კიდევ ერთხელ სამოტივაციო წერილის შესახებ


წინა პოსტი:როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

——————————-

ბოლო დროს რამდენიმე სამოტივაციო წერილის წაკითხვამ მომიწია და დიდად იმედგაცრუებული დავრჩი🙂 ეს იყო ძირითადად საკუთარი შრომითი დამსახურებების ჩამონათვალი. სამოტივაციო წეილიში მშრალ აღწერილობას უნდა მოერიდო. ფაქტების კონსტანტაცია უნდა მოხდეს CV-ში -აქ შეგიძლია ჩაწერო სამუშაო გამოცდილება, ტრენინგები, სემინარები, პუბლიკაციები, სხვადსახვა უნარ-ჩვევები. სამოტივაციო წერილში კი ეს ყველაფერი უნდა გააანალიზო და უპასუხო კითხვას: “რატომ?”

1. რატომ ეს პროგრამა? – რატომ მაინტერესებს ეს კონკრეტული უნივერსიტეტი და კონკრეტული პროგრამა და არა რომელიმე სხვა? რა სპეციფიკურ კურსებს მთავაზობს, რომელიც ჩემს მომავალ გეგმებს შეესაბამება? რით მხიბლავს – მდებარეობით, აკადემიური შესაძლებლობებით, გასართობი საშუალებებით?… მოკლედ, უნდა ჩამოწერო ყველა შესაძლო მიზეზი, რამაც გარკვეული როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში.

2. რა ცოდნა და გამოცდილება მაქვს იმისათვის, რომ მომცემული პროგრამის/კურსის მოთხოვნები დავაკმაყოფილო? დააკავშირე შენი საუნივერსიტეტო საგნები და/ან სამუშაო გამოცდილება მის შინაარსთან და მოთხოვნებთან. მაგალითად, პოლიტიკურ მეცნიერებს ვსწავლობდი და ძალიან დამაინტერესა – არასწორი ფორმულირებაა. არც კურსების ჩამონათვალით ან  ზოგადი ფრაზებით მოიხბლება ვინმე. უნდა დაწერო რატომ დაგაინტერესა, ვთქვათ, იმიტომ რომ გეხმარება გააანალიზო მიმდინარე პროცესები და გამოიტანო შესაბამისი დასკვნები, რომლებიც შემდგომში საჭირო პოლიტიკის ფორმულირებაში დაგეხმარება. სამოტივაციო წერილი ამომწურავი უნდა იყოს. ისე რომ სააპლიკაციო კომისიის წევრს მისი გაცნობისას დამატებითი კითხვები აღარ გაუჩნდეს ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს. ყველაფერი უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტულად და გასაგებად. ამიტომ, როცა დაწერ, რამდენიმე დღით გადადე ან მეგობარს წააკითხე, რათა შესაძელო “ჩავარდნები” ან “სუსტი მხარეები “ აღმოაჩინო. შემდეგ ისევ გადაწერე და ეს პროცესი გაიმეორე მანამ, სანამ სამოტივაციო წერილი სრულწყოფილ სახეს არ მიიღებს.

3. კონრეტული მაგალითები. სამყაროს გადარჩენის ამბიცია არავის აინტერესებს. შეიძლება იოცნებო დიადზე, მაგრამ ის, რაც უნიკალურ აპლიკანტად გაქცევს, არის შენი ცხოვრების გზა და გამოცდილება, რომელმაც აქამდე მოგიყვანა. კიდევ ერთხელ, იყავი კონკრეტული. გაიხსენე ყველაფერი, რაც შესწავლის სფეროსთანაა დაკავშირებული – განათლება, სამუშაო, სამოხალისეო პროექტები, უბრალოდ, პირადი ინიციატივები ან საქველმოქმედო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღია – მოკლედ, იფიქრე ბევრი და ჩამოწერე აბსოლუტურად ყველაფერი. შემდეგ კი დააკონკრეტე, რა კავშირშია ეს  არჩეულ სპეციალობასთან, რატომ გხდის იმ ერთადერთ და უნიკალურ კანდიდატად, რომელიც კონკრეტულ საუნივერსიტეტო თუ სასტიპენდიო პროგრამას იდეალურად შეესაბამება.

ინგლისურენოვანი ვიდეო, რომელიც სამოტივაციო წერილის მომზადებაში დაგეხმარება

თეორია + სამოტივაციო წერილის ნიმუში (ინგლისურად)

წარმატებას გისურვებ.🙂

8 thoughts on “კიდევ ერთხელ სამოტივაციო წერილის შესახებ

  1. gijmaj,samotivacios vwer IREX-tvis da shegidzlia sheni skype an rame sakontaqto monacemi momce,rom gadmogigzavno da gadaxedo…mainc gamocdili xar da…zeg aris dead-line da manamde tu damexmarebi,didad damavaleb;)

    • gamarjoba😀 mec vwer IREX-istvis samotivacio werils da tu shegidzlia mitxari sheni rogor iyo daaxloebit da gagimartla tu ara?🙂

      • 2009-ში დავწერე მასკის სამაგისტრო პროგრამისთვის და ფინალში გავედი, 1 წლიანი სტიპენდია მოვიპოვე🙂 მხოლოდ სამოტივაციო არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, სხვა რაღაცეებსაც აქცევენ ყურადღებას. თუ გინდა გამომიგზავნე და გადავხედავ gijmaj.press@gmail.com

  2. აუცილებლად გამოგიგზავნი, მაგრამ იქნებ მაინც მითხრა რას აქცევენ ყურარებას, 3 თემა მაქვს დასაწერი და ძალიან ვნერვიუობ. ყველაზე მთავარი ეს მგონია და მაგიტომ😦

  3. sheizleba tu ara samotivacio werilshi gamoviyeno internetshi moziebuli textebinad amonaridebi… anu mainteresebs ramdenad aris imis shansi rom plagiatobis gamo ingnorirebuli gavxde universitetidan.

    • შანსები არის… საკმაოდ მაღალი. ვიცი რომ 3 წლის წინ ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამიდან მოახდინეს ერთ-ერთი კონკურსანტის დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმის გამო, რომ ციტირებული ჰქონდა ფრაზა წყაროსა და ავტორის მითითების გარეშე. ასე რომ ინტერნეტიდან სამოტივაციო წერილის დაკოპირებას არ გირჩევ. სჯობია დაწერო ის, რაც შენი გამოცდილებიდან და განათლებიდნა გამომდინარეობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s