პატარა ფორუმის კომპლექსი


ახლახანს ერთ პატარა ქართულ ფორუმზე დახურეს თემა, სადაც იქ არსებულ ხარვეზებზე ვსაუბრობდი. თავისი ჭკუით რეპუტაციაც შემილახეს (😀 )- პოსტები გამიმინუსეს (ასეთებიც ხდება ხოლმე). მოკლედ, ვირტუალური განადგურების უსუსურ მცდელობას ჰქონდა ადგილი😀 ვინაიდან თბილისოზე აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, უსამართლო ვორნებს იძლევიან და ვირტუალური აგრესიის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ, გადავწყვიტე ჩემს ბლოგზე გადმოვიტანო სადისკუსიო კლუბი, გაგიზიაროთ ზოგადი და კონკრეტული შთაბეჭდილებები. არ ველი, რომ “თბილისოს მოქალაქეები” შემოვლენ და დისკუსიაში ჩაებმებიან. მათთვის user non-grata ვარ🙂

ეს არის სიტუაცია, რომელიც ყველა პატარა ფორუმზე ხდება. ახლადშემოსული მომხმარებლისგან “ძველები” უპირობო თავის ქნევას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირდაპირი და ირიბი თავდასხმებით ცდილობენ სიტუაციის სასურველი მიმართულებით “შეტრიალებას”. საკითხი დგას არა სამართლიანობის, არამედ ერთისა და მრავლის ურთიერთობის შესახებ. ამ შემთხვევაში “ბევრი”, ანუ უკვე მეტნაკლებად მყარად ჩამოყალიბებული სასტავი ცდილობს რაოდენობით დაჯაბნოს “მოწინააღმდეგე”. განსაკუთრებულ მონდომებას მაშინ იჩენენ, როდესაც “ყველაზე ჯიგარი, ყველაზე ჩახუტება, ჯაან ჯაან საკალელი” იმიჯის არგუმენტირებული მსხვრევის მცდელობას აქვს ადგილი. ყველა პატარა ფორუმის მომხმარებელი ისეა დარწმუნებული საკუთარი ვირტ.სამყოფელის აბსოლუტურ უპირატესობაში, რომ მამა ღმერთიც ვერ შეაცვლევინებს აზრს. ადამიანების ქცევის ამ არაადეკვატურ გამოვლინებას “პატარა ფორუმის კომპლექსი” ვუწოდე. ეს ქართული ფორუმების მოუშორებელი ჭირია.

უფრო კონკრეტულად, პატარა ფორუმის კომპლექსით დავირუსებულებს ახასიათებთ შემდეგი სახის ქცევები:
– რეალობისგან ხანგრძლივი მოწყვეტა ვირტუალური სიამოვნების გახანგრძლივების მიზნით.
– დაუსაბუთებელი, ემოციური მსჯელობები
– იუმორის დონის კატასროფული შემცირება გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი აგრესიის ზრდის პარალელურად
– ინტელექტის კოეფიციენტის სწრაფვა დაქვეითებისაკენ
– მეტისმეტი ბეჭდვისაგან დალეული და გადახურებული თითები (ხანდახან ფეხის თითებიც)
– სტერეოტიპები და გაჭედვა “ჩემი ფორუმი არის ყველაზე, ყველაზე ყველაზე”-ზე და ა.შ. რასაც ხშირად შეეჯახებით, თუ პატარა ფორუმის მომხმარებლებთან ურთიერთობა გქონიათ. ეს არის ჩაკეტილი ჯგუფები, რომლებსაც ხელდასხმისა და
“თავისიანად” მიღების საკუთარი კრიტერიუმები აქვთ. ზოგი აფასებს ცინიკოსებს, ზოგი – კეთილოზებ, ზოგი – ჩლუნგებს ან ძალით ღადო ტიპებს… ყველა მათგანისათვის საერთოა ერთი მოთხოვნა – ახალი მომხმარებელი უპირობოდ უნდა ეთანხმებოდეს თამაშის წესებს. ხმის ამოღება ცუდ ტონად ითვლება მაშინაც კი, თუ ეს წესები დისკრიმინაციული და უსამართლოა.

პატარა ფორუმების უმეტესობა ზოგადი პროფილისაა, ანუ ყველაფერზე და არაფერზე. თემებიც ზუსტად ისეთი, როგორსაც მეზობელ ფორუმებზე ნახავ – იდენტური სატაურით, შინაარსით, დისკუსიის განვითარების მიმართულებით და ა.შ. ამიტომ აქ ძალიან ცოტა კომპეტენტური აზრი და საინტერესო მსჯელობაა.

მოკლედ რომ ვთქვათ:
ფორუმის უნიკალურობა – 0.
შემოქმედებითობა – 0.
ინტელექტუალური დისკუსიები – 0.
თანამშრომლობის სურვილიც – 0. ურთიერთობა მხოლოდ ჯაან ლაღაცნაირ ჰუსერებთან, ვისაც ქლესაობა უყვარს და ვაზელინის დიდი პარტიის იმპორტს უწყობს ხოლმე ხელს.
კრიტიკული აზრისადმი დამოკიდებულება – მინუს უსასრულობაში გადადის.

ყველა დარწმუნებულია, რომ ყველაზე ყველაზე ყველაზე ნავაროჩენი ფორუმი აქვთ და ყველაზე ჩასაყლაპი და მოუნელებლად საყვარელი ხალხი ჰყავთ. პროფილი – ზოგადი და გაუგებარი. კონცეფცია – პირველყოფილ ქაოსზე გაურკვეველი. ჩვეულებრივი პირში გაცინება, ზურგს უკან ჭორაობა, მინუსების წერა და რატომ რეიტინგი არ მომიმატაზე ბურდღუნი ჩვეულებრივი ამბებია ხოლმე.

ზოგადი პროფილის ქართული ფორუმებიდან ფორუმ.გე არის საუკეთესო.

ჯერ ერთი იმიტომ შედარებით მოწესრიგებული მოდერაციაა. მომხმარებელმა ყოველთვის ზუსტად იცის რატომ ემატება warn level, შეუძლია იკითხოს და პასუხი მიიღოს. თბილისოზე კი გაურკვეველი მიზეზის გამო თავსდატეხილი warn-ის მიზეზი არავინ მითხრა, იღადავეს და თემა დამიხურეს.

გარდა ამისა, ფორუმ.გე-ზე გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია. დღეში უფრო მეტი მომხამრებელი შემოდის, ვიდრე პატარა ფორუმებზე რეგისტრირებულ მომხმარებელთა საერთო რაოდენობაა. ამის გამო თემის განხილვებშიც ჭარბობს კომპეტენტური აზრები. ჯერ არ მქონია ისეთი კითხვა, რაზეც სწრაფი და ამომწურავი პასუხი არ მიმეღოს. საპროტესტოდ პოსტის დაწერას სანამ დაიწყებდეთ, ჯერ სცადეთ და ამ წიგნის უფასო ელექტრონული ვერსია მიპოვეთ: Mediation: Empowerment in Conflict Management, Second Edition [Paperback]Kathy Domenici (Author), Stephen W. Littlejohn (Author). ფორუმ.გე-ზე ზუსტად 24 საათში მქონდა წიგნი, რომელიც მჭირდებოდა. მოახერხებთ ამას?

კიდევ ვთქვა? კარგი. ფორუმ.გე ძალიან ძლიერი სოციალური კაპიტალია. ერთობლივ ხინკლაობებს თავი დავანებოთ, კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისით პატარა ფორუმები ახლოსაც ვერ მოვლენ მასთან. აქ ნახავთ ძალიან ბევრ ინფორმაციას ტრენინგების, სტიპებდიების, კონფერენციების, სამსახურის შესახებ. ასევე საუბრებს მხატვრობაზე, ასტროლოგიაზე, პოლიტიკურ და ტექნიკურ თეორიებზე… ფორუმის წევრები ატარებ(დ)ნენ პოლიტიკურ და საქველმოქმედო აქციებს, პირველი ივნისის აქცია მზიურში უკვე ყოველწლიურ დღესასწაულად იქცა… 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ან საინფორმაციო ონლაინ ქმედებების კოორდინირება… ის, რაც ფორუმ.გე-ზეა მლიქვნელურ სიყვარულზე გაცილებით მეტია. ეს არის საქმე და ინტერესები, რომლებიც ადამიანებს აერთიანებთ.

აქ ტრენინგები და სემინარები არ არის მივედ-ვნახე-წავიკითხე ტიპის თემა. ეს არის დაუსრულებელი კითხვების და პასუხების პროცესი იმიტომ რომ თუ ვინმეს გრანტის აღება, სასწავლებლად წასვლა, სტიპენდია, გავცლი თუ პროგრამა სჭირდება, დეტალების დაზუსტებით ტვინს ჭამს ხოლმე – ფორუმზეც, ტელეფონით, სკაიპით და ა.შ.😀 ეს არის ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი პროცესი.

რას იტყვით? რეგისტრირებული ხარ რომელმე პატარა ქართულ ფორუმზე? რომელია და რამდენად განსხვავებული ან იდენტური სიტუაციაა ზემოთაღწერილთან შედარებით? სად ჯობია აქტიურობა – ფორუმ.გე-ზე თუ რომელიმე მინისამყაროში, სადაც ერთმანეთის სიყვარული ტერაბაიტებით იზომება?😀

10 thoughts on “პატარა ფორუმის კომპლექსი

  1. მე მომწონს შენი წერის მანერა. მერე რა, რომ არ ხარ თბილისოს “ბირთვი”, პირიქით, დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდი.
    ადამიანს შესაძლებლობებით ვაფასებ და არა ჯგუფური მიკუთვნებულობის ნიშნით.

    დანარჩენზე მეზარება ახლა კომენტარის გაკეტება. ჩემი აზრი იქით დავაფიქსირე. ვინც დაინტერესდება, იქით შევიდეს🙂

    • რა ხდება იცი… ეს პირველყოფილი ადამიანებივით “ტომებად” დაყოფა და ჯგუფური თავდასხმები ამაზრზენია სიმართლე თუ გინდა. “მე შენზე მეტი პოსტი მაქვს და მეტი ხმის უფლება” – ესეც პრიმიტოვიზმის გამოვლინებაა. ამას გარდა, მთელი რიგი თეორიებია, რომელიც ადამიანთა კატეგორიზაციის მიზეზებს ხსნიან “ჩემიანად” და “სხვისიანად”. გამორჩეული ინდივიდუალიზმი და ცვლილებების სურვილი მასების მწვავე რეაქციებს იწვევს. ესეც ფაქტია. თუ მოვიცალე იმ კვირაში განვავრცობ და დავპოსტავ მათ შესახებ.

  2. მე ორივე მხრიდან გადამეტებული აზრი მოვისმინე.
    ექსტრემების მომხრე არ ვარ. არ არსებობს დადებითი ექსტრემიზმი, ის საბოლოოდ ცუდია.

    პრობლემის მოგვარების ნაცვლად ერთმანეთის დადანაშაულება ან თავის გადამეტება არაპროფესიონალურია.

    • გადამეტებული შეფასება რა არის? რომ თბილისო ვერ განვითარდება და ფორუმ.გე-ს უფრო ძლიერი სიანფორმაციო, საურთიერთო, სამომმარებლო ბაზა აქვს? თუ გინდა ჩამოგიწერ პატარა ფორუმების გადაშენების ძირითად მიზეზებს :)) მარტო თბილისოს არ ეხება ეს, ბევრი სხვა ფორუმიცაა რომელთა უმეტესობაც კარგად ვიცი.

      ამას გარდა, ცვლილებებსა და რეფორმატორულ პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ იქაა შესაძლებელიც და სასურველიც, სადაც დაინტერესებული არიან ამით. მაგრამ თბილისოზე მსგავსი ვერაფერი შევნიშნე, უაზროდ თავდაჯერებული და ცუდად შენიღბული აგრესიის მეტი.

      თუ გინდა გელაპარაკები სასიცოცხლო ციკლებზე, ორგანიზაციულ მართვაზე, ეფექტური განვითარების სტრატეგიებზე. მაგრამ იქ, სადაც უშედეგო იქნება, არ მიღირს დროის დაკარგვა.🙂 ამიტომ მივეცი ამ თემას ზოგადი სახე და ვთხოვე მომხმარებლებს საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

  3. რატო მეჩხუბები😦

    იქ ცვლილებებზე საერთოდ არ დაძრულა სიტყვა და თუ დაიძრა, შემოიფარგლა მხოლოდ შავ-ბნელი პროგნოზებით: გადაშენდებით, ჩაიზირებით, ასე დარჩებით…

    ვინმემ დაწერა რეალურ ცვლილებებზე, ნაბიჯებზე, რა უნდა გაკეთდეს? შენი ჩათვლით. – არავინ!

    ხოდა, პროგნოზები ყველას შეუძლია. ყველა პროფესორია, ყველა ჩახედულია. მარტო მე აღმოვჩნდი ისეთი, სხვა ფორუმებზე რომ არაა და სწავლა-დარიგებას ვსაჭიროებ. არ მესაჭიროება. გმადლობთ.

  4. დასაწყისი ზუსტად ერგება ყველა ფორუმზე არსებულ სიტუაციას. teen.ge-–ზე შემხვდნენ მასე და აბსოლუტურად უმიზეზოდ ამითვალწუნეს😀

  5. კი მართალია თბილისის ფორუმზე ბევრი ტრეინინგი და ტუტორიალი იდება მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ფორუმებზე და საიტებზეც იდება, შენ რაც დაწერე პატარა ფორუმებზე ზუსტად იგივე ხდება თბილისის ფორუმზეც ოღონდ გაცილებით დიდი მასშტაბებით

  6. ამაზე ”პატარა ქვეყნის კომპლექსი გამახსნედა”. პრინციპში, იგივეა ყველაფერი : )

  7. მემგონი არ პირიქითაა, ერთი ადმიანის კომპლექსი არის რომელიც ცდილობს დაიმკვიდროს თავი და არ გამოსდის.🙂 დიდი ფორუმზე უფრო მარტივია დაიმკვიდერო თავი რადგან 2 შენნანაირი ყოველტვის იქნება ხოლო პატარაზე ცოტა მეტს უნდა წარმაოდგენედე თორემ არ გამოგივა ხოლო შენი ეს პოსტი კ გამაწარებული ადამიანის პოსტია და მეტი არაფერი, ფორუმ.გე არის ის ფორუმი სადაც ერთმანეთს დედას აგინებე მაგამ ეს მოსული პონტია, ფორუმ გე არის ფორუმი სადაც რეალური მსჯელობა დიდი ხანია არ შემხვედრია, ახალი შექმნის პირველი წლებსი გარდა, მაგრამ იმ ყველა კარგა უსერმა დატოვა ფორუმ.გე, ახლა ზუსტად ისეთივე ნაგავი სიტუაციაა რაც ქვეყანაში, ამოტომაც მოწონს ხალხს იმიტომ რომ ეს ქვეყანაც იგივე ხალხსგან შედგება. ესაა რეალობა მაგრამ ხალხს ურჩევნია პრობელამ სხვას გადაბრალოს. მე ამ ფორუმზე ვიყავი ერთ დროს ახლა შემოვედი და ბლოგების თემაში ეს ლინკი შემხვდა, მე წავედი ფორუმიდან მოუცლელობის გამო მაგრამ ეს პრობლემა რასაც წერს არასდროს დამინახვას მიუხედავად იმისა რომ არავის ვიცნობდი და არვინ მყოლია პირადი ლაივ ნაცნობი. ვსიო გავედი ასე რომ შეგიძლია არაფერი მიპასუხო მაიც აღარ შემოვალ აქ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s