ოსკარობანა


ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას არ ვუყურე. სამაგიეროდ სტაჟირებისათვის გავაზავნე აპლიკაცია. ამას გარდა, წავიკითხე რამდნიმე გვერდი, გავეცანი ახალ ამბებს, გულიანად ვეჭორავე მეგობრებს და ვუყურე იდიოტურ ფილმებს. თუ დამჭირდა, 2011 წლის ოსკარის ნომინანტებს დავგუგლავ, თუ არადა ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ :)) მაინც პოლიტიზირებული პროცესია. როდესაც ხელოვნებას და პოლიტიკას ერთად ვხედავ, სურვილი მიჩნდება ყველაფერი ავაფეთქო. მაგრამ მერე მახსენდება ცხოვრების ბოლომდე სახლემწიფოს ხარჯზე ცხოვრების პერსპექტივა და ისევ ბლოგზე პოსტის დაწერას ვარჩევ.

ოსკარობანა – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, პოპულარული, მყვირალა და ამავე დროს არაფრისმომცემი თამაშია. სამწუუხაროდ, მილიონობით ადამიანი აღმერთებს ამ ბრჭყვიალა სათამაშოს და ყოველთვის ეპოტინება. სხედან ტელევზორებთან, გამალებით ცდილობენ ოჯახური მაღალკალორიულოი სასუსნავის შთანთქმას და უყურებენ, თუ კიდევ უფრო როგორ მდიდრდებიან მდიდრები. თავად კი კარგავენ ყველაზე ღირებულ რესურსს – დროს.ბევრი ოცნებობს წითელ ხალიჩაზე გავლაზე, ოღონდ პასიურად – შეუძლია საათობით იჯდეს და უყუროს უაზრო შოუებს, დაჯილდოების ცერემონიებს, ტელესერიალებს, ფილმებს, იკითხოს მსახიობების ბიოგრაფიები, ყოველდღიური სიახლეები მათი ქორწინების, საცვლების, სექსუალური დეტალების, მენიუსა და ათასი სისულელის შესახებ. შედეგად – ის რჩება მარადიული მაყურებელი ოსკარის დამპატრონებელი სხვადასხვა არტისტებისა.

ოსკარის ნომინანტობა მიღწევადია, ისევე როგორც კოსმოსში გაფრენა, ან ამერიკაში წასვლა, ან მილიარდელად გახდომა, ან ნებისმიერი სხვა ამბიციური ფანტაზიის ხორცშესხმა. საჭიროა მხოლოდ მიზანმიმართული შრომა. შეეშვით რამდენიმე საათიან მარაზმებს და ეს დრო პიროვნულ/პროფესიულ განვითარებას დაუთმეთ. ვინ იცის, ეგებ რამდენიმე წელიწადში შენც გნახოთ ოსკარასთან ერთად?🙂 რას იტყვი, რეალურია? :))

5 thoughts on “ოსკარობანა

  1. ესე იგი შენ არ შედიხარ იმ რამდენიმე ასეულ მილიონ მაყურებელთა რიცხვში, გიჟმაჟი ბიძია? )))

    • არ მიშვებენ მურო ბიძია :)) ჯერ ნატოში შედი და მერე შემოგვიერთდიო :)))

  2. ესეიგი მე კიდევ დავკარგე ეს ძვირფასი დრო?! რა გულმავიწყი ვარ რა, რო დავდებ რაღაცას ერთ ადგილას, ამ დროს მოვიხედავ და აღარ მახსოვს სად დავდე.

  3. აჰლა შენ რო იცოდე, მე რა მამაძაღლობა მომივიდა მაგ ოსკარას გადამკიდე…. :))) დასაცინი ვარ აშკარად. ისე მართლა ჯობდა რამე სასარგებლო გამეკეთებინა მაგ დროს!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s