სოციალური ქსელი


ქართულ ენაზე ინფორმაცია ფილმის შესახებ იხილეთ აქ, ქვემოთ კი მის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებააა.

—————
ვუყურე. ჩამაცივდნენ და ვუყურე. წავედი, შევედი კინოდარბაზში, დავჯექი და ბრდღვიალა ეკრანს მივაშტერდი. პირველივე 10 წუთიდან მივხვდი, რომ მოსაწყენი რამეა. არ ღირს იმ აღფრთოვანებად და რეცენზიებად, რასაც ფეისბუქის აჟიტირებული მომხმარებლები გამოხატავენ. ეს არის ერთი თავხედი ბიჭის ისტორია, რომელმაც ტაბუები ფეხებზე დაიკიდა და თავისი გაისწორა.
ძალიან, ძალიან, ძალიან უინტერესო იყო. ერთადერთი, რის გამოც ბოლომდე ვუყურე იყო თოვლი+ყინვა გარეთ და სითბოში მეგობრებთან მესიჯობის სურვილი😀 ასეა თუ ისე, მივედი და ვნახე ფულზე დაფეთებული და სხვისი წარმატებით დაბოღმილი როჟების ისტორია😀 ეს იყო ამერიკული სტუდენტური ცხოვრების რეალური ანარეკლი. ერთი შეხედვით მომხიბლავი სამყაროა, რომელიც თავის მჩქეფარე ცხოვრებაში ჩასახუტებლად გიხმობს. მაგრამ აქ ბევრი ეს წესი დაკანონებული ჩათლახობაა. აქ მეგობრობა და საქმე არ გამოდის ერთად. არჩევანის შემთხვევაში ფინანსური ინტერესები იმარჯვებს.

“სოციალური ქსელი” რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხსაც აყენებს. მაგალითად, წამოჭრის თემას – ფული მართავს საზოგადოებას თუ პირიქით – საზოგადოება მართავს ფულს? ფეისბუქის საავტორო უფლების შესახებ დავა სწორედ იდეის შემოსავლიანობამ წარმოშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ სამუდამოდ მიივიწყებდნენ. გარდა ამისა, მთელ ფილმი არის კრიტიკულ აზროვნებასა და შემოწმედებით აღმაფრენას მოკლებული მასის მანიპულირება; ცხვრების შესახებ, რომლებსაც დამოუკიდებელი იდეების განხორციელების თავი არ აქვთ. სხედან და ელოდებიან, როდის მოვა ვინმე კარგი ტიპი, შესთავაზებს რაიმე სიახლეს და დასცინცლავს ფულსა და დროს. ვნახე ჰარვარდის რაფინირებული საზოგადოება. თითქმის იდეალური თავდაჭერითა და მოზომილი სიტყვა-პასუხით, რასაც პოპულარული ტერმინოლოგიით აღზრდას ეძახიან. თუმცა ეს არ არის ის, რაც საკმარისია სოციალური ჯანყისა და ცვლილებებისათვის.

ფილმი გაჩვენებს, რომ ძალა ახალგაზრდობაშია. ყველა მთავარი მოქმედი პირი ახალგაზრდაა, კოლეჯის სტუდენტი. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ჩემნაირ უფანტაზიო და ზარმაც ბებერს მილიარდელობის შანსი არ აქვს?…🙂

ნანახი გაქვთ სოციალური ქსელი? მოგეწონათ? სამყარო, რომელიც იქ არის დახატული, რამდენად მისაღებია თქვენთვის? როგორ ფიქრობთ, შეიძლება ადამიანი ერთ წელიწადში (ან თუნდაც 5-ში) გახდეს მილიარდელი? დარჩა კი სამყაროში იდეები, რომლებიც ფულისა და წარმატების სწრაფად მიღწევაში დაგეხმარება? რა შეგიძლია გააკეთო დიდი მოგების სანაცვლოდ? მისაღებია ბიზნეს-ინტერესების გამო მეგობრებისთვის ზურგის შექცევა?…

5 thoughts on “სოციალური ქსელი

  1. ჰმ.. მე ინტერესი გამიჩნდა ფილმის ნახვის თუმცა მაგრა მეზარება😀

  2. არ მაქვს ნანახი და არამგონია უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში ვნახო : ისედაც უამრავი კარგი ფილმი დამიგროვდა სანახავად : ))

  3. ფილმი არ მინახავს. თვითონ ფბ-ს შემქმნელმა გააპროტესტა ფილმის შინაარსი, გაყალბებულიაო. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე ასე მოვიდა ამბავი😀
    საინტერესოა, გაუყალბებლად როგორი იქნებოდა.

  4. ძალიან გთხოვთ ვინმემ გამაგებინეთ ის ბიჩი, მარკის მეგობარი(შონს არ ვგულისხმობ) ბოლოს მშრალზე დატოვეს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s