დავალება 1. ვინ ხარ შენ?


ვინ ხარ შენ?

პოსტის ორიგინალი აქაა.

მოიშველიე წარმოსახვა და გადაიღე ფოტო, რომელიც რაიმეს მოგვიყვება შენს შესახებ. ამ დავალების იდეაა, გამოხატო საკუთარი თავი შენი კამერის საშუალებით. ეს შეიძლება იყოს შენი მთლიანობაში ან ნაწილობრივ ამსახველი ავტოპორტრეტი ანდა ისეთი რამეები შენს ცხოვრებაში, რაც შენს შესახებ ინფორმაციას იძლევა. ეს არის ძალიან ღია დავალება და შენზეა დამოკიდებული.

აქ არის კენტის 2010 წლის საშემდგომო სემესტრის ფოტოგრაფიის კლასის სტუდენტების სურათები (ბრუსის ბლოგ-პოსტიდან წამოღებული). შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

Maria Mascio.

Jasmine Lu

Busem Gokkaya

————————————

ასევე ვდებ საკუთარ ფოტოებსაც. ამ დავალების შესასრულებლად ვირჯინიაში მოგზაურობის ფოტოები გამოვიყენე. ესენი არის არაპირდაირი “სამხილები”, რომელიც ჩემი ინტერესების შესახებ გიყვებათ: ისტორია, კულტურა, მოგზაურობა, რელიგიები; ასევე, თავისუფალი სიტუაციები –  უკანასკნელ სურათზე სოფლური სახლები და შეშაა. რა სჯობია ღია ცის ქვეში “ბირჟავიკობას” და ღამ-ღამობით კოცონთან საუბრებს… მაგრამ შუა სასწავლო პროცესში კემპინგი, მით უმეტეს საუნივერსიტეტო ქალაქში, წარმოუდგენელია. ამიტომ იმას დავჯერდი, რაც გარემომ შემომთავაზა. ფოტოებზე თუ დამატებით ინფორმაციას “ამოიკითხავთ” ჩემს შესახებ, გამიზიარეთ🙂

ამერიკა. 1776 წ.

 

დიალოგი წარსულთან

ვაჰ, სოფელო...🙂

რამდენიმე მარტივი წესი:

1. თითოეული დავალების შესასრულებლად უნდა გადაიღოთ სულ მცირე 2-3 განსხვავებული ფოტო. ანუ ეს უნდა იყოს საბოლოო შედეგი, ისე კი თითოელი კადრისათვის აუცილებელია რამდენიმე დუბლის გაკეთება – ყოველ მათგანს შეიძლება ჰქონდეს პატარ-პატარა ნაკლი. ასე კი შეგეძლება აარჩიო/დაამუშავო საუკეთესო მათგანი.

2. ფოტოების დახარისხება: ინსტრუქტორის რჩევით, ყოველ კვირა ვაკეთებთ ერთ დიდ საქაღალდეს, სადაც ვათავსებთ გადაღებულ ფოტოებს და მასში კიდევ ერთ ფოლდერს, რომელსაც “სანაგვე”, “ნაყარ-ნუყარი”, “განსაწმენდელი” ან რამე ამდაგვარი ჰქვია. აქ ყრია ყველა დაწუნებული კადრი – რომელიც გადაღებისას გაფუჭდა – ხელის მოძრაობის, კადრში მოულოდნელად შემოსული ადამიანის, არასწორი ფოკუსის ან სხვა მიზეზის გამო. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ – ასე კარგად დაინახავთ განსხვავებას და მუშაობის პროცესიც საინტერესო გახდება.

3. ფოტოშოფის ან სხვა პროგრამის გამოყენებაც დასაშვებია, მაგრამ მეტისმეტადაც ნუ მოინდომებთ🙂 სჯობია გადაღების ტექნიკაზე მოახდინოთ კონცენტრაცია, ვიდრე ფოტოს დამუშავებაზე.

————————–

შევეცდები, პოსტები ყოველ 7-10 დღეში ერთხელ ვთარგმნო. ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დამეხმაროთ🙂 რამდენადაც პოსტების უმეტესობა დავალებებსაც მოიცავს, გთავაზობთ რომ გადაღებული სურათები საკუთარ ბლოგებზე ან სხვა საიტებზე ატვირთოთ და შემდეგ ჩემს ბლოგზე დალინკოთ. ვისაც გსურთ პირდაპირ აქ დადება, მომწერეთ და ბლოგის ერთ-ერთ ავტორად დაგამატებთ. კომენტარებს ნუ დაიშურებთ🙂 კითხვები თუ გაგიჩნდათ, ისიც დაწერეთ. ჰა ბურთი, მოედანი და მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები!🙂

იდეებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტი – დაგუგლოთ მოინახულოთ ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები, სხვადასხვა საიტები და ა.შ.

წარმატებას გისურვებთ🙂

3 thoughts on “დავალება 1. ვინ ხარ შენ?

  1. სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი დავალების არსს, ან ამ ყველაფერს სხვა პოსტი ერთვოდა და მე მოვხვდი გაუგებრობაში. ??

    • ასე თქვათ ტესტი-დავალებაა, შენს ხედვას აყალიბებ საკუთარ თავზე, ამას გარდა ეს პირველი საცდელი ფოტოებია. მერე გადაღებულებს რომ შეადარებ, დაინახავ განსხვებას. ენის კურსებზე რომ შედიხარ ხოლმე და თავიდან ტესტს გაწერინებენ, დაახლოებით ისეთი რაღაცაა🙂

  2. აი ზალიან მომწონს იდეა, აღარ ვაყოვნებ და ვიწყებ, შედეგები სადღაც 1 კვირაში ემ ბლოგზე იხილეთ. გიჯო, u rull!!!!❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s