რათა, რათა, რათა?!


jobs.ge-ზე ვათვალიერებ ვაკანსიებს. მაინტერესებს რას სთავაზობენ დამსაქმებლები უმუშევართა არმიას. ყველაზე პოპულარული ვაკანსიების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

დიდ კაცთან პატარა კაცსა...

– გაყიდვების მენეჯერი
– გაყიდვების აგენტი
– მოლარე-ოპერატორი
– ოფისის მენეჯერი
– პრომო-გოგონა
– კონსულტანტ-გამყიდველი
– ბუღალტერი
– სესხის ოფიცერი
– იურისტი
– მასწავლებელი
– სტაჟიორი
– დისტრიბუტორი
– სავაჭრო წარმომადგენელი
– პროექტის მენეჯერი/ოფიცერი
– მდივან-რეფერეანტი
– ტრენერი
– კონდიტერი
– პროგრამისტი
– ინკასატორი
– პიარ მენეჯერი
– ფარმაცევტი
– გიდი/ტურ-ოპერატორი

განცხადებების უმეტესობა არაკვალიფიციური სამუშაოსთვისაა განკუთვნილი. როგორც ჩანს, აღარ არის ინჟინრების, კონსტრუქტორების, მეფოლადეების, გეოლოგების, ასტრონომების, ფიზიკოსების, კოსმონავტების ადგილები. თანაც, ერთი შეხედვით ამ უბრალო პოზიციებზე ისეთი მოთხოვნებია, წესიერ და პატიოსან ადამიანს ნაღველი ჩაგექცევა:
– უნივერსიტეტის დიპლომი (სასურველია მაგისტრატურა)
– უცხო ენის ცოდნა (მინიმალურ დონეზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სერთიფიკატებსაც ნაგლად მოგთხოვენ).
– კომუნიკაბელურობა
– უნდა იყო 20 წლის, 23 წლის სამუშაო გამოცდილებით
– გქონდეს გასაგიჟებელი გარეგნობა და გულისგამხეთქავი CV
– ზოგჯერ გთხოვენ მართვის მოწმობას და მასთან ერთად საკუთარ ავტომანქანას
– ზოგჯერ – საგარანტიო თანხას – 2000 ლარი საბანკო ანგარიშზე
– სპეციალური პროგრამების ცოდნას, მაგალითად ამადეუსი – ტუროპერატორებისათვის
– გუნდური მუშაობა და ა.შ.

ამ მარაზმების გაგრელება უსასრულოდ შეიძლება. არ თქვათ ახლა, ეს მარაზმი კი არა ჩვეულებრივი მოთხოვნებიაო,. ჩვეულებრივი და სამართლიანი მოთხოვნა მაშინ იქნებოდა, თუ დამსაქმებელი ადეკვატურ სამუშაო პირობებსა და შესაბამის ანაზღაურებას შესთავაზებდა პოტენციურ მუშაკებს. მგავსი ვაკანსიების უმეტესობისთვის განსაზღვრული ხელფასი მერყეობს 300-დან 400 ლარამდე! და ეს მაშინ, როდესაც უკიდურესად დამამცირებელი სამუშაო გარემოა! ამის შესახებ ერთი პოსტი ადრეც დავწერე! მაგრამ რა? რაც დრო გადის, უფროდაუფრო მეტად უარესდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული სამუშაო პირობები.

– რას აკეთებენ იურისტები საკუთარი ჯიბის გასქელების გარდა? არ არსებობს ერთი-ორი კარგი ადვოკატი, რომელიც სოციალური უფლებების შესახებ მუშაობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ, ან სხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, კამპანია, აქცია ჩაატარონ?
– რას აკეთებენ პროფკავშირები საპირველმაისოდ წითელი დროშის ფრიალის გარდა?
– რას აკეთებს ხალხი, რომელსაც ფაქტიურად ექსპლუატაციას უწევს საზოგადოების ფულიანი და გაქსუებული ნაწილი?

ღორის ტილი ფეხზე დაისვი, თავზე აგაცოცდებაო. მაგრამ როდესაც ეს ტილები მეტისმეტად შემოგესევიან, ბოლოსდაბოლოს უნდა გაანძრიო ხელი და მისი საწინაარმდეგო წამალი იყიდო! ანდა თავი გადაიპარსო, რომ სამუდამოდ მოიშორო ანტისანიტარიის ბუდე!
მხოლოდ გაჭირვების ბრალი არ არის რომ დილის 9-დან საღამოს 12-მდე ამუშავებენ ადამიანების უმეტესობას, მათ კი პროტესტის გრძნობაც კი არ უჩნდებათ!
არც იმის, რომ საკუთარი უფლებები არ იციან!
არც იმის, რომ “სასამართლო კორუმპირებულია და მაინც არ გამოიტანს სწორ განაჩენს”!!!
ვის უცდია გაესაჩივრებინა დამამცირებელი სამუშაო პირობები?!
ან სახალხოდ ჭკუა ესწავლებინა ასეთი ორგანიზაციისათვის?!
რატომ არ უთმობენ მედია-საშუალებები სათანადო ყურადღებას შრომითი ურთიერთობების რეგულირებას? თვითმკვლელობებზე, ავაზაკობებზე მეტად მნიშვნელოვანი ხომ სტაბილური ყოველთვიური შემოსავალია. ხშირ შემთხვევაში სწორედ უმუშევრობა უბიძგებს ადამიანს კანონსაწინაარმდეგო ქმედებებისაკენ.
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რამის შეცვლა? როგორ?

ოღონდ, თქვენი ჭირიმე, “ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სხვა გზა არ გვაქვს”-ის მსგავსი ტიპის დეპრესიულ ტექსტებს თავი აარიდეთ.
იფიქრეთ პოზიტიურად – რაში მდგომარეობს პრობლემა და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმუშავებ 300-ლარიან ანაზღაურებაზე სრული განაკვეთით, ზემოთჩამოთვლილ პოზიციებზე? იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომირებული საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ინჟინერი, ბიოლოგი, არქიტექტორი იქნები?

6 thoughts on “რათა, რათა, რათა?!

  1. სამწუხაროა რომ ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვარ და უკვე ვმუშაობ ამ მიზერულ ხელფასზე. გამოსავალს კი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ თუ მე დავაყენებ საკითხს ხელფასის მომატების, წინასწარ ვიცი რომ ჩემი შემცვლელის ძებნას დაიწყებენ და მალეც იპოვნიან, ასეთი ადამიანი ხომ უამრავია დღეს.

  2. ჰმმ, აქტუალური პრობლემაა ეგ ჩემთვის მაგალითად..

    ახლა მართალია ვმუშაობ ნუ პროფესიით, მაგრამ რომ მომინდეს სხვა სამსახურის მოძებნა, ვერ ვიპოვი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის არც ზოგადად მოთხოვნა და არც კონკრეტული ვაკანსია:(

    დღეს მოთხოვნა არის ისეთ გამოუსადეგარ (პროგრესისთვის) პროფესიებზე, როგორებიცაა გაყიდვების აგენტი, მოლარე და ა.შ. ანუ რომლებიც თავად არაფერს ქმნიან. დანარჩენი პროფესიები კი არავის სჭირდება. არადა კაკ რაზ იგივე ქიმიკოსები, გეოლოგები, ინჟინრები და ა.შ. ქმნიან ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების წინაპირობას..

    მარა ჩვენ ხომ ბანანების ქვეყანა ვართ😐
    :ბოლი:

  3. უნივერსიტეტს ვამთავრებ და ის მიზერულხელფასიანი სამუშაოც სანატრელი მაქვს! რაც არ უნდა “არადეპრესიულად” იფიქრო, ჩვეულებრივი მოკვდავნი ვერას გავხდებით, ეს ყველაფერი ისევ “ზევიდან” იმართება, მაგრამ ვის რაში აინტერესებს ბრბო, თვითონ სხედან სახლში თბილად =]

  4. ucxoetshi vinc ganatlebas vigebt unda davbrundet iq rom ragac shevcvalot. me ese vfiqrob. faqtia ro qveyana win midis ase tu ise. nel nela da yvelaferi iqneba

    • მამფალო, შენი აზრით დასავლური განათლების მქონე ადამიანი 300 ლარიან ხელფასსა და დაბალკვალიფიციურ სამუშაოს დასჯერდება?🙂

  5. ეჰ რას ვიზავთ ამათ ხელში😦 კარგია რომ ამ პრობლემაზე გაამახვილე ყურადღება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s