მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. V – ვირჯინია. უილიამსბურგი.


განსაკუთრებულს არაფერს ველოდი. ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ჩვეულებრივი ამერიკული ქალაქი, ზუსტად ისეთივე შენობებით, როგორიც ჩემთანაა. რომ ერთიორი დღე დავრჩებოდი, მივიხედ-მოვიხედავდო და დავბრუნდებოდი განსაკუთრებული შთაბეჭდლებების  გარეშე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიმტკიცდებოდა ეს წარმოდგენა. გზაზე გაჩერებები, შენობები და ავტობუსების მოსაცდელი სადგურები ერთმანეთს ჰგავდნენ. ხალხი ამოდიოდა და ჩადიოდა. ზოგი იყო მდუმარე, ზოგი მეგობარს ესლუკუნებოდა, ზოგი ტელეფონზე საუბრობდა… მთელი გზა იყო ჩვეულებრივი ცხოვრების ჩვეულებრიი ანარეკლი. ვირჯინიის ბუნებაც დიდად არ განსხვავდებოდა იმ შტატებისგან, რომლებიც უკვე გამოვიარე. უილიამსბურგთან მიახლოებისას ხეების რაოდენობამ მოიმატა. ბოლო რამდენიმე მილი თითქმის ტყეში გავიარეთ. ეს ჩემთვის გამაოგნებელი იყო. შემცბარი ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან და თავს ვეკითხებოდი, ხომ არ შეცდი წამოსვლის გადაწყვეტილების მიღებისას მეთქი. მორიგი მოსახვევის შემდეგ კვლავ ტყეში უსასრულოდ მიმავალი გა ჩანდა და კიდევ უფრო იმედგაცრუებულს მტოვებდა.

როგორც იქნა, თავი პატარა ამერიკულ ქალაქში ამოვყავი. სიწყნარე და ფართო ქუჩები შემომეფეთა. უილიამსბურგი, კოლონიური ვირჯინიის ყოფილი დედაქალაქი სტუდენტებისაგან ისვენებდა.

მუზეუმის შენობა

მუზეუმი, სადაც მოთავსებულია მრავალფეროვანი ექსპონატები. ამ შენობაში იყო ამერიკაში არსებული უძველესი საგიჟეთი, სადაც იმ პერიოდში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობდნენ სულით აადმყოფების გამოჯანმრთელებას. რამდენად კარგად გამოსდიოდათ, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ. მუზეუმში ვნახე ტიპიური ოთახი, სადაც გიჟებს ათავსებდნენ.

“დანაწყნარებელი” სკამი (საოცრად ჟღერს, მაგრამ მკურნალობის ეს მეთოდი მაშინ ჰუმანურად + ეფექტურად მიიჩნეოდა).

კაცის სიმაღლის გალია, სადაც კეტავდნენ ხოლმე დაუმორჩილებელ ავადმყოფებს.

იარაღის კოლექციას მთელი კედელი ჰქონდა დაკავებული. კოლონიური არმიის თოფები, ალბათ მთელი ასეულის სამყოფი, საინტერესო ექსპოზიციას ქმნიდა.

ოქროსა და ქაღალდის ფული – თანამედროვე დოლარის წინაპრები. ასე ახდენდნენ ანგარიშსწორებას XVIII საუკუნის ამერიკაში.

ამ ქალს რატომღაც ქლოე დავარქვი. ძველებურად ჩაცმული ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს ყიდიდა. ეს იყო პატარა მაღაზია-კაფე, სადაც შეგეძლო ყავა, ცხელი შოკოლადი, მიწის თხილი და კიდევ ბევრი რამ შეგეძინა და დაგეგემოვნებინა. ხის შენობაში წესრიგი და სისუფთავე სუფევდა. ტურისტებიც შედიოდნენ და გადიოდნენ.

ძეგლი არ გეგონოთ. ეს მხედარი უილიამსბურგის ძველ ნაწილში დაბოდიალობს მთელი დღე და ტურისტებს ართობს.

იგი ერთადერთი არ არის, ძველებურად ჩაცმული სხვა მსახიობებიც XVIII საუკუნის შთაბეჭდილებას აძლიერებენ.

ეს კი XVIII საუკუნის (იმიტირებული) სახლია. მისი ოთახები ეპოქსითვის დამახასიათებელი ავეჯით იყო მოწყობილი. გიდი მნახველებს თითოეული ნივთის დანიშნულებას უხსნიდა და ცდილობდა, დრო კარგად გაეტარებინათ. აქ ყავას, ჩაის ან ცხელ შოკოლადს სთავაზობდნენ (რომელიც ძალიან გემრიელი იყო). ყოველ მსახიობს საკუთარი ისტორია ჰქონდა. ერთი მათგანი ადგილობრივი ქალაქის მერი იყო, მეორე – სხვა დასახლებიდან ჩამოსული იურისტი. აქვე იყო დაწესებულების პატრონიც, რომელიც ზრუნავდა რომ სტუმრებს არაფერი მოკლებოდათ.ეს რეალური თამაში იყო. მე და ჩემს მეგობარს გრძელი განმარტების მიცემა მოგვიხდა იმაზე, თუ სად იყო ართლ-კახეტის სამეფო და ჩვენი პატარა კახი როგორ მართავდა იქაურობას🙂

William and Mary College-ის რექტორი, რომელსაც თურმე მხოლოდ მამრი სტუდენტები ჰყოლია. ესეც შენი ამერიკა – დემოკრატიის აკვანი, ქალთა უფლებებზე როდის დაიწყეს საუბარი…🙂

ეს ქუჩა რაღაცით შარდენს მაგონებს. რას იტყვით?🙂

ესეც – ალბომი. დაათვალიერეთ და აღიარეთ – ღირს აქ ჩასვლა?😉

Williamsburg, VA

3 thoughts on “მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. V – ვირჯინია. უილიამსბურგი.

  1. ასეთი “ჰუმანური” მოწყობილობები ადამიანს ამშვიდებს ? თუ გამოჯანმრთელებაში ეხმარება? :)) ეტყობა სხვანაირად უდგებიან ადამიანებს, არამგონია ვინმე პაციენტი ასეთ გარემოში “გამოსწროდეს”.

    • სამწუხაროდ XX საუკუნის დასაწყისამდე აქტიურად იყენებდბებ მსგავს მეთოდებს გამკურნების მიზნით. და არა მხოლოდ ამერიკაში. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა ხმ გახსოვს? იქ არანაკლები სისასტიკეა აღწერილი მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება უფრო გვიან ვითარდება.

  2. კი ნანახი მაქვს, და როგორც ჩანს ძალიან შეესაბამება რეალობასა და წარსულს. იმედია ადრე თუ გვიან მსგავსი მეთოდების მაგივრად, “ჰუმანურ” საშუალებებს მიმართავენ ადამიანები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s