მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. IV – დარჩენილი სადგურები


კლივლენდის მოსაცდელი სადგური

აქაც აშკარა უმცირესობაში ვარ. სულ რამდენიმე თეთრკანიანი ვართ: მე, კიდევ ერთი ქალი, ერთი ახალგაზრდა, კიდევ ერთი ქალი და მამაკაცი 6-7 წლის ოქროსთმიანი ვაჟით. ეს საინტერესო ოჯახია. როგორც ჩანს, დედა თავისი შვილებით სადღაც მიემგზავრება. ძირითადად შავი ტანსაცმელი აცვიათ – ქალს გრძელ მუქ ლურჯ კაბაზე შავი პიჯაკი და შავი თავსაფარი, უფროს ვაჟს –მუქი ლურჯი პერანგი შავი შარვლითა და პიჯაკით. ბავშვის გარეგნობაშიც მხოლოდ გრძელი ქერა თმა ანათებს. ალბათ რომელიმე რელიგიური ჯგუფის მრევლია. მსგავსი ჩაცმულობა ამიშების სოფელში მაქვს ნანახი. ამ ახალგაზრდასაც, ამიშების მგავსად, წვერი აქვს მოშვებული. თუმცა მაინც ძნელია თქვა, რომელი აღმსარებლობის არიან. ეს ძველმოდური ტანსაცმელი სრულფასოვანი პროგნოზის გაკეთების საშუალებას მაინც არ იძლევა. სხედან, საუბრობენ, წიგნებს კითხულობენ და მოთმინებით ელოდებიან ავტობუსის მოსვლას. უცებ მივხვდი, რატომ აქვს სადგურს მაგარი რკინის მესერი და რატომაა ასეთი მოღუშული ადგილი. წეღან გარეთ გავედი. ბევრიც არ მივლია, გემრელი საკვების ( :D) ძებნაში რამდენიმე სურათი გადავიღე.

კლივლენდის უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლები

Cleveland State University

გზაჯვარედინი კლივლენდში

ხელოვნების ნიმუში უნივერსიტეტის ეზოში🙂

ერთიორი ზანგი მომესალმა, მეც ეს ბუნებრივად ჩავთვალე და იგივეთი ვუპასუხე. მაღაზია დავინახე და იქ შევედი. გამყიდველმა მკითხა, მოგზაური ხარ თუ აქაურიო. ვუპასუხე ერთისათით ვარ მეთქი აქ. კამერა მოიხსენი, ეს ძალიან საშიშ ზონად ითვლებაო. რა უნდა მექნა, ჩემი საამაყო ფოტოაპარატი მაშინვე ზურგჩანთაში დავმალე. გარეთ რომ გამოვედი, თვალში ისევ შემომეჩხირნენ ამერიკის შავკანიანი მოქალაქეები. ესენი იყვნენ ჩამოძენძილი, კაპიშონიანი, კბილებჩაცვნილი ტიპები. ერთი სიგარეტი პირში ჰქონდათ გაჩრილი, კიდევ ხუთიოდე ღერი ხელში ეჭირათ, ჯიბიდანაც სხვები მოუჩანდათ. ერთმა 25 ცენტი მთხოვა და უარი რომ მიიღო, მშვიდობიანად გამეცალა. სხვანაირი ამერიკა შემომეფეთა. ეს ის სამყარო არ იყო, რომლის დანახვასაც შეჩვეული ვიყავი. ეს ალბათ უფრო რეალური და სასტიკი სამყაროა, მე კი ჩემს პატარა ქალაქში ილუზიების ტყვეობაში ვცხოვრობ. ისიც გამიკვირდა – როგორ შეიძლება უნივერსიტეტი არსებობდეს ასეთ სახიფათო ადგილას? ირგვლივ ხომ კლივლენდის უნივერსიტეტი და სტუდენტური საერთო საცხოვრებლებია… მოსაცდელ დარბაზში დავბრუნდი და შევეცადე დარჩენილი 40 წუთი როგორმე ერთ ადგილას გამეძლო. ვარჩიე მომეწყინა, ვიდრე ორფეხა და შარიანი აფროამერიკელებს შევეხრამუნებინე🙂

ვაშინგტონიდან უილიამსბურგამდე

ვაშინგტონი. უკან დარჩა 9 საათიანი ღამეული მგზარობა. უპრობლემოდ და ზედმეტი თავგადასავლების გარეშე ჩამოვედი. ყველა სადგურში მოწესრიგებულია მგზავრობის სისტემა, ხედავ საიდან გადის მორიგი ავტობუსი და მკითხაობა არ გიწევს. რეისები ზუსტად გადიან და მოდიან, მაქსიმუმი, რაც შეიძლება დააგვიანონ, 3-5 წუთია. ესეც იმ შემთხვევაში, თუ სადმე გაუთვალისწინებელი საცობი ან სხვა სახის შეფერხება მოხდა. ყოველი გამგზავრების წინ მძღოლი ყველას გასაგონად აცხადებს “თამაშის წესებს” – ღამის რეისებზე დაუშვებელია მობილურის ხმამაღლა ჩართვა ან ხმამაღალი ლაპარაკი – სხვა მგზავრები შენი არსებობით არ უნდა შეწუხო. ზოგადად კი, მოწევა ყველგან იკრძალება – სალონშიც და საპირფარეშოშიც. კლივლენდიდან ვაშინგტომანმდე გზაზე გემო გავუგე ჯერჯერობით საქართველოსთვის მიუწვდომელ ფუფუნებას – უკაბელო ინტერნეტსა და შტეფცელებს ავტობუსში. სწორედ ამან გადამარჩინა, თორემ ჩემი მობილურს ბატარია უკვე სულს ღაფავდა… მე კი წინ დიდი გზა მქონდა. ხალხი – საინტერესეო-მეთქი, ვერ ვიტყვი. ისეთივე ჭრელია, როგორც საქართველოში, ერთადერთი კლივლენდის სადგურმა დამთრგუნა ზანგების სიმრავლით. ისიც იმიტომ, რომ მთლად წესრიგიანი მოქალაქეების შთაბეჭდილებას არ ტოვებდნენ. სადგურებს შორის შესვენებებიც უფერულად გავიდა. ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ზოგს სკამებზე ეძინა. ბურგერები და სასმელებიც იყიდებოდა… მომსახურე პერსონალი სადგურს ალაგებდა, საინფორმაციოს მორიგე კითხვებს პასუხობდა. სისუფთავე, სიწყნარე და წესრიგი იყო ყველგან. უილიამსბურგამდე კიდევ ერთხელ მომიწია გადაჯდომა – რიჩმონდში, ვირჯინიის დედაქალაქში. ავტობუსი სტუდენტებით აივსო, რომლებიც მშობლიურ ალმა მატერს უბრუნდებოდნენ. მოდიოდნენ ჩემოდნებით, კალათებით, ზურგჩანთებით – თეთრები, შავები, ჭრელები😀 რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, მით უფრო იმატებდა ესპანურენოვანი მოსახლეობა. სიმღერასავით მესმოდა მათი საუბარი. ავტობუსი კი მიდიოდა და მიდიოდა…🙂

4 thoughts on “მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. IV – დარჩენილი სადგურები

    • რა ვიცოდი. ჩემთან საერთოდ არაა საშიში, შუაღამისასაც თავისუფლად შეიძლება ბოდიალი. ამით გათამამებული გამოვედი ვიფიქრე ქალაქს ვნახავ მეთქი. მაგრამ მაცალა ვინმემ?🙂

  1. rogori imedi mqonda, rom istoria grzeldeboda😦 megona, didi pauzaa da shemdegi ambacic daiwyebatqo da komentarebi ar shemechexa?!

    momwons sheni ena.

    dabadebis dges gilocav!

    • ისტორია გაგრძელდება.🙂 დავწერ და დავდებ ამ დღეებში. არ მეცალა ბოლო დროს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s