სასწავლო-სამაგისტრო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები


სასწავლოსამაგისტრო პროგრამა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს შეიქმნა სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 400-მდე ქართველი სტუდენტის სწავლა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. 

სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვაზე თანხმობის წერილი დამტკიცებული უნივერსიტეტიდან, შესაბამის სპეციალობაზე სასწავლებლად.  უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი  დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი სამინისტროს ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2011 წლის 31 მაისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ, კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს საქართველოს მთავრობა. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებიდან ორი კვირის ვადაში.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, წინა წლებისგან განსხვავებით, 2011-2012 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მხოლოდ ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები.

როგორც წესი, სასწავლო-სამაგისტრო პროგრამისათვის პრიორიტეტული მიმართულებების სია შეირჩევა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში ფინანსდებოდა ის მიმართულებები, რა დარგშიც იყო კვალიფიციურ კადრთა ნაკლებობა.

ამასთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და სტატისტიკურმა მონაცემებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა 36% ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე მოდის, 30% _ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 31% კი _ სამართალზე. ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებაზე ჩამბარებელ კანდიდატთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე მცირდებოდა და საერთო ჯამში მხოლოდ 3% შეადგინა.

სწორედ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებისა და ამ დარგში კვალიფიციური კადრების სიმცირემ განაპირობა ის გარემოება, რომ ეს მიმართულება გამოცხადდა 2011-2012 წლის სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო საბუთების სია:
 

  • პირადი ინფორმაცია
  • განათლება
  • დიპლომები
  • სამუშაო გამოცდილება
  • რეკომენდატორების რეკვიზიტები
  • მოტივაციის წერილი
  • მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს  შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 31 89 40 (133, 134, 135)

6 thoughts on “სასწავლო-სამაგისტრო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები

  1. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
    უნივერსიტეტში მიღების კრიტერიუმები

    შევსებული განაცხადის ფორმა;
    ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ესტონურ ან ინგლისურ ენებზე;
    საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას მიღებული აკადემიური მოსწრების ფურცლის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ აღნიშნული ფურცელი არ არის გაცემული ინგლისურ ენაზე, სტუდენტმა უდნა წარადგინოს ესტონურ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    პასპორტის საიდენტიფიკაციო გვერდების ასლი;
    ორი საპასპორტე ფოტო (3/4);
    განაცხადის საფასური: 40 ევრო;
    TOEFL/IELTS გამოცდაში მიღებული შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. TOEFL-ის გამოცდის შედეგი უნდა იყოს 500 ქულა (173 ქულა _ კომპიუტერული გამოცდა, 61 ქულა – ინტერნეტ-გამოცდა (iBT)), IELTS – 5,0 ქულა;

    ამ უნივერსიტეტში დასარეგისტრირებლად ტოეფელი უკვე ჩაბარებული უნდა გქონდეს? თუ ჯერ აპლიკაციებს ავსებენ და მერე გადიხარ გამოცდებს როგორც მასკის დროსაა?

  2. აქ მგონი, TOEFL/IELTS ჩაბარება შეილება, და IELTS უფრო ადვილია თუ ტოეფელი?

  3. მედიცინა?
    მომიჯნავე დარგები: ბიომათემატიკა? ჯანდაცვის მენეჯმენტი? ეპიდემიოლოგია?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s