ჩიკაგო. მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი


ამას სიტყვებიით ვერ გადმოსცემ. უნდა ნახო. თუ საგულდაგულოდ დათვალიერება გინდა, სულ მცირე 2 დღე მაინც უნდა დაუთმო. ექსპოზიციები, რომლებიც ერთი ციცქნა გეჩვენება, სინამდვილეში ბევრისმომცველია და საკმაო დროს მოითხოვს. ჩიკაგოს მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი მკვდარი გამოფენა კი არა, ცოცხალი სამყაროა. აქ ყველაფერი მოძრაობს, გეთამაშება. თუ გინდა, რომ გაერთო და შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოხვიდე, არც ხალხმრავლობას უნდა შეუშინდე და არც დაღლილობას🙂

Chicago. Museum of Science and Industry

ეს მუზეუმი არის სამი მნიშვნელოვანი რამის კომბინაცია: ემოცია, ინფორმაცია, კომერცია. ის, რასაც აქ ნახავ, არაჩველებრივი და შეიძლება ერთი შეხედვით დაუჯერებელიც ჩანდეს. ერთი სიტყვით, ჩიკაგოში მხოლოდ მის სანახავად ჩასვლაც კი ღირს.

სამ სართულზე მოთავსებული თემატურ დარბაზები მრავალფეროვანი მასალებია გამოფენილი. ავიაციის გამოფენის თვითმფრინავები ბუტაფორია ნუ გეგონებათ: ყველაფერი ნამდვილია. სხვადასხვა დროის საფრენი აპარატებიდან ზოგი მუზეუმის შენაძენია, სხვები კი – კერძო პირთა შეწირულობა.

ერთი თვითმფრინავი 1996 წელს აჩუქეს მუზეუმს. მისი ჩამოტანიდან გამოფენამდე თითქმის 2 წელი გავიდა. ფრთხილად გადმოიტანეს, ნაწილებად დაშალეს, შენობაში შემოიტანეს და შემდეგ ისევ ააწყვეს. ყველაფერი ნამდვილი აქვს, ოღონდ გარკვეული ნაწილები აკლია: მარცხენა ფრთა არ აქვს. არც სჭრიდება, რადგან ამ ნაწილით ბალკონსაა მიბჯენილი, ღია კარიდან კი დამთვალიერებლები შედიან. თვითმფრინავის სალონში 3 მცირე დარბაზია მოწყობილი გასართობ-შემეცნებითი საშუალებებით. შემინული ფანჯრიდან პილოტის კაბინის მთელ მოწყობილობას ხედავ, იქვე მდგომი ხომალდის კაპიტანი კი ხალისით პასუხობს შენს შეკითხვებს.

ერთი დარბაზი კონკიას სასახლეს აქვს დათმობილი. ესეც შეწირულობაა. პაწაწუნა ნივთები, რომლითაც დარბაზის ოთახებია მორთული ნამდვილია და სხვადასხვა პეიორდს მიეკუთვნება, დაწყებული V-VI საუკუნეებით, დამთავრებული უახლოესი პერიოდით.

კონკიას სასახლე

ერთი ციცქნა წიგნები, ავეჯი, სპილოს ძვლის სააბაზანო და ოთახის მორთულობა სხვადასხვა პერიოდის ოსტატების მიერაა შესრულებული. დარბაზში ბნელა. ფერადი ნათება და ჯადოსნური მუსიკა კიდევ უფრო დამაინტრიგებელს და საინტერესოს აჩენს ექსპოზიციას. იქვე ყურმილებია. აღების შემდეგ ქალის ხავედროვანი ხმა სასახლის მორთულობის აღწერილობასა და მათ ისტორიას გიყვება.

ცირკი თავისი მხიარული ჯამბაზებით, ცხოველებით, გალიებით და ყველა იმ ატრიბუტით, რომელიც ბავშვობას ფერად მოგონებად მოყვება.

ეს უძრავი სცენა არ გეგონოთ, მხოლოდ “მაყურებლებია” გაშეშებული, “ბოშათა ქარავანი” კი გზას მიუყვება…

ეს ჯადოსნური ეკრანია. მის წინ თუ დადგები და მოძრაობას დაიწყებ, ფერად ბუშტებს გიხატავს🙂 ყველა ჟესტს სხვადასხვანაირად აირეკლავს. მოკლედ, კარგი გასართობია🙂

მთავარ დარბაზში მოთავსებულია ქალაქის მაკეტი. მთელ სიგრძეზე რკინიგზაა გაყვანილი, სადაც მატარებლის რამდენმე ხაზი მოძრობს.

ესეც – ვიდეო

“სტიქიური უბედურების” ზონა🙂 საკუთარი ხელით “იწვევ” ტორნადოს.

და სხვა… ამ ყველაფრის ნახვა ნამდვილად ღირს🙂

(ალბათ მიხვდებთ, რომ სარკეში გამოჩენილი ღიპიანი და ზომიერად მელოტი მამაკაცი მე არ ვარ :)))

5 thoughts on “ჩიკაგო. მეცნიერებისა და ინდუსტრიის მუზეუმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s