რამდენიმე “კინაღამ”


მთელი ჩემი ვაშინგტონის მოგზაურობა კურიოზებითა და “კინაღამ”-ებით სავსე იყო. დავიწყოთ იქიდან, რომ კენტიდან წამოსულს კინაღამ ავტობუსმა გამასწრო. კლივლენდის სადგურში კაფეში შევედი და რაღაცეების წერა-კითხვაში ისე გავერთე, დრო შეუმჩნევლად გამპარა. ავტობუსის გასვლას 10 წუთი რომ დააკლდა, წამოვიზლაზნე, მაგრამ ვაი! ჩემს გასასვლელში კაციშვილი არ იდგა! ვიფიქრე, ეტყობა ადრეა მეთქი და გავიარ-გამოვიარე. დავბრუნდი, მაგრამ არაფერი შეცვლილიყო. რა მოხდა? რეისი გაუქმდა? სად არიან მგზავრები? თავში ათასმა ფიქრმა გამიარა. დაავიწყდათ? რეისი გადადეს? სადგური შემეშალა? ეს უკანასკნელი ვარიანტი სასწრაფოდ გამოვრიცხე. მერე სადგურის მორიგე მოვძებნე და ვაშინგტონისაკენ მიმავალი ავტობუსის ამბავი ვკითხე. ნუთუ წავიდა? აღმოჩნდა რომ ნაადრევად დაბარგებულიყვნენ მგზავრები, მძღოლი კი ყავის ასაღებად შეყოვნებულიყო. ამჯერად გამიმართლა. მართალია უკანასკნელი ავედი ტრანსპორტში, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივაღწიე.

მეორე “კინაღამ” ტარას შევჩენკოს ძეგლთან შემემთხვა. მე და სხვა ქართველმა სტუდენტები საღამოთი ერთ-ერთ ქუჩას ვლაშქრავდით. სწორედ ისე ვიქცეოდით, ბევრ ემიგრანტს რომ უტყდება ხოლმე :)) ხმამაღლა ვსაუბრობდით და ვიცინოდით, ქვეყანა ჩვენი გვეგონა. ისინი სწრაფად მიდიოდნენ, მე სურათებს ვიღებდი. გამისწრეს და ქუჩა გადაკვეთეს. გავიქეცი, მეგონა დავეწეოდი, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ქვაფენილი არ მომერიდა და კინაღამ სასიკვდილო ტრიუკი შევასრულე :)) კისერის მოტეხვა ვერ მოვახერხე, სხვა ძვლებიც უვნებელი დამრჩა, სამაგიეროდ ტრამვირებული მარცხენა ხელით გავაგრძელე დანარჩენი მოგზაურობა. მოქანდა სასწაფო “მ” და მაშინვე დამსკოჩა. ეს ჩვეულებრივი მომსახურება არ გეგონოთ, VIP სერვისია, მხოლოდ განსაკუთრებულად დამსახურებული დაზარალებულისათვის :)))

მესამე “კინაღამ” ნიუ იორკში მოგზაურობას დაუკავშირდა. ნიუ იორკი ჩემი ოცნების ქალაქია. ამერიკაში მისი სიყვარულით წამოვედი. მაგრამ ბედის ირონია არ გინდათ? ვერ ჩავაღწიე იქამდე. ზოგჯერ დრო არ მქონდა, ზოგჯერ სხვაგა წავედი… ცოდვა გამხელილი სჯობია და ერთი-ორჯერ დამეზარა კიდეც😀 ახლა, როდესაც ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, კიდევ ჭრელი პეპელა გამოტყვრა საიდანღაც და გამგზავრება გადამადებინა. ნიუ იორკო, გული არ დაგწყდეს, მაინც გესტუმრები!

წვრილმანი “კინაღამ”-ები რომ გამოვტოვოთ, გამგზავრების დროც მოვიდა. უფრო სწორად – გაიპარა. კურსი ადრე დამიმთავრდა, ქალაქში ხეტიალს შევყევი. ერთი ციყვი მომეწონა, ყველა მხრიდან ვუარე და ყველა პოზაში გადავუღე სურათები. მერე ამერიკის ისტორიის მუზეუმში შევედი. იქაც ვიბოდიალე, ვაჩხაკუნე კამერა. მერე გამოვედი და მეორეგან შევედი. იქ გუშინ ვიყავი, მაგრამ ფოტოაპარატის გარეშე. ვაშინგტონიდან კი ისე წამოსვლა არ მინდოდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტი არ გადამეღო. მაგრამ იქ კიდევ იმდენი საინტერესო გამოფენაა, რომ დრო შეუმჩნევლად იპრება. ჩემი ჭკუით, დროზე გამოვედი და გაჩერებამდე ფეხით წავედი. თან ბანკომატს, ვეძებდი, თან…. ამასობაში კი გაიდა ძვირფასი წუთები. შეჩერდი, წამო, მშვენიერი ხარ!-მაც კი ვერ გააჩერა ულმობელი საათი! მოკლედ, გზა სახლამდე და შემდეგ – ავტობუსების სადგურამდე ელვისებურად გაილია :)))  ერთმანეთის მიყოლებით გამოვიცვალე ტრანსპორტები: ავტობუსი, მეტრო, ფეხაძინი. მივდიოდით, მივღოღავდით, მივრბოდით, მაგრამ მაინც დავაგვიანეთ! ამას ჰქვია “კინაღამ დროზე წავედი!” ახლა, როცა ფეისბუქზე ჩემს სტატუსს კითხულობენ  – “ფაქტიურად კურიოზი ვარ!!!” ალბათ აღარავის უკვირს მისი დაწერის მიზეზი. ვზივარ, სადგურში ველოდები მორიგ რეისს და ხალხს ვუყურებ. ზოგი ტელეფონზე საუბრობს, ზოგი ყვირის, სადგურის პერსონალი ქორებულად იყურება. რაღაას ბურდღუნებს ხმადაწეული ტელევიზორი, თუმცა მას არავინ უსმენს. კიდევ 2 საათზე მეტი უნდა ველოდო. იმედია ამჯერად მორიგი “კინაღამ” ამცდება. ანდა როგორ უნდა გამასწროს? პირდაპირ გასასვლელს ვუყურებ და ჩასხდომა რომ დაიწყება ჩემზე წინ აღარავის გავიშვებ )) სახლში მეჩქარება! გამატარეთ! თორემ მერე თქვენზე გადმოვა რამდენიმე “კინაღამ”! :)))

3 thoughts on “რამდენიმე “კინაღამ”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s