“როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”


ეს პოსტი ნინო ბექიშვილის ბლოგზე კომენტარად დავწერე – მისი პოსტის პასუხად “როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”. მაგრამ რადგან საკუთარი ჭკვიანოზობების (😀 ) შთამომავლობისათვის დაკარგვა არ მინდა (:D) გადავწყვიტე ჩემს ბლოგზეც გადმომეტანა. საკითხი ეხება რუსთავი 2-ის გადაცემის “ვის უნდა 20 ათასი” დახმარების ფორმის ეთიკურობას. ნინო ბექიშვილი თვლის, და მეც ვეთანხმები, რომ ეს ღირსების შემლახველი ფორმაა და შესაძლებელია ინფორმაციის და/ან ფინანსების უფრო კორექტულად მოპოვება/მიწოდება. თქვენ როგორ ფიქრობთ? წაიკითხეთ და განსაჯეთ

—————–

აფიშირებული ქველმომედების არ მწამს. ის, რაც რუსთავი 2-ზე ხდება არის ძალადობრივი ქველმოქმედება. ფულს ცინცლავენ იმას, ვისაც აკლია, ჩინოვნიკები კი, ნინოს თქმის არ იყოს, უკანასკნელი მარკის ავტომობილებს კიდევ უფრო უკანასკნელზე იცვლიან. ეს არის ხალხის ჯიბიდან ფულის ამოცლა და ერთი ადამიანის დახმარება. რამდენიმე კვირის წინ საკმაოდ მწვავე სტატიას წავაწყდი სწორედ ამ გადაცემის შესახებ, სადაც დასაბუთებულად ეწერა, რომ შემოსული თანხის 40%-ზე მეტი (შეიძლება გაცილებით მეტიც… შეუნდეთ ჩემს ბურუსით მოცულ მეხსიერებას, ზუსტი მონაცემი რომ არ შემორჩა) ვერ აღწევს იმ ადამიანამდე, რომლის დასახმარებლადაცაა განკუთვნილი. ეს ნაწილი მობილურ კომპანიებს, სახელმწიფოს და ა.შ. რჩებათ. ესეც აბსურდის კომედიის შემადგენელია.

მაინტერესებს, ვინ და როგორ განკარგავს შემოსულ თანხებს? ანუ იმას, რაც გადასახადების დარიცხვის და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ რჩება. გინახავთ ვინმეს გამოჯანმრთელებული ადამიანების შესახებ გასული სიუჟეტები? მე არ მახსენდება და თქვენ?

საერთოდ კი, საზოგადოება, რომელსაც რელიგიურობის პრეტენზია აქვს, ქველმოქმედების საჭიროებაზე ასე ხმამაღლა და ხაზგასმულად არ უნდა საუბრობდეს. მოქალაქეების საბაზისო საჭიროებებით (მათ შორის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჯანდაცვის მომსახურებით) უზრუნვლეყოფა არა მხოლოდ სახელმწოფოს პირადპირი და კანონიერი ვალდებულებაა, არამედ საზოგადოების თითოეული წევრისაც. ამერიკაში ამიშების თემი თავად ზრუნავს მოხუცებსა და ავადმყოფებზე. ეს ცოტა სხვა ფენომენია, რელიგიური საზოგადოებაა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგულად მისდევს XVII-XVIII საუკუნეებში დაკანონებულ ნორმებს. თუმცა მისაბაძი სოციალური სტრუქტურა აქვთ. ასე გამართულად რომ მუშაობდნენ სახელმწიფო ორგანოები, მაშინ რაღა გვიშავდა.  ამიშებს მინიმალური შეხება აქვთ სახელმწიფოსთან, გადასახადებსაც არ იხდიან, ძველებურ ყაიდაზე ცხოვრობენ. არ მოიხმარენ ელექტროენერგიას და თავს ირჩენენ საკუთარი წარმოებით (ჩემს ბლოგზე დევს ამის შესახებ პოსტი). შესაბამისად, არ აქვთ სამედიცინო და სოციალური დაზღვევა. მაგრამ მათ შორის მოქმედებს პრინციპი – ერთი ყველასათვის, ყველა – ერთისათვის. დავრდომილებს მთელი თემი ინახავს და თუ რომელიმე მათგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება, ყველა აერთიანებს რესურსებს (მათ შორის ფინანსურსაც) მის გადასარჩენად. საქართველოში, სამწუხაროდ არ არის ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა არც სახელმწიფოს, არც მოქალაქეების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელი მასაჟის გაკეთების პრობლემა არ დადგებოდა.

წესით რელიგიური ორგანიზაციებიც, პირველ რიგში მართლმადიდებლური ეკლესიაც უნდა ზრუნავდეს მრევლზე. ახალი ეკლესიების მშენებლობის მაგივრად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების განვითარება არ იქნებოდა ურიგო.

მაგრამ როდესაც  ქვეყანაში ზნეობრივი და ეკონომიკური ბალანსი დარღვეულია, იქ ფარისევლური გადაცემების გაკეთებაც არ უნდა გაგიკვირდეთ. არანაკლებ ღირსების შემლახველი გადაცემა იყო ვა ბანკი. მდიდრები თავის კიდევ უფრო გამდიდრებას აყურებინებდენ ღარიბებს და მიუღწეველ უზრუნველ ცხოვრებას ახარბებდენ. ვინმეს აზრად მოსვლია ამის გაპროტესტება?…

ერთი შემთხვევის მერე განსაკუთრებით სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე ე.წ. საქველმოქმედო საქმიანობას. ვეთანხმები ნინოს, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანს ღირსება არ შეელახოს. რამდენიმე წლის წინ შევესწარი: დაგლეჯილს სამოსში ჩაცმული ბებოსთვის ვიღაც თმაშეღებილ მანდილოზავრს პერაშკის ყიდვა უნდოდა, ალბათ ფიქრობდა ეშიება და დავაპურებო. მოხუცმა ქალმა არ აიღო, შენ ის არ ხარ წეღან რომ გეხვეწე და ჩემგან მწვანილი არ იყიდე, ახლა შენი არაფერი არ მინდაო. იმ ბლანდინკას სახეზე დაეწერა, ვირო მადლიო, მაგრამ იმ ორიდან რომელი იყო ვირი, განსჯა თქვენთვის მომინდია.

მოკლედ, დახმარების ფორმაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შინაარსი. და ისიც გამიგია, “დახმარება”-ს რომ სთავაზობ ადამიანს, შეურაცხმყოფელიაო. ანუ “დახმარება” კი არა, ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რაც სჭირდება, მაგალითად – სამედიცინო მომსახურება, უკეთესი განათლება, წიგნები, ტანსაცმელი, საკვები… თანაც ისე, რომ ღირსება არ შეელახოს. მართლაც არ არის საჭირო განსაკუთრებული ხაზგასმა ადამიანის ფიზიკურ ან მენტალურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია ინფორმაციის მიწოდების კორექტული ფორმის მონახვა და/ან ისეთნაირად დახმარება რომ მან თავი დამცირებულად,  გარიყულად  კი არა, საზოგადოების განუყოფელ წევრად იგრძნოს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჯანმრთელობის აღდგენას ეხება. ასე ძნელია?

3 thoughts on ““როგორ გავაკეთოთ ქველმოქმედება სწორად”

  1. bjou e ra kai saiti vnaxe. zmakacma mitxra. ra kai rameeb vgelob. sviridana var genacvale jigarshi. chadura mqvia. shena gogo xar tu biji?

  2. ah, zustad chems ramdenime dgis winandel agshfotebas gamoexmaura es posti. me im dges facebookze afishirebulma qvelmoqmedebam gamagiziana da shesazleblad xmamagladac davwere. magram ra!…
    arc me mesmis xmamagali, tvitreklamirebuli qvelmoqmedebisa. ketil saqmeze tviton saqmeni laparakoben da ara gamketeblebi.

    rac sheexeba zemotxsenebul gadacemas, tavidanve ar momewona. jer gagebulic ar mqonda, ramdeni procenti ibegreboda da sxvadasxvata jibeshi midioda. isedac welshi gamwydar xalxze fsiqologiurad zemoqmedeben da guldasatutqi kadrebis chvenebit da cru qvelmoqmedebit bolo kapiks wiwknian xelidan mat, visac gverdit myofi jer kidev tkiva da anagvlebs (aba modis kivilis mimdevrebs mxolod misi mozaxili ainteresebt).

    eklesiazec “momesma” oriode sityva da amazec vityvi. am zafxuls sisxli amiduga tbilisshi metrosadgurebtan dadgmulma e.w. shesawiravebma, romlebsac ewerat: eklesiis msheneblobistviso. she kai adamiano, metroti mgzavrobs is, visac sakutari manaqana ar hyavs da am gazvirebul fonze sheizleba, metroc fufuneba iyos mistvis. da vis stxov fuls eklesiis asasheneblad?! tveshi 300 larad rom ojaxs inaxavs da dasvenebebis wyalobit, gzis fuli ezogeba, rom samsaxurshi ar uwevs wasvla?! “glaxakta shesawevnad” mainc iyos. amdeni eklesia daapurebs gawirvebul xalxs? vigaca imas metyvis, mtavaria sulio. shenobit suli ar cxondeba. da iset shenobas ra vutxari, upovarta naoflarit rom ashendeba.

    zalian amagelva am temam.

  3. ხუხ, 2011 წლის 8 თებერვალს აღვშფოთებულვარ მეც და ფეისბუქზე გამიკეთებია ჩანაწერი რეკლამირებულ “ქველმოქმედებაზე”.
    ძალიან კარგი სტატიაა, მომეწონა. მოზომილი, ობიექტური და შინაარსიანი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s