მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. I – შესავალი


ბოცო და გვანცა გახსოვთ? საბავშვო ჟურნალი ”დილას” გმირები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ისტორიაში მოგზაურობდნენ ხოლმე. ეწვეოდნენ რომელიმე მეფეს, გმირს ან მონაწილეობას იღებდნენ მნიშვნელოვან პროცესებში. ნახატები, რომლებიც ამ მოვლენებს ასახავდნენ, ბავშვებს ისტორიის გაცნობაში ეხმარებოდნენ. მეც რაღაც ამგვარ ზღაპარში ამოვყავი თავი, ოღონდ, როგორც ვეიქელი სვეტლანები ამბობენ ხოლმე, მართლა. Open-mouthed smile როდესაც მეგობარს უილიამსბურგში ვიზიტზე ვთანხმდებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გარემო შეიძლებოდა მენახა. გზა იყო უკიდურესად დამღლელი – დაახლოებით 20 საათი ავტობუსით, დროდადრო გადაჯდომებითა და შესვენებებით სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა ის, რაც ვნახე კიდევ უფრო დამღლელ მოგზაურობად ღირდა.

გზაში მქონდა საქართველოსთვის წარმოუდგენელი ფუფუნება – უკაბელო ინტერნეტი ავტობუსში. იმ მონაკვეთებზე, სადაც ამის საშუალება არ იყო, ტელეფეონიდან მესიჯებად ვწერდი ბლოგისთვის პოსტებს. შთაბეჭდილებები ქაღალდის ნაგლეჯებსაც შემორჩა – ავტოსადგურებშიც ვწერდი – დროის გაყვანის მიზნით. ასე რომ დიდად არ მომიწყენია და ის გრძელი გზაც თითქმის შეუმჩნევლად გაილია.

ამ მგზავრობისას უფრო მეტი გავიგე ამერიკის შესახებ, ვიდრე მთელი გასული 6 თვის განმავლობაში. გზაში ბევრნაირი ხალხი ვნახე – ფუფალები, სტუდენტები, ჩამოძენძილი ზანგები, პოლიციელები, დამლაგებლები – მოკლედ, ყველა ჯურის ადამიანი. საინტერესო გამოცდილება მივიღე.

ჩანაწერებში პირველი შთაბეჭდილება დიდძუძუებიანი ქალია. Open-mouthed smile მეგობარს დავუმესიჯე ფეისბუქზე, იმხელამკერდიანი გოგო დავინახე, გოგლა ლეონიძე ასეთ ლექსს რომ დაუწერდა: ძუძუები ოქროს ვეშაპებიაო Open-mouthed smile ბიჭი რომ ყოფილიყო, პოემას მივუძღვნიდი ან ჰოლივუდს დავუწერდი სცენარს კაცზე, რომელიც ძუძუთი ირმებს კვებავდა  (ირმისას შებრუნებული ვარიანტი, საინტერსო იქნებოდა? რას იტყვით? Winking smile ) ეს მუზათა მომგვრელი არსება კი, გარდა იმისა, რომ მდედრი იყო, საკუთარ ფრჩხილებს ჩასჩეებოდა და ზემოთ არც კი იყურებოდა. გაშლილი ვარდისფერი მობილური ეჭირა და მთლიანად მისით იყო შეპყრობილი. ავტობუსი კი თოვლიან გზებს უდრტვინველად მიუყვებოდა…

2 thoughts on “მოგზაურობა ამერიკის წარსულში და უკან. I – შესავალი

  1. მაგარი იყო. წერის ნიჭი გაქვს! სრული ვერსია გამოაქვეყნე, რა ნახე ასეთი🙂

    • ვწერ და დავდებ ნელა-ნელა. სურათებსაც დავურთავ😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s