ჩიკაგო


ჩიკაგოში სად ნახავთ განგსტერებს და თავზეხელაღებულ ახალგაზრდებს? ციხეში, ფოტოებზე და ზოგიერთ გარეუბანში.
ქალაქის ცენტრში ნამდვილი ქაჯეთის ციხეა აღმართული. მისი კედლები ცას სწვდებიან და საშიშ დამნაშავეებს იფარავენ. როგორც გვითხრეს, შესვლისა და გასვლის ერთადერთი გზა ვერტმფრენია. ქუჩიდან ციხის ქონგურებს შორის წერტილივით ჩანან მცველები, რომლებიც წინ და უკან დადიან.

“ქაჯეთის ციხე” შუა ქალაქშია აღმართული

Downtown ანუ ქალაქის ცენტრი, საქმიანი ნაწილი ძალიან ლამაზია. უამრავი ცათამბჯები, ხმაურიანი ქუჩა და, რაც მთავარია მიწისზედა მეტრო, რომელსაც ადგილობრივები L-ს ეძახიან (Elevated train-ის შემოკლებული სახელი). ყოველ 5 წუში მატარებლის ბორბლები გრუხუნებს, მაგრამ ამას მალე ეჩვევი.

“L”

ჩიკაგოს მეტრო:
ვიწრო ესკალატორები, არც ისე სუფთა სადგურები მრუმე შთაბეჭდილებას ახდენს. ბევრი ხალხი არ მინახავს, ყველა წყნარად ადიოდა და ჩადიოდა. დაქანცული სახით ისხსნენ და საკუთარ გაჩერებას ელოდებოდნენ. ძირითადად დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები სარგებლობდნენ. გარეუბნის ერთ სადგურზე ზანგი ბიჭები ამოვიდნენ. იცინოდნენ, ერთმანეთს ეღლაბუცებოდნენ. მთელი დრო, რაც თავის მატარებელს ელოდებოდნენ, არ მოუწყენიათ. იქაც ხმაურით ავიდნენ და სიცილ-ხარხარით გააგრძელეს გზა…

ჩიკაგო. მეტროს სადგური

ჩიკაგოს მეტრო

მეტროს ვაგონში

მილენიუმ პარკი – ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ არის ყინულის მოედანი, სადაც საღამოობით ხალხი გამოდის და სრიალებს. ოღონდ ქალაქის მუნიციპალიტეტს თვალსაჩინო ადგილზე აქვს გამოკრული განცხადება: ისრიალეთ, მხოლოდ საკუთარი რისკითო. ვინმემ ფეხი, ან კიდევ უარესი – კისერი მოიტეხა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს🙂 მაგრამ აქ მაინც ბევრი ადამიანი გამოდის სამხიარულოდ: ახალგაზრდები, ბავშვები, ხანში შესული ადამიანები…

ყინულის მოედანი

იქვე უზარმაზარი გამჭვირვალე ბურთია (არ ვიცი სხვა სახელით როგორ მოვიხსენიო), რომელიც ქალაქის ახლომდებარე ნაწილს აირეკლავს. უუუულამაზესი სანახაობაა.

ჩიკაგოს ანარეკლი

ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ზვიადი და დიდებული შენობაა.  უცებ დამიპყრო.

მოკლედ, ჩიკაგოში ბეეეეევრი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. ქალაქმა რღაცით თბილისი მომაგონა – ხმაურიანი ქუჩები, მოღრიალე მანქანები, ტრანსპორტი და შუაღამისასაც გარეთ მობოდიალე უამრავი ხალხი. რაც მთავარია – განათებული ქუჩები და მდინარე… ესაა ადგილი, სადაც სიცოცხლე დუღს და  არასოდეს მოიწყენ…

გაგრძელება იქნება.

3 thoughts on “ჩიკაგო

  1. რა დაწანწალობ გოგო ჩიკაგოში? არავინ მოგიტაცოს! დაეტიე შენს ოჰაიოში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s