გავერთე, შემდეგ დავემშვიდობე მეგობრებს, შემდეგ… რა მნიშვნელობა აქვს, უცებ აღმოვაჩინე რომ გამგზავრების დროა. ავტობუსს მეორე ქალაქამდე უნდა გავყოლოდი, სადაც კიდევ ერთი გადაჯდომა მომიწევდა. გზა ოჰაიოდან ვისკონსინამდე გრძელია, 14 საათზე მეტი სჭირდება.  ავტობუსი,რომელსაც უნდა გავყოლოდი, უკანასკნელი იყო. შემდეგი ორშაბათ დილას გადიოდა… გაჩერებამდე რამდენიმე წუთის სავალი იყო და მიზნად იქ მიღწევა რომ დამესახა, აუცილებლად მარცხს განცივდიდი :))) გამიმართლა – ტრანპორტი თავად მეახლა :))) სახლიდან გამოვედი თუ არა, მოსახვევიდან ცხვირი გამოყო და გამიჩერა. დაიწყო დამღლელი გზა….

2. ადამიანები

არ დაიჯეროთ, რომ ამერიკა ერთმნიშვნელოვნად ცივი, უგუნური ხალხის ქვეყანაა. ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, აქა არიანჭკვიანები, მამაცები, სასაცილოები, ძლიერები… უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კარგებსა და კეთილებთან მომიწია ურთიერთობა. დაწყებული ავტობუსის მძღოლიდან, დამთავრებული უნრალო მგზავრებით ან გამვლელებით უანგაროდ მეხმარებოდნენ. ავტობუსი სადაც შემომეფეთა, საკმაოდ შორი იყო გაჩერებისგან, მძღოლს უფლება ჰქონდა “ვერ შეგამჩნიე-გზას-ვაგრძელებ” ეთამაშა და კიდევ რამდენიმე დღით დავრჩებოდი ჩემს ქალაქში. როდესაც მძიმე ჩემოდნები ავათრიე, ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს წაქცევა. სანამ ლაგამს ამოვდებდი, ერთი არცთუ ისე სიმპათიური, არცთუისე ახალგაზრდა – რასაც ჰქვია თავზე შემომევლო. და მთელი გზის განმავლობაში სრულიად უცნობები მაშველებდნენ ხელს.

სადგურიდან სადგურამდე მხვდბეოდნენ ადამიანები, რომლებიც არც კარის გაღებაზე ყოყმანობდნენ და მოთმინებით ელოდებოდნენ როდის გავათრევდი ჩემს ბარგიბარხხანას. მოცლილები არ გეგონოთ, ისინიც მგზავრები იყვნენ, რომლებსაც სულ სადღაც ეჩქარებათ. ერთმა ავტობუსამდეც კი მიმითრია მძიმე ჩემოდანი.

3. კლივლენდის ავტოსადგური

რამდენიმე კარგი ამბავი და ცუდი ამბავიც მაქვს. კარგი ისაა, რომ გზაში  ვარ; კიდევ ის, რომ უჩვეულო გარემოში ვხვდები საკუთარ დღეობას; კიდევ ის, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ; კიდევ ის რომ გადაჭრელდა ჩემი ფეისბუქი მილოცვებით. უკვე იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ ლამის მეც გამიხარდეს ამ დღის გათენება :)) ცუდი ამბავი კი ის არის, რომ მოულოდნელი აღმოჩენა გავაკეთე: ჩემი საათი, რომელსაც ციფერბლატზე საქართველოს დროშა ახატია, გაჩერდა. ეს საათი შემთხვევით ვნახე თბილისში და როგორც კი თვალი მოვკარი, მივხვდი, რომ “ის იყო ის”. დიდი სიამაყით ვატარებდი ამერიკაში და ნებით თუ უნებლიეთ ყველას თვალში ვჩრიდი ინფორმაციას ჩემი პატარა ქვეყნის შესახებ. ახლა, როდესაც უსიცოცხლოდ გაჩერებულ ისრებს ვუყურებ, ვნატრობ სადმე იყოს მესაათე ისაკა, რომელიც უცებ “მოასულიერებდა” გაკერპებულ მექანიზმს. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიშორებ ხელიდან და ვაპირებ, საპატიო ადგილი მივუჩინო სუვენირების მუზეუმში.

ახლა ზუსტად იმ ადგილზე ვარ, სადაც რამდენიმე კვირის წინ კინაღამ ავტობუსმა არ გამასწრო. რამდენიმე საათიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება. მალე ისევ გავუდგები გზას. დანიშნულების ადგილზე დილით ჩავდივარ…. დროა გავიდე…..

3. ჩიკაგომდე

მთელი ღამე მშვიდობით ვიმგზავრე. მეგობრებმა ჩემი ფეისბუქის კედელს ცეცხლი მოუკიდეს🙂 მეც ტელეფონიდან ვმესიჯობდი, ასე რომ მალე დამიჯდა. გზადაგზა, როდესაც მასობრივი სმა-ჭამის ობიექტთან რამდენიმე წუთით ჩერდებოდა ჩემი ავტობუსი, საკვებზე უწინარეს შტეფცელებს ვეძებდი, რომ დატენვა მომეხერხებინა. მაგრამ 15 წუთიანი შესვენებების დროს შეუძლებელი აღმოჩნდა “სრულად შეიარაღება”. ასე რომ გამთენიისას ტელეფონის გატარიას საბოლოოდ სული ამოხდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ძილღვიძილში გაუთვალისწინებელი გაჩერება ვიგვრძენი. ორიოდე წუთში მძღოლმა გამოგვიცხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და გაგვაფრთხილა, რომ შეიძლებოდა რამდენიმე საათი ვმდგარყავით ადგილზე. ეჰ – გავიფიქრე გულდაწყვეტით, – ჩიკაგოში მაინც შევფერხებულიყავით… საინტერესეო კადრებს შევმატებდი ჩემს ფოტოალბომს… თუმცა აქაც, შუა გზაშიც, როდესაც ხალხი ავტობუსიდან გადმოილალა ამბის გასაგებად, მაინც მოვახერხე ორიოდე ფოტოს გადაღება. ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთოს გზიდან გადავარდნას გამოეწვია. მოვიდა პოლიცია, სასწრაფო,  საგზაო მუშები და დაახლოებით ერთ საათში გაწმინდეს გზა. სანამ სარკესავით არ მოაკრიალეს, არ გაგვიშვეს. თენდებოდა. მზის სხივები ნელ-ნელა აფერადებდა ზეცას… გვერდით ტბა იყო, ტბასთან – სახლი… ულამაზესი ბუნება… ხეების ჩურჩული, ჩიტების ჭიკჭიკი და მანქანების ღმუილი….🙂 ეს შემთხვევაც ჩემთვის კიდევ ერთი “კინაღამ”-ით დამთავრდა. სანამ სურათს გადავიღებდი (შემთხვევა კოლონის თავში იყო, ჩემი ავტობუსი – ბოლოში) გზა გაიწმინდა, ავტობუსი დაიძრა და კინაღამ შუა ტრასაზე დავრჩი :)))

მგზავრობის დასარული – მშვიდობიანი. ჩამოვედი, დავბინავდი, მაგრამ ჯერ ინტერნეტი არ მაქვს. ველოდები ორშაბათს, როცა კეთილს ინებებენ და ჩამირთავენ. მანამდე ალბათ ფოტოალბომებს მოვამზადებ ბლოგზე დასადებად.

დროებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s