დიაფილმები გახსოვთ?


1990-იანების ჩაბნელებულ წლებამდე 80-იანები იყო – ასე თუ ისე უზრუნველყოფილი და ოცნებებახდენილი ბავშვობა. სანამ მასობრივი შიმშილობის, უშუქობის, უწყლობის, კილომეტრიანი რიგების პერიოდი დაიწყებოდა, საბჭოთა თაობა გვერქვა.

დიაფილმები ამ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო. ახლა კი იმდენი სპეცეფექტებით გაჯერებული ფილმი გამოდის, ვიღას ახსოვს რკინის პატარა ყუთები და ჩაბნელებული ოთახები🙂

რა იყო დიაფილმი? powerpoint-ის წინაპარი. ანუ სლაიდებზე გადატანილი ნახატები და წარწერები, რომლებიც ერთ ამბავს მოგითხრობდათ. ახლა ყველას შეუძლია ამის გაკეთება, იმ შორეულ წლებში კი აპარატისა და ფირების გარეშე არაფერი გამოვიდოდა :) ფირები პატარა მრგვალ ყუთებში ეწყო და ზედ დასახელებები ეწერა.

დიაფილმი

დიაფილმებს ღამით აჩვენებდნენ ხოლმე, ჩააქრობდნენ შუქს, დაგმანავდნენ ფანჯრებს, გააბამდნენ თეთრ ზეწარს (თეთრზე უკეთ ჩანდა), “შეიარაღდებოდნენ” ფირით და დაიწყბდნენ ჩვენებას. მეც მქონდა ასეთი დიაფილმის აპარატი. სულ ახალი და კრიალა. მიყვარდა საღამოს სეანსები, როცა დედა შემოგვისხამდა გვერდზე და ეკრანიდან სხვადასხვა ამბებს “გვიკითხავდა”. ხან უკან გადავახვევინებდით ხოლმე, რომ ლამაზი სცენისთვის დიდხანს გვეყურებინა, ან სასიამოვნო მომენტები გაგვემეორებინა… ხან უბნის ბავშვებთან ერთად… ვისხედით ყველა გაფართოებული თვალებით და ვუსმენდით ბაკურის ამბავს… მერე ეს დიაფილმი და მისი ლენტები სკოლაში წაიღო – მოსწავლეებსაც ვაჩვენებო. მერე იქიდან მოიპარეს და გული ძალიან, ძალიან დამწყდა… დიდხანს ვერ მოვინელე… ამასობაში ქვეყანაც აირია და დიაფილმებისთვის ვიღას ეცალა…

ახლა შემთხვევით გადავაწყდი youtube-ზე დიაფილმებს და ძველი მოგონებები ამიფუტფუტდნენ🙂

ეს ამბავი – თალგამი – მეორე კლასის რუსულის წიგნში ეხატა. ლურჯი ყდა ჰქონდა და სქელი ფურცლები. მახსოვს როგორი ინტერესით ვათვალიერებდი ხოლმე.

ესეც მეორე პოპულარული დიაფილმი – კალაბოკი :))

რუსული ზღაპარი (ქართული დიაფილმები ვერ ვიპოვე ინტერნეტში. თქვენ თუ ნახოთ, მომწერეთ):

ნუკაბაძის დიაფილმი რომ არსებობდა, იცოდით? მე არა. და როდესაც აღმოვაჩინე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი🙂 რა თქმა უნდა, მოძრავი და მუსიკალურად გაფორმებული მულტფილმი უკეთესია, მაგრამ მულტფილმებამდეც ხომ უნდოდათ ბავშვებს გასართობი? ჰოდა ნახეთ როგორ გამოიყურება “ფირის მგელი” :))

ბავშვობაში მეგონა, რომ დიაფილმებს მხოლოდ ლამაზი ზღაპრების მოსაყოლად უშვებდნენ. დღეს კი აღმოვაჩინე, რომ იგი საბჭოთა პროპაგანდისა და განათლების მძლავრი იარაღი ყოფილა. დიაფილმებით აჩვენებდნენ ცნობილი კომუნისტების ცხოვრებას. აი, პავლიკ მოროზოვის ამბავი: ბიჭი, რომელმაც მამა მოკლა (მერე კი აუგეს წესი საკუთარმა ნათესავებმა, მაგრამ ამას ვიღა დაეძებდა, გმირად შერაცხეს და თაობებს შემონახეს მისი სახელი):

ესეც პოინერთა გასვლითი ღონისძიების ამსახველი კადრები:

ამ დიაფილმის ავტორი კი აცხადებს, ეს კადრები 1950-70-იან წლებში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის მიერ. რას იტყვით, საინტერესოა?

4 thoughts on “დიაფილმები გახსოვთ?

  1. სახლში უნდა მქონდეს ეგენი სადღაც🙂
    ბავშვობაში ვერთობოდი )))

    დაჟე რაღაც სამეცნიერო-პოპულარული დიაფილმებიც მქონდა თუ სწორად მახსოვს ^^

  2. ეჰ როგორ მახსოვს დავშალე და ლინზები ამოვაცალე😀 ახლაც მაქვს სადღაც და ლინზა აკლია ერთი ცალი.

    • Gigoli, welcome back :))

      აბა ნახე, კიდევ იმუშავებს შენი დიაფილმი?😀 სადმე ახლომახლოს რომ იყოს ჩემთან, რა დიდი სიამოვნებით ავახრიალებდი…😀

  3. ეხ რა კარგი იყო ეგ დიაფილმი. დიაფილმის დროს უფრო ვერთობოპდი ვიდრე ეხლა კომპიუტერთან. კაი დრო იყო მართლა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s