მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. III – აკრონიდან კლივლენდამდე


მძღოლმა შუქი ჩააქრო. გარეთ ვიხედები და გარემოს ვათვალიერებ. უფრო დიდ გზებზე და გაშლილ სივრცეებში გავდივართ. ნუთუ არარელიეფურია ამერიკა? საქართველოს მთებს და ველებს რომ ვადარებ, აქაურობა ძალიან უფერული მეჩვენება. სულ ვაკეა, თანაც იმდენად ერთნაირი შენობები, მანძილომეტრზე მზარდი მილები რომ არა, შეიძლება ვერც კი მიხვდე რომ სხვა ქალაქში იმყოფები. უზარმაზარ სავაჭრო ქსელებს დაპყრობილი აქვთ ამერიკის მთელი ტერიტორია. Walmart, Target, Macy’s, Radioshack, Bestbuy – არასრული ჩამონათვალია იმ მონსტრებისა, რომლებიც ხალხს ფულს სწოვენ და ამერიკის დოვლათს ქმნიან. ყველა პატარა ქალაქში ნახავ ერთიმეორეს ტყუპებივით დამსგავსებულ შენობებს მომღიმარი პერსონალით…

აკრონიდან კლიველენდისაკენ მიმავალ გზაზეც ბევრი მსგავსი ნაგებაობაა. გზას მხოლოდ მანქანების ფარები ანათებენ. ისევ ვადარებ საქართველოს გაბრდგვიალებულ ასფალტოვანს და გულში მეღიმება – ამ მხრივ ნამდვილად ვჯობნით ამერიკას🙂

ავტობუსში ისეთი სიჩუმეა, ლამისაა ვიფიქრო რომ მარტო ვარ. თუმცა ახლა ვიღაცა აჩურჩულდა. მისი ხმა შორიდან მოსული დაღლილი კალიის უნიათო კვნესასავით ისმის. თუმცა მკვდარ რეალობას დროდადრო მაინც აზანზარებს და სმენას მალამოდ ედება. ბორბლების ხმაური კიდევ 20 წუთს შემაწუხებს. შემდეგ კი დანიშნულების ადგილზე ისევ მოურიდებლად მივაშტერდები ღამეულ მგზავრებს… ვაშინგტონამდე… ეჰ, ამ გზაზე რამდენი დრო მექნება საფიქრალად…🙂

***
კლიველენდის სადგურს გარედან რომ შევხედე, თავი სადგაც ჯანდაბაში მეგონა. მაღალი რკინის მესერით შემოღობილი ჩაბნელებული ეზო ორიოდე მიგდებული ავტობუსით, გარეთ მიყრილი ბარგის საზიდი ურიკები… ვაგზლის მოედანს ჰგავდა უშუქობის, უგაზობის, უყველაფრობის პერიოდში. გაქცევასაც ვერ მოახერხებ რომ გინდოდეს🙂 შეიძლება ასეთი დამთრგუნველი შთაბეჭდილება იმის გამო დატოვა რომ აქ ღამით მოვედი. სიბნელე და სიპირქუშე გზაზეც შევნიშნე. და აქაც, შენობას რომ შევხედე, პირველად ვიფიქრე მძღოლს ადგილი ხომ არ შეეშალა მეთქი. მერე საათს დავხედე იმიტომ, რომ ვიცი – ამერიკული ავტობუსები გრაფიკის მიხედვით დადიან. ზუსტად გაჩერების დრო იყო, ე.ი. დანიშნულების ადგილამდე სწორად მიგვეღწია. მოსაცდელ დარბაზში ეს უბადრუკი შთაბეჭდილება გამეფანტა – დიდი განათებული ოთახი დამხვდა, სადაც სპორტულ არხზე კალათბურთი გადიოდა. ერთიორი მგზავრი დიდი ყურადგებით მისჩერებოდა ეკრანს და თითოეულ გატანილ გოლზე სიხარულით ყვიროდა. სხვები მობეზრებულები ისხდნენ და ავტობუსს ელოდებოდნენ.

ვაშინგტონის რეისამდე კიდევ 2 საატი რჩებოდა. მე კი მინდოდა ცოტა ქალაქში გამესეირნა და ღამის სურათები გადამეღო. თან რამე საკვებსაც მოვძებნიდი, თუნდაც ნაგვის ბუნკერების ახლომახლო.😀 თორემ დილით საუზმობა დამავიწყდა, სახლიდან არაფერი წამომეღო, აკრონში კი საინტერესო ვერაფერი შევნიშნე. დაუყოვნებლივ თუ არ ვიზრუნებდი საკუთარ თავზე, მალე წითელი ამენთებოდა😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s