ამერიკა-საქართველო: ეკლესიები


ამწუთას დავაფიქსირე რისგან ვისვენებ ამერიკაში:

შავებში ჩაცმული ქალობაგახუნებული ახალგაზრდებისგან

გოგოები, რომლებიც კოჭებამდე თალხ კაბებში არიან გამოწყობილი და მოგონილი (ან შეთვისებული) მწუხარე სახით საუბრობენ ცხოვრების ამაოებასა და საუკუნო ცხოვრებაზე

საქართველო – ქვეყანა, სადაც მარად მგლოვიარე მორწმუნეები ცხოვრობენ.

სადაც რწმენა ტანჯვასა და თვითგვემასთანაა გაიგივებული

სადაც რელიგია კასტებად დაყოფისა, ფუნდამენტალიზმისა და თვითიზოლაციის საფუძველი ხდება

სადაც გადასახადის გადამხდელებზე მეტი აქტიური პირჯვრისმწერელები გვყავს

სადაც მორალზე საზოგადოების ყველაზე ამორალური ნაწილი საუბრობს ხმამაღლა

სადაც ახალ-ახალი ეკლესიები შენდება, მრევლი კი შიმშილობის ზღვარზეა. ღმერთის სახელით მოთმინებას ითხოვენ მდიდრულ მობილურ-მანქანა-დაპატრონებული სასულიერო პირები

საქართველო – თალხი ქვეყანა მარადიული საწუხარით…

აქ “უმცირესობა” – “საძაგელისა” და “უუფლებოს” სინონიმია, გარეგნობას კი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ჭეშმარიტ ღირებულებებს

თუ გგონიათ რომ ამერიკელები ქართველებზე ნაკლებად მოწრმუნენი არიან, ან მათზე ცოტა ეკლესიები აქვთ, ძალიან ცდებით. ცემი უნივერსიტეტის გარშემო ერთ პატარა მონაკვეთში 6 თუ 7 ეკლესიაა. სხვა ადგილებში – კიდევ უფრო მეტი. მეზობელ ქალაქში რომ ვიყავი, პატარა მონაკვეთი იმდენი ტაძარი დავინახე, თითები შემომელია მათ თვლაში :))

ზოგი მათგანი ძველია. ზოგი – შედარებით ახალი დაარსებული. მაგრამ ყველას ერთგული მიმდევრები ჰყავს

ზოგი მეტად ტრადიციული, სხვები – თანამედროვე ელემენტებით

ყველა იქ მიდის, სადაც გრძნობს, რომ მისი ადგილია. და ამის გამო ოჯახი, ნაცნობები, მეგობრები არასოდეს გაკიცხავენ

აქ ვხედავ ჯინსებში გამოწყობილ გოგოებს, რომლებიც თავდაუზოგავად სწავლობენ, ყოველ კვირა კი მსახურებებს ესწრებიან. ისინი არავის ახვევენ თავს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს და არც თავს აბეზრებენ მეორედ მოსვლის საშინელი სურათებით

ამერიკაში ეკლესია ძლიერი სოციალური ორგანიზაციაა. აქ შეიძლება ვერ ნახოთ ხატები და ძვირფასი მორთულობები. ამერიკული ეკლესია, იქნება ეს ლუთერანული, მეთოდისტური, პრესბიტერიანული თუ სხვა რამ, რელიგიურ მსახურებასთან ერთად რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს. მღვდელი (minister) შეიძლება ქალიც გახდეს, მიუხედავად კანის ფერისა ან გარეგნობისა.

ამერიკაში ეკლესიები ეხმარებიან:

– სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს

– უსახლკაროებს

– წყვილებს განქორწინების პროცესში. ზოგჯერ აქაური პროცესები ძალიან მწვავე ემოციური და იურიდიული დავების ფონზე მიმდინარეობს. ეკლესიის მრევლის მოხალისე-მედიატორები კი ცდილობენ სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მანამ მოახერხონ მხარეების მორიგება.

– სტუდენტებს, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთა დიდი ნაწილი ჩამოსვლის შემდეგ დიდი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა. ეკლესიები სთავაზობენ ჯგუფური თერაპიის უფასო სეანსებს, ასევე შეხვედრებს ამერიკელებთან ენის დახვეწისა და ადგილობრივი კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით. ხშირად აწყობენ ასევე გასართობ ღონისძიებებს – გასულ სემესტრში ადგილობრივ ნაკრძალში სწორედ ერთ-ერთი ეკლესიის ორგანიზებით წავედით ფეხსკურსიაზე.

– სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებს სათამაშო მოედნების მოწესრიგებაში, შენობების კეთილმოწყობაში

ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარი ისაა, რომ ამერიკაში ეკლესიის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინი შეიძლება არ ატარებდნენ ანაფორას, არ იზრდიდნენ წვერებს, მაგრამ მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ადამიანებს. დადიან ჩვეულებრივი სამოსით, ვერც ვერც კი გამოარჩევ სხვებისგან. ზოგჯერ სამსახურებიც აქვთ, ეკლესია კი ალტრუისტული მისწრაფებების რეალიზაციის გზაა. ეს ხალხი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.

იპოვეთ 10 განსხვავება? მე – კიდევ უფრო მეტი. საეკლესიო მოდელებით კარგად ჩანს ღია და ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემები.
პრობლემას და საწუხარი ის კი არ მგონია, ვის უფრო მეტი ლოთები, პროსტიტუტკები, ხელიდან წასული ქურდები, აღვირახსნილი სადისტები ან შეშლილობის ზღვარზე მყოფი ადამიანები ჰყავს;
არამედ ის, თუ როგორ ცდილობენ მათ მოგვარებას: ჩქმალავენ თუ ღიად საუბრობენ და გადაჭრის გზებს ეძებენ.
ეკლესია დიდი სოციალური კაპიტალია. ამერიკაში ვნახე მისი ეფექტური ფუნქციონირება და მინდა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფსევდოღირებულებების ძალადობრივი გავრცელების სანაცვლოდ იგივეს აკეთებდეს.
რას იტყვით? რა გირჩევიათ, დღეში 100 დანთებული სანთელი თუ დაღუპვას გადარჩენილი 1 ადამიანი?

9 thoughts on “ამერიკა-საქართველო: ეკლესიები

  1. chemi pirveli kitxva : es 20 clis cin dacere da exa prosta daposte? grdzel shav kabashi chacmuli gogo monazonis garda arsad minaxavs (cirvis dros kabis chacmas ar vgulisxmob)
    kidev shen ambob ro tu gcams unda daikido sxva ras idzaxis da ris propagandas ecevao? aba dafiqrdi rogor ganvitardeba movlenebi roca sheni oponenti tavis rcmenas reklamas uketebs da shen xmas ar igeb xar chumad.
    da kidev erti ramac yvelaze metad miiqcia chemi yuradgeba: amerikashi eklesia socialuri institutiao. zustad eg aris problema ro eklesia agar aris religiuri instituti agar aris, araferi agar aq saerto religiastan, pasteroba sheudzlia qals, kacs, bavshvs, mokled online kursebs vinc gaivlis yvelas da im yvelashi vin shedis kacma ar icis. shen ro ambob morcmune eriao, shexeba maqvs xolme araert amerikeltan da evropeltan da amatgana apsolituri umravlesoba sastiki ateistia. ase rom arc isea situacia rogorc shen xatav. shen tu eklesiis cinaagmdegi xar ki batono bacar mobmuls aravin geqacheba🙂

    p.s. sadac gasuqebul manqanian mgvdels axseneb iq pidarasti pedofili pasterebic ar dagavicydes😉

  2. და რელიგიაზე წერით მეტად პოპულარული ხდებით თუ რა ხდება, მოდაში შემოვიდა ეკლესიის დაცინვა? რომ განიკითხავთ ჯიპიან-მობილურიან მღვდლებს, არ გაგიგონიათ უცოდველმა განსაჯოსო? თუ მორწმუნე ხარ, შედი ეკლესიაში, სანთელი აანთე და ილოცე, სხვა რას აკეთებს რაში გეხება, რაში გიშლის ხელს?
    თუმცა ახლა დაცინვაა მოდაში,ხო, დამავიწყდა.

  3. აქ მგონი პოპულარობაზე არაა გათვლილი ეს ყველაფერი და მითუმეტეს დაცინვა ნაკლებად. იმაშიც ვერ დაგეთანხმები “გურანდა”, რომ სხვა რას აკეთებს არაფერში მიშლის ხელს – მგონი ზუსტად ეგაა რომ გვღუპავს და ინდეფერენტულს გვხდის სხვისი გაჭირვების და პრობლემებისადმი – “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო” ანდაზადაც გვაქვს კარგად ხანია თან უკვე😦 მარტო სანთლის დანთება და ლოცვა არ შველის და ამას უკვე უნდა მივხვდეთ – ანალოგიური დახმარებების გაწევა ჩვენს ეკლესიასაც ძალუძს, მონდომებაა მთავარი – მარტო შობა დღეს რომ გვახსენდება ბავშვთა სახლები (((
    ჩვენთან მორწმუნეს უწოდებეს თავს ყველა ვინც კი ტაძარში შედის თავსაფრით და სანთელს დაანთებს და წელიწადში მოკლე მარხვებს შეინახავს და ამ დროსაც სამარხვო ყველს, მაიონეზს და მისთანა მაიმუნობებს ეძებს გამწარებული – მგონი უფრო სხვა რაღაცა მოეთხოვება მორწმუნეს: მართლმადიდებლური წესით ცხოვრება გაჭირვებულის დახმარებას და ხელშეწყობას გულისხმობს პირველ რიგში, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ…
    თუმცა არც ის მსიამოვნებს რასაც აქ შტატებში ვხედავ ეკლესიებში – მათი რელიგიის და რწმენის თავს მოხვევა აქ ხდება თუ ხდება, საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. როგორც კი დამაჯერებელი უარი ვუთხარი მათ “წიაღში” გაერთიანებაზე, თვალით აღარ მინახია ალბათ უკვე 3-4 თვეა, როცა მანამდე საკმაოდ ხშირად ვურთიერთობდით და ოჯახსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ.
    რაც შეეხება მობილურს და ჯიპს – მგონი დროა ასეთი რაღაცეები ფუფუნებად და გასაკიცხად კი არა, კავშირგაბმულობის და გადაადგილების საშუალებებად აღვიქვათ.

  4. ჩემო იმანებო და ამანებო, პოპულიზმისნაირ მარტივ ახსნას თუ უძებნით ამ პოსტის დაწერას, ეს საკუთარი თვალთახედვის სიმარტივეზე მეტყველებს. მეტი იფიქრეთ, კიდევ უფრო მეტი იკითხეთ (განსაკუთრებით ჩემი ბლოგი) და შემდეგ მსგავსი აზრები აღარ გაჭაჭანდება თქვენს გონებაში.
    საკითხი დავსვი არა რომელიმე რწმენის ჭეშმარიტების, არამედ დამოკიდებულებებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამერიკაში ეკლესიები ავსებენ იმ ნიშას, რასაც სამთავრობო პროგრამები ვერ (ან არ) ფარავს. მედიაციის ცენტრები და პროგრამები ფუნქციონირებენ როგორც სასამართლოს ალტერნატიული ინსტიტუტები. ეს ერთი დიდი თემაა, რაზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო.

    სამწუხაროდ საქართველოში რელიგია კერპთაყვანისმცემლობაშია გადაზრდილი, ამერიკაში რასაც ვხედავ – ეს ხალხის მსახურებაა.
    და ჩემს კითხვას რატომ არავინ პასუხობთ?

    რა გირჩევიათ, დღეში 100 დანთებული სანთელი თუ დაღუპვას გადარჩენილი 1 ადამიანი?

  5. შენ საკმარისად კარგად მიცნობ, რომ დაგიწყო ჩემი დამოკიდებულების ახსნა )))

  6. ვაა გიჟმაჟოო? როგორა ხარ..:)

    ასი დანთელი ასი მიტევებული ცოდვაა და ერთი გადარჩენილი ადამიანი რა ჩემი ფეხებია?:)

  7. ამერიკელების უმრავლესობა დიახაც ძალიან მორწმუნეა, ყოველ კვირას ოჯახებით დადიან წირვაზე. ყველაფერზე ბოდიშებს და მადლობებს იხდიან და ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, ჩვენ როდის მივალთ ამერიკამდე. რაც შეეხება ქართული ეკლესიის კრიტიკას. მე ვფიქრობ ადამინმა არასდროს არ უნდა განიკითხოს სასულიერო პირი ყველა ადამიანი ცოდვილია, მათ შორის მღვდელიც და ყველა უშვებს შეცდომებს და ჯობია ყველამ ჩვენ ცოდვებს მივხედოთ. ძვირფასო ბლოგის ავტორო. ქართული ეკლესია გაჭირვებულებსაც ეხმარება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ხალხსაც და ნებისმიერ ადამიანს ვისაც სულის ხსნა უნდა, როცა ჯანმრთელობა გაწუხებს, ხომ მიდიხარ ექიმთან, ასევეა ეკლესიაც, როცა სულიერად რამე შეგაწუხებს მიდიხარ სულიერ მოძღვართან, რომ განიკურნო. ასე, რომ საქართველოს ეკლესია სიკეთის გარდა არაფერს არ უკეთებს ხალხს, რაც შეეხება ჯიპებს, მინდა გითხრა ძვირფასო ბლოგის ავტორო, რომ სააკაშვილმა დაურიგა, მამაოებს ჯიპები და ნუ დაადანაშაულებთ მათ, ჯერ კარგად გაერკვიეთ ამა თუ იმ საკითხში და მერე ილაპარაკეთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s